x
image
alex999
Mediator image
ერთი მეომარი არმიის წინააღმდეგ! - მებრძოლები, რომლებმაც ისტორია დაწერეს...

გამბედაობა და სიმამაცე ჯარისკაცისთვის აუცილებელი თვისებაა. მსოფლიო ისტორიამ უამრავი ასეთი გმირი შემოგვინახა. ამ მეომრებს დამოუკიდებლად მოუწიათ თითქმის მთელ არმიასთან გამკლავება, მოდით გავიხსენოთ ისინი:


image







დომინიკ მაკარტი

image



პირველი მსოფლიო ომის პერიოდში დომინიკ მაკარტი თავის მოკავშირეების მხარეზე იბრძოდა. თავდაპირველად მას ომში მონაწილეობის უფლებას არ აძლევდნენ, რადგან მარცხენა ხელზე სამი თითი აკლდა. თუმცა მან დაამტკიცა, რომ იყო კარგი მსროლელი, ამის შემდეგ სპეციალური დავალებით გაშვებულ იქნა ცხელ წერტილებში. მალევე მიიღო ლეიტენანტის წოდებაც. მიუხედავად იმისა, რომ მაკარტი გამოირჩეოდა უმარავი ვაჟკაცური თვისებით, მან ყველაზე შთამბეჭდავი მოქმედება 1918 წლის 23 აგვისტოს განახორციელა: მაკარტი თხრილიდან მხოლოდ თოფით გადახტა და მტრის ხაზებს მიადგა, რომლებსაც ყუმბარების სროლა ევალებოდათ... მან მტრის ბანაკში შეაღწია, 20 ჯარისკაცი დამოუკიდებლად მძევლად აიყვანა და გარდა ამ ყველაფრისა, 5 ტყვიამფრქვევიც შეიპყრო. მაკარტის გმირული საქციელიდან გამომდინარე მისმა ბატალიონმა მიიღო მოწინავე პოზიციები გერმანიის ტერიტორიაზე. მაკარტის ჯილდოდ მხოლოდ ვიქტორიას ჯვარი გადაეცა, თუმცა მისი სახელი ისტორიას სამუდამოდ შემორჩა.








საიტო მუსაშიბო ბენკეი

image


საიტო მუსაშიბო ბენკეი გმირი იაპონიიდან. 1.98 სმ სიგრძის ბენკეი იყო ბუდისტი ბერი. ბავშვობაში ბენკეიმ ბუდისტურ მონასტრებში ისწავლა ნაგინატასთან, დანის ბოძზე იარაღთან ბრძოლა . მოგვიანებით, ბენკეი მთის ბერი გახდა, რათა შეესწავლებინა ცხოვრების აზრი. მან 1000 მებრძოლიდან 999 დაამარცხა, მხოლოდ ერთხელ ლეგენდარულ მინამოტო იოშიტსუნესთან დამარცხდა, ამის შემდეგ ორი დიდი მებრძოლი დამეგობრდნენ და დაიწყეს კრიმინალური ცხოვრება. რაც დრო გადიოდა, ორეულის შეჩერება შეუძლებელი ხდებოდა, თუმცა როდესაც მათ გადაწყვიტეს კოროგომავას ნოტის ციხესიმაგრეში შესვლა მოულოდნელი სიურპირიზი ელოდათ. ბენკეიმ დამოუკიდებლად 300 მებრძოლი მოკლა, მაგრამ თავადაც ამ დიდი ბრძოლის მსხვერპლი გახდა... მასთან ორთაბრძოლა თვითმკვლელობას ნიშნავდა, ამიტომ ციხესიმაგრის იმპერატორმა საიდუმლო იარაღების გამოყენება გადაწყვიტა... ეს იყო ისრების სროლა... ბენკეიმ მაშინ პირველად იხილა ისარი, რამაც უძლეველი გმირი სიცოცხლეს გამოასალმა. იგივე ბედი ეწია მის მეგობარსაც, ოღონდ მინამოტო ხმლით მოკლეს.








ჯეიმს ჰოვარდი

image

1944 წლის 11 იანვარს ჰოვარდი იყო აშშ-ს საჰაერო ძალების გამოჩენილი პიროვნება და დაევალა ბომბდამშენების ჯგუფთან ერთად ბერლინის მახლობლად ზოგიერთი თვითმფრინავის ქარხნის განადგურება. მისიის შესრულებისას აშშ-ს საჰაერო ძალებს ნაცისტური თვითმფრინავები დაესხნენ თავს, თუმცა ჰოვარდის მეთაურობით გუნდმა მალევე უკუაგდო მტრის სამხედრო თვითმფრინავები. მცირე დროის შემდეგ, მოკავშირე ბომბდამშენების მოსაძებნად დაბრუნებისას ჰოვარდს 30-დან 40-მდე გერმანული გამანადგურებელი შეხვდა. იმის ნაცვლად, რომ ფლოტის დანარჩენ ნაწილს დალოდებოდა, ჰოვარდმა დაიწყო მოქმედება და 30 წუთის განმავლობაში მარტო იბრძოლა. ამ მცირე დროში მან მოახერხა 6 გერმანული ბომბდამშენის ჩამოგდება, სანაცვლოდ კი მის თვითმფრინავს მხოლოდ ერთი ტყვია ჰქონდა მოხვედრილი. ჰოვარდმა დამოუკიდებლად მოახერხა 40 ბომბდამშენის შეშინება, როდესაც ის დაბრუნდა ინგლისში საკუთარ ბაზაზე, მას ჰკითხეს თუ რატომ არ დაელოდა ფლოტის დანარჩენ ნაწილს, მისი პასუხი კი ასეთი იყო:" მოთმინების დრო აღარ არის! უნდა ვიყოთ უშიშარი და მამაცი!"







ჩეხოვიჩი კონსტანტინე ალექსანდროვიჩი


image


1941 წლის 11 აგვისტოს ალექსანდროვიჩმა აიღო მისია მტრის წარუმატებელი ხაზის მიღმა და სამხედრო ტყვედ ჩაბარდა ქალაქ პორკოში. მხოლოდ 12 დღის შემდეგ, 23 აგვისტოს, მან გაიცნო ქალი ამ მხარეში და 1943 წელს დაიწყო მუშაობა ადგილობრივი კინემატოგრაფიის პროექტორის სპეციალისტად. იგი ასევე მუშაობდა ნაცისტური პარტიის სამოქალაქო თანამშრომლად. 1943 წლის 13 ნოემბერს მან ააფეთქა 130 კილო ასაფეთქებელი ნივთიერება იმ კინოთეატრში, სადაც თავად მუშაობდა. ამავე დროს კინოთეატრში იმყოფებოდა 600 -მდე გერმანელი ჯარისკაცი, მათ შორის იმყოფებოდნენ უფროსი ოფიცრებიც. აფეთქებას უამრავი მსხვერპლი მოჰყვა, ხოლო ალექსანდროვიჩმა მოახერხა საბჭოთა კავშირში გაქცევა. ამის შემდეგ, მას უშიშარი ჯარისკაცის წოდება მიენიჭა.







ფაზალ დინი

image


მამაცი ჯარისკაცები მხოლოდ დასავლეთში არ ცხოვრობენ. კაპრალი ფაზალ დინი არის ჯარისკაცი, რომელიც თავის გამბედაობით ისტორიაში შევიდა. 1945 წლის 2 მარტს ფაზალ დინი ათასამდე მიანმარელ ჯარისკაცს მეთაურობდა მაშინ, როდესაც მისმა არმიამ იაპონურ ბუნკერებზე თავდასხმა განახორციელა... შეტაკების მომენტში მას შიშველი ხელებით მოუწია 6 შეიარაღებულ იაპონელთან ბრძოლა... დინმა ექვსივე მათგანის დამარცხება მოახერხა, თუმცა მიღებული მძიმე ჭრილობებიდან გამომდინარე ადგილზე გარდაიცვალა. მას ბრიტანულ არმიამ გმირის წოდება მიანიჭა და ვიქტორიას ჯვარით დააჯილდოვა. ჯილდო ოჯახის წევრებს გადაეცა.



ეს იყო ჩვენი დღევანდელი ჩამონათვალი. ისტორიაში უმარავი გმირი ყოფილა და უამრავ ჯარისკაცზე შეგვიძლია საუბარი, თუმცა დღევანდელ სტატიაში ამ ხუთეულით შემოვიფარგლებით. კიდევ ერთხელ მადლობა ყურადღებისთვის, ყოველთვის მშვიდობიან მსოფლიოში გვეცხოვროს!!!

























სტატიის ავტორი: ალექსი აბდიევი



>>>>> იხილეთ ასევე <<<<<



5 რამ, რაც ჩინელებმა ჭკვიანურად დააკოპირეს!

image



შეუდარებელი, დახვეწილი და მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე ლამაზი ქალი - გავიხსენოთ ანჯელინა ჯოლი(15 ფოტო)

image



უცნაური საკვები, რომელსაც ცხოვრებაში პირველად ნახავთ - გასინჯავდით?

image



მამაკაცს ინტერნეტით გაცნობილი შეუყვარდა... როდესაც მისი ცოლად მოყვანა გადაწყვიტა, ნამდვილი შოკი მიიღო!

image



ცხოვრება ინტერნეტამდე - ამ ილუსტრაციების საშუალებით წარსულში იმოგზაურებთ!

image



მსოფლიოს ყველაზე ძვირადღირებული 5 ფრინველი

image



8 ყველაზე საშიში ბუნებრივი ფენომენი დედამიწაზე!

image



6 უნიკალური ხე, რომელსაც კანონი იცავს!

image

0
1337
8-ს მოსწონს
ავტორი:alex999
alex999
Mediator image
1337