x
მეტი
  • 29.03.2024
  • სტატია:134043
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
რას გვიქადის კოვიდი
image


უკვე თითქმის წელიწადია მსოფლიო კორონავირუსის ტერორის ქვეშ იმყოფება და უიმედობასაც კი მიეცა. მისი წყალობით ბიზნესები გაჩერდა, ეკონომიკა რეგრესს განიცდის, რაც ყველაზე მთავარია, ადამიანები კვდებიან. ვირუსი ვერაგულად ანადგურებს სუსტებს, სპარტანული მორალი აქვს, როგორც ჩანს ჰუმანურობასთან მწყრალად არის.


თუმცა, როგორც ირკვევა გამოჩნდა იმედის ნაპერწკალი. სამკურნალო საშუალება რეგენერონი, რომელსაც დიდხანს ელოდა კაცობრიობა ჰორიზონტზე აციმციმდა. ამბობენ მან არაერთი პოლიტიკური ლიდერი გადაარჩინა. საინტერესოა, რომ ცდების პერიოდში სწორედ გავლენიან პირებს მოუხდათ მისი საკუთარ თავზე გამოცდა.


რეგენერონი არის ადამიანის მონოკლონური, ანუ ჰიბრიდული უჯრედების სინთეზირებული ანტისხეულების ნაჯერი. ის საინექციო ხსნარია, რომლის ერთჯერადი დოზა შეჰყავთ კოვიდ-19-ით დაინფიცირებული პაციენტის სხეულში. კვლევების შედეგად ლაბორატორიულად უკვე დადასტურებულია, რომ მას შეუძლია ვირუსის დამარცხება.



პრეპარატი ამერიკელი და გერმანელი მეცნიერების ერთობლივი თანამშრომლობის შედეგად შეიქმნა. აშშ-მა ამ ანტისხეულების კოქტეილის 300, 000 დოზა მოიმარაგა $450 მილიონიანი კონტრაქტით. როგორც პრეპარატის შემქმნელმა, დოქტორ ლეონარდ შლეიფერმა განაცხადა „450 მილიონი დოლარის კონტრაქტი, რომელიც კომპანიამ ფედერალური მთავრობისგან ზაფხულში მოიგო, დაახლოებით 300, 000 დოზას უზრუნველყოფს“.


”მათ ჩვენგან იყიდეს რამდენიმე ასეული ათასი, შესაძლოა დაახლოებით 300, 000 დოზა, რომლის გაკეთებას ისინი უფასოდ აპირებენ”, - თქვა შლეიფერმა, „რეგენერონ ფარმასეუტიკალს“ (Regeneron Pharmaceuticals) - ის დამფუძნებელმა და აღმასრულებელმა დირექტორმა გამოცემა ”Face the Nation” - სთან ინტერვიუში. "ამას მარტო ვერ გავაკეთებთ. ჩვენ გვჭირდება მთელი ინდუსტრია."


როგორც ამბობენ ხსნარს გამოიყენებენ, როგორც სამკურნალოდ, ასევე პროფილაქტიკისთვისაც. თუმცა, არსებობს მოსაზრება, რომ პრეპარატს ჯერ კიდევ სჭირდება უფრო საფუძვლიანი დაკვირვება და გამოცდა.


დიდი ალბათობით რეგენერონი საქართველოში მალე იქნება ხელმისაწვდომი.


https://twitter.com/i/status/1315311851367002113

0
54
2-ს მოსწონს
ავტორი:მანანა თურმანიძე
მანანა თურმანიძე
54
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0