x
image
ლანა92
2000-იანი წლების 5 ყველაზე ცნობილი ლამაზმანი

image

1.აიშვარია რაი

აიშვარია რაიმ შეძლო, დაეპყრო დასავლეთი, რომელიც სულაც არაა რბილად, ლოიალურად განწყობილი აღმოსავლური კულტურის, კინოსა და სილამაზის სტანდარტებისადმი. მან სამართლიანად მოიგო 1994 წელს "მის სამყაროს" ტიტული, დაიწყო ინდურ ფილმებში მონაწილეობა და ძალიან სწრაფად გახდა ბოლივუდის ვარსკვლავი.


image

აღმოსავლეთის ლამაზმანის ამბიციები გაცილებით დიდი აღმოჩნდა და შორს წავიდა. ულამაზესმა ცისფერმა თვალებმა, კანის გასაოცარმა შეფერილობამ, ტონმა და შესაბამისმა ხასიათმა ინდოელი გოგონა ნამდვილ მსოფლიო ვარსკვლავად აქცია.

აიშვარია რაი იღებდა მილიონობით ჰონორარს და იყო ისეთი მსოფლიოში ცნობილი ბრენდების სახე, როგორიცაა: "კოკა-კოლა", "ლორეალი" და სხვა.

2.ანჯელონა ჯოლი



image


ულამაზესი ქალები იმსახურებენ, რომ მუდამ იყვნენ ფორმაში. მათ კატეგორიას მიეკუთვნება ანჯელინა ჯოლი, რომელსაც უბრალოდ თვალებს ვერ მოსწყვეტ. არაერთი გოგონა პლასტიკურ ქირურგს ტანჯავს თხოვნით, რომ მისი სახეც ანჯელინა ჯოლისას დაემსგავსოს. მსახიობის იშვიათი სახის ნაკვთები გახდა ერთგვარი სიმბოლო, ნიშანი სილამაზისა 21-ე საუკუნის დასაწყისისათვის. მიმზიდველი, მარწყვის ტუჩები, გამოკვეთილი ლოყები, ნუშის თვალები - მისი სახე თანამედროვე ეპოქაში სრულყოფილებად აღიქმება.

ანჯელინა ჯოლიმ, თავისი სილამაზის წყალობით, მარტივად შეძლო, მოერგო საბედისწერო ქალის როლი ფილმებში : "ძებნილი" კონსტანტინე ხაბენსკისთან ერთად, "ლარა კროფტი", "მისტერ და მისის სმიტები", იმ დროისათვის მომავალ, ახლა კი უკვე ყოფილ მეუღლესთან, ბრედ პიტთან ერთად. სამსახიობო საქმიანობის მხრივ, ანჯელინა ჯოლის კარიერა არ გამოირჩევა სტაბილურობით, მის სახელზეა როგორც "ოსკარი", ისე სრულიად განსხვავებული ჯილდო - "ოქროს ჟოლო".


3.ევა მენდესი



image


ევა მენდესი ლათინოამერიკელი ლამაზმანია, კუბელი ემიგრანტების ქალიშვილი და მსახიობ რაიან გოსლინგის მეუღლე, რომელიც 2000-იანი წლების ყველაზე მშვენიერი ქალების ხუთეულში საპატიო მე-3 ადგილს იკავებს. დიდი ხნის განმავლობაში ჰოლივუდის რეჟისორები მას აღიქვამდნენ უღიმღამო მსახიობად და სთავაზობდნენ საშუალო ნიჭისათვის განკუთვნილ ეპიზოდურ როლებს. როგორც კი ევა მენდესმა გაიხადა დენზელ ვაშინგტონის ფილმისათვის "ტრენინგის დღე", ეს სურათი გახდა მრავალი ფესტივალის ინტერესის საგანი და ჰიტის სტატუსი მიენიჭა.

მგრძნობიარე ევა მენდესი თავის ბუნებრივ მონაცემებს, სილამაზეს იყენებს მაქსიმალურად. მამაკაცებისათვის განკუთვნილი გამოცემები ოცნებობენ, რომ გამოაქვეყნონ მოდელის ფოტოები, ამერიკულმა მოდის სახლმა - "კალვინ კლეინმა" ევა მენდესისაგან შექმნა თავისი სკანდალური სარეკლამო კამპანიების გმირი. ამერიკასა და ევროპის რამდენიმე ქვეყანაში აკრძალულიც კი იყო ევა მენდესის ვიდეო როლიკების ჩვენება. ამის მიუხედავად, ცნობილი ბრენდი აