x
მეტი
  • 22.10.2020
  • სტატია:104259
  • ვიდეო:348085
  • სურათი:468855
რატომ ვერ აღმოუჩინა მეფე ფილიპმა ტამპლიერებს სიმდიდრე? ნაწილი პირველი)

image

მდიდარი ტამპლიერების–ქრისტეს უქონელი რაინდების შესახებ–ლეგენდები დადიოდა, მაგრამ როდესაც საფრანგეთის მეფემ მათი ქონების კონფისკაცია მოინდომა, მას ეს არ გამოუვიდა. რატომ?

რაინდ მეტაძრეებს ზღაპრულად მდიდარი დამკვეთების რეპუტაცია ჰქონდათ. ხელოსნებს და უბრალო ქვისმთლელებს ისინი უხვად აჯილდოვებდნენ შესრულებული სამუშაოებისთვის. საკულტო ნაგებობების გარდა, დიდ ტერიტორიებზე სისტემატურად აგებდნენ ციხე-სიმაგრეებს–ჩრდილოეთიდან სამხრეთამდე, შოტლანდიიდან წმინდა მიწამდე. მათ შემოიღეს აგრეთვე საბანკო საქმე, მეფეებიც კი იღებდნენ მათგან სესხებს.

imageტამპლიერების ბეჭედი

მეფის საიდუმლი ბრძანება

საფრანგეთი იმ დროისთვის არც ისე დიდი და მდიდარი სახელმწიფო იყო. მეფეს, ფილიპე IV ლამაზს, სულ ახალ-ახალი გადასახადების შემოღება უხდებოდა, რომ როგორმე ხაზინა შეევსო.

image

პერიოდულად ის "ფინანსურ წმენდებსაც" აწყობდა, ანუ ამორჩევით ართმევდა ადამიანებს მთელ ქონებას. ეს შეიძლება ყოფილიყვნენ უცხოელი ვაჭრები ან რა თქმა უნდა, ებრაელები. მაგრამ ფული მალე თავდებოდა და საჭირო იყო ახლის მოძიება. ჩვეულებრივ, საკითხი მარტივად წყდებოდა: მეფე და მისი წინამორბედები სესხს იღებდნენ ყველაზე მდიდარ რაინდთა ორდენისგან-ტამპლიერებისგან. რაინდებს იგი საკუთარი ხელით დაწერილ ხელწერილს უტოვებდა. 1307 წლისთვის ასეთი ხელწერილები პარიზის ტამპლში უკვე ცოტა არ იყო დაგროვილი. ვალის დაბრუნება ორდენს ნებისმიერ დროს შეეძლო მოეთხოვა, მისი გადახდა კი მეფეს არ შეეძლო. მაშინ ფილიპ IV ლამაზს და მის მრჩევლებს დაებადათ კარგი, თუმცა უსინდისო გეგმა: ტამპლიერები გამოეცხადებინათ მწვალებლებად და გაეძარცვათ. ამისთვის საჭირო იყო მხოლოდ ერთი–ეკლესიის აქტიური მხარდაჭერა. ამასთან დაკავშირებით პრობლემები იყო. პაპები კეთილგანწყობილი იყვნენ თავიანთი რაინდების მიმართ. მათ ნება დართეს მეტაძრეებს, პრინციპში, საკუთარი სახელმწიფოს აშენებისა, რომელიც არც მეფეს და არც ეკლესიის კონტროლს არ ექვემდებარებოდა. მეტაძრეები უშუალოდ პაპს ემორჩილებოდნენ. მაგრამ ფილიპ IV ეს გადაუჭრელი პრობლემაც გადაჭრა: მან საკუთარი ხელით დასვა წმინდა ტახტზე საკუთარი პაპი-კლიმენტ V, რომელიც მადლიერების ნიშნად დაეხმარა მას ორდენის განადგურებაში. ერთ-ერთი კონსპიროლოგიური ვერსიით, მეფეს ორდენთან ბრძოლაში საიდუმლო მეკავშირეც ჰყავდა. მასთან მოლაპარაკებებს მისი მრჩევლები აწარმოებდნენ, მაგრამ "მეგობრის" სახელი არ ჟღერდებოდა, გასაგებია რატომაც, "მეგობარი" ეგვიპტის მმართველი, მუჰამედ I იყო, რომელმაც ეს ესაა დაამარცხა თავისი მტერი–მონღოლები და არ სურდა ეხილა პალესტინაში ტამპლიერები. ვერსიის თანახმად, მან მეფეს უანგარო ფინანსური მხარდაჭერა აღმოუჩინა, რომლის სანაცვლოდ ითხოვდა სულ მცირეს-ორდენის განადგურებას.

