x
მეტი
  • 16.04.2024
  • სტატია:134332
  • ვიდეო:352432
  • სურათი:508413
ყველაზე ძლიერი ფსიქოლოგიური ბარიერები, რომელთა გადალახვაც აუცილებელია
image

როგორ უნდა იცოცხლოს ადამიანმა? მან უნდა იცხოვროს და ისიამოვნოს ცხოვრებით. მაგრამ მხოლოდ ადამიანთა მცირე რაოდენობა ახერხებს ამ გზით ცხოვრებას. რატომ? სწორედ იმიტომ, რომ ზედმეტი აზრები და საქმეები, სულელური იდეები ხელს უშლის ამას. როგორც კი ადამიანი ისწავლის ყველერი ზედმეტის გაშვებას, მისი ცხოვრება გაცილებით გაადვილდება.


აქ მოცემულია ფსიქოლოგიური ბარიერები, რომელთა გადალახვაც გჭირდებათ, თქვენი ცხოვრების უკეთესობისკენ შეცვლის მიზნით:


1. უნდა გათავისუფლდეთ დამოკიდებულებათაგან. დამოკიდებულებათაგან, რომელნიც არ მოგწონთ, მაგრამ ჯერ ვერ ტოვებთ მათ. ეს დამოკიდებულებები ზედმეტი ნაგავივითაა, ხოლო ზედმეტი ნაგავი უნდა გადაყაროთ.



2. არ არის საჭირო მუდმივად საკუთარი თავის დადანაშაულება. ეს ყოველდღიურად შეგიშლით ხელს სიხარულის განცდაში.

image

3. ნუ გააკრიტიკებთ საკუთარ თავს. მერწმუნეთ, სხვა ადამიანები სიამოვნებით გააკეთებენ ამას თქვენთვის. თვითკრიტიკა ძალიან საზიანოა ადამიანისთვის, ზიანს აყენებს მის ფსიქიკურ ჯანმრთელობას.


4. დაივიწყეთ ცრურწმენა. ცრურწმენა ძალზე ძლიერი ფსიქოლოგიური ბარიერია. ძალიან ხშირად ცრურწმენები ხელს უშლის კარგ ადამიანთან ნორმალური ურთიერთობის დამყარებას.


5 არ ღირს გამუდმებით ცუდზე ფიქრი. ეს ხელს უშლის ყველაფერი კარგის გამოჩენას თქვენს ცხოვრებაში. ნეგატიური აზრები ცუდ მოვლენებს იზიდავს თქვენს ცხოვრებაში. საკუთარი თავის მტერი ხომ არა ხართ. ამიტომ, ცუდზე არ უნდა იფიქროთ.


image

6. შეხედეთ ცხოვრებას უფრო მარტივად. არ არის საჭირო საკუთარი თავისთვის პრობლემების გამოგონება, შემდეგ ფიქირი იმაზე, თუ როგორ გადაჭრათ ისინი.


7. ფრთხილად იყავით თქვენს გამონათქვამებში და ფიქრებში. არ უნდა დაკარგოთ დრო და ძალისხმევა სხვადასხვა წვრილმანებზე.


8. ნუ ელით, რომ სხვები თქვენს ყველა ქმედებას მოიწონებენ. ყველა ადამიანი განსხვავებულია. ყველას არ შეუძლია მოიწონოს ის, რასაც თქვენ აკეთებთ. დასტურისა და მოწონების მიღების გარეშე განვითარდება არასრულფასოვნების კომპლექსი.


9. არ არის საჭირო მუდმივად უკმაყოფილება და წუწუნი. ასეთი ქცევა ძალიან ცუდად მოქმედებს ჯამრთელობაზე.


10. არ გადადოთ ხვალისთვის ის, რისი გაკეთებაც შეიძლება დღეს. ცხოვრება არ ჩერდება, ის არ დგას ერთ ადგილზე. არ დააგროვოთ დაუსრულებელი საქმეები.


11. წვრილმანებზე ნუ ინერვიულებთ. ეს ძალზე საზიანოა როგორც ფიზიკური, ასევე ფსიქოლოგიური ჯანმრთელობისთვის.


12. ნუ დაიტანჯავთ თავს წარსულში დაშვებული შეცდომებით. გააკეთეთ მართებული დასკვნა და და დატოვეთ ისინი წარსულში.


13. არ იქონიოთ ურთიერთობა ცუდ ადამიანებთან. ისინი კარგ რამეს არ გასწავლიან. შეეცადეთ მეტი დრო გაატაროთ ჭკვიან და პოზიტიურ ადამიანებთან და არა იმათთან, ვინც დაბოღმილია მთელ მსოფლიოზე.

image


14. გაუფრთხილდით თქვენს ინდივიდუალობას. თქვენ არ უნდა ჰგავდეთ სხვებს. თითოეულ ადამიანს ხომ საკუთარი ხასიათი და საკუთარი აზრები გააჩნია.


15. შეეცადეთ უსიამოვნებები არ მიიღოთ გულთან ზედმეტად ახლოს. წინააღმდეგ შემთხვევაში, ძალა და ნერვები საკმარისი არ იქნება ამ ყველაფრისთვის.


16. ნუ ცდილობთ ყველაფრის ერთბაშად გაკეთებას. არ არის საჭირო ყველაფრის ერთდროულად გაკეთება. თქვენ ხომ რობოტი არ ხართ, თქვენი ძალები შეუზღუდავი არ გახლავთ.

image


17. მოიცილეთ უსარგებლო, ცუდი ჩვევები. ისინი ხელს უშლიან ცხოვრებას, პროდუქტიულ მუშაობას და ცხოვრებისგან მაქსიმალური სიამოვნების მიღებას.


გახსოვდეთ: თქვენ უნდა მოექცეთ საკუთარ თავს ისე, როგორც გსურთ, რომ მოგექცნენ სხვები. გაუფრთხილდით თავს და იყავით ბედნიერნი.



3
214
10-ს მოსწონს
ავტორი:არჩილ ვერულიძე
არჩილ ვერულიძე
214
  
2020, 13 ოქტომბერი, 12:53
კარგი იქნება თუ გავითვალისწინებთ ამ 17 რჩევას. მაგრამ საკმაოდ რთულია ამის გაკეთება. პირადი გამოცდილებით ვამბობ.
2020, 13 ოქტომბერი, 11:44
მე-12 ძალიან მომეწონა!
0 1 3