x
მეტი
  • 28.03.2024
  • სტატია:134040
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
4 ვარჯიში, რომ საღი აზროვნება მოხუცებულობამდე არ დაკარგოთ
image


ზოგიერთი ვარჯიში შეიძლება სულელურად მოგეჩვენოთ ან თავიდან მისი შესრულება გაგიჭირდეთ, მაგრამ ძალიან ეფექტური მეთოდებია გონების გასავარჯიშებლად.

ამ ვარჯიშების დახმარებით საღ აზროვნებას ღრმა სიბერემდე არ დაკარგავთ.


1. მრავალფეროვანი ტექსტი


image

როგორც ხედავთ, ამ სურათზე გამოსახულია სხვადასხვა ფერში დაწერილი რამდენიმე სიტყვა.

ხმამაღლა წარმოთქვით ფერი, რომლითაც სიტყვაა დაწერილი. ეს გააკეთეთ მანამ, სანამ ბოლომდე არ გახვალთ და ვარჯიში უკუმიმართულებით გააგრძელეთ.

ასე თავის ორივე ნახევარსფეროს გაავარჯიშებთ, ერთი მათგანი კითხვაზე, მეორე კი ფერების აღქმაზეა პასუხისმგებელი.

თავიდან შეიძლება გაგიჭირდეთ, მაგრამ ვარჯიში სასარგებლოა ისეთი დაავადებების თავიდან ასაცილებლად, როგორიცაა ალცჰაიმერის დაავადება. ასევე კონცენტრაციას გაზრდით.


2. შულტეს ცხრილი

image

ამ ვარჯიშის შესასრულებლად ყურადღება ცენტრში მოთავსებულ რიცხვზე უნდა გაამახვილოთ. რიცხვ 19–ზე მოახდინოთ კონცენტრირება. კიდევ ერთი მიზანი: იპოვეთ ნომერი 1 და ზრდის მიხედვით დანარჩენი რიცხვებიც იპოვეთ.

ამ ვარჯიშით ზრდით ინფორმაციის გადამუშავების სიჩქარეს, ასევე მხედველობას აავარჯიშებთ.


3. ნიშნები თითებით

image

ჯერ მარჯვენა ხელით „მშვიდობის“ ნიშანი გააკეთეთ, შემდეგ მარცხენა ხელით ნიშანი „ok”. ახლა ხელები შეცვალეთ და ვარჯიში რამდენჯერმე გაიმეორეთ.

ამ ვარჯიშით კონცენტრაციას გაზრდით, ერთი ამოცანიდან მეორეზე გადართვის უნარი გაუმჯობესდება.


4. სინქრონული წერილი

image

ასე მეხსიერების გავარჯიშებას შეძლებთ.

ამ ვარჯიშის შესასრულებლად აიღეთ 2 ქაღალდის ფურცელი და თითოეული ხელში საწერი კალამი.

თქვენ ორივე ხელით გეომეტრიული ფიგურები უნდა დახატოთ. ასევე შეგიძლიათ დახატოთ ასოები ან ერთნაირი სიგრძის სიტყვა, ერთდროულად დაწერეთ.

თქვენი მოქმედება სინქრონული უნდა იყოს, თუ არადა ვარჯიშს დადებითი ეფექტი არ ექნება.

სინქრონული წერილი გასწავლით რამდენიმე ამოცანის ერთდროულად შესრულებას, რომ ორივე ნახევარსფერო ერთდროულად გააქტიუროთ.


სხვა რჩევები

გამოიყენეთ არადომინანტური ხელი ჩვეული რიტუალების შესასრულებლად, როგორიცაა კბილის გაწმენდა, თმის დავარცხნა.

თუ ყოველთვის კბილებს მარჯვენა ხელით წმენდთ, ეს მარცხენა ხელით გააკეთეთ და პირიქით, სანამ თქვენი ტვინი არ ისწავლის სხვადასხვა მოქმედების შესრულებას ისე, თითქოსდა ყოველთვის ორივე ხელით სარგებლობდით.

თქვენი მარშრუტი შეცვალეთ, როცა სამსახურში, მაღაზიაში ან სხვა ადგილებში მიდიხართ, რომ ასე თქვენი მეხსიერება გააქტიუროთ.

სწორი კვება ძალიან მნიშვნელოვანია, ის მეხსიერების გაძლიერებაში მნიშვნელოვან როლს ასრულებს.

რაციონში ფოსფორით, კალიუმით მდიდარი პროდუქტები, ასევე თესლები, მიწისთხილი ჩართეთ.


ასევე დაგაინტერესებთ:

რამდენად კარგად იცნობთ ქართულ ანდაზებს?

image

მარტივი ტესტი, რომელიც გიჩვენებთ თუ რამდენად ჭკვიანი ხართ

image

რამდენი დაშიფრული ნივთის გამოცნობას შეძლებთ?

image

რომელი ნივთი გამოიგონეს პირველად, შეძლებთ გამოცნობას?

image

1 წუთი გაქვთ, რომ ამ სურათზე ყველა უცნაურობა იპოვოთ

image

0
623
1-ს მოსწონს
ავტორი:Yoona
Yoona
Mediator image
623