1307 წლის სექტემბერში, მთელი საფრანგეთის ტერიტორიაზე დაგზავნილი იქნა დეპეშები (ორმაგ კონვერტებში) საიდუმლო ბრძანებით. ამ ბრძანების მიხედვით, მეფის ჯარები, განთიადისას შეიჭრნენ რაინდების პრეცეპტორიებში (ადმინისტრაციული ერთეული) და ვინც ადგილზე დახვდათ, ყველა დააპატიმრეს. მაგრამ განძი, რომლის ასეთი დიდი იმედი ჰქონდა მეფეს, ვერ აღმოაჩინეს. დაპატიმრებულების დაკითხვაც უშედეგო გამოდგა.

image

მეფე განრისხებული იყო. სად გაქრა ძვირფასი ქვები, ოქრო და ვერცხლი? ერთადერთი რაც მან მიიღო, თავისი ხელით დაწერილი რამდენიმე ხელწერილი იყო. მაგრამ რას წარმოადგენდა ეს ხელწერილები, თუ ორდენმა არსებობა შეწყვიტა, ვინ გაბედავდა ამ ხელწერილებით მეფის შანტაჟირებას?

განძით დატირთული 24 საზიდარი

ტამპლი ძალიან გულდასმით იქნა გაჩხრეკილი, მაგრამ უშედეგოდ. მეფე და მისი თანამედროვენი გაოგნებულები იყვნენ, ისინი ორდენის რეზიდენციას ხომ სტუმრობდნენ დროდადრო და ხედავდნენ ოქროს ნივთებს, ძვირფასი ქვებით მოჭედილ ჯვრებს და იცოდნენ ისიც, რომ ტამპლში ოქროს მონეტების მნიშვნელოვანი რაოდენობა ინახებოდა.

imageპარიზის ტამპლის ციხე-სიმაგრე–ტამპლიერების ძლევამოსილების სიმბოლო

მაშინ გაჩნდა ლეგენდა, რომ რაინდებმა მოასწრეს თავიანთი სიმდიდრის გადამალვა. ლეგენდის თანახმად, არიან მოწმეები, ვინც ნახა, თუ როგორ გავიდა ღამით ქალაქის სამხრეთის კარიდან რამდენიმე მძიმედ დატვირთული საზიდარი. თითოეულში ოთხი ცხენი იყო შებმული და თან ახლდა რაინდების რამდენიმეკაციანი ამალა. საზიდრების რაოდენობა ყოველ საუკუნეში იზრდებოდა: თავიდან მათი რაოდენობა 3 იყო, შემდეგ 8, სულ ბოლოს 24. თანამედროვეთა აზრი იმის შესახებ, თუ რომელ მხარეს წავიდნენ ტამპლიერები თავისი ტვირთით, სხვადასხვაა. ერთ-ერთი ვერსიით რუანდაში, საიდანაც გემები აღმოსავლეთში გაემართნენ, სხვა ვერსიით–ლა-როშელში, საიდანაც გაცურეს ან ესპანეთში, ან შოტლანდიაში, ან სულაც ამერიკაში (რომელიც იმ დროისთვის ჯერ არ იყო აღმოჩენილი). ის უტყუარია, რომ ტამპლიერები ნამდვილად ელოდნენ თავიანთი მონარქისგან უსიამოვნებებს. განძი 1306 წელს კვიპროსიდან ტამპლში დროებით გადმოიტანეს (როცა რაინდებს კვიპროსიდან ევაკუირება მოუხდათ).

imageტამპლიერების ციხე-სიმაგრე კვიპროსში

კარგად იცნობდნენ რა ფილიპს, მეტაძრეები არ აპირებდნენ თავისი სიმდიდრის ერთ ადგილზე კონცენტრირებას და 13 ოქტომბრამდე დიდი ხნით ადრე ქონება ნაწილ-ნაწილ სხვადასხვა მიმართულებით გაიტანეს.

image

(გაგრძელება იქნება)

შეიძლება დაგაინტერესოთ:

# "კოსმიური საჩუქარი" ტიბეტელი ბერებისთვის, რომელიც ამჟამად მოსკოვში ინახება

# დოქტორი ფაუსტი ქ. პრაღიდან გაემგზავრა ჯოჯოხეთში?

0
168
7-ს მოსწონს
ავტორი:ირინა მ.
ირინა მ.
Mediator image
168
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0