საზოგადოება საბრალო, გადაეცით “იმედის“ მიკროფონზე იღადაოს, რომელიც არც ერთ თანამშრომელს არ უყვარს“ - ინგა გრიგოლია 2020, 12 ოქტომბერი, 13:36 ჟურნალისტი და ტელეწამყვანი ინგა გრიგოლია სოციალურ ქსელში ვასიკო ოდიშვილის გადაცემას ეხმაურება და "ვასმედიის" წამყვანს "ტვ პირველის ნაცვლად, საკუთარი არხის მიკროფენზე "ღადაობას" ურჩევს, რომელიც მისი აზრით არც ერთ "იმედის" თანამშრომელს არ უყვარს: "საბრალო, ეს რა დღეში ჩაუგდია "იმედის" მონობას, თავის შეფებზე რომ იღადაოს, გადაეცით და იმედის“ მიკროფონზე, რომელიც, დარწმუნებული ვარ, არც ერთ თანამშრომელს არ უყვარს .(მე მართლა ვგიჟდები ჩემი ტელევიზიის მიკროფონზე). რა რთულია მონის ხვედრი ამ ქვეყანაში, არადა, ოდესღაც ღადაობდა ეს ქლიავი" - დაწერა ინგა გრიგოლიამ "ფეისბუქის" პირად გვერდზე. შეგახსენებთ, რომ გრიგოლიას გაღიზიანება ტელეიმედის იუმორისტულ გადაცემაში გასულ მის ვიდეოზე, სადაც მან არხის მიკროფონს აკოცა, წამყვანის მონოლოგს მოჰყვა.1528 1-ს არ მოსწონს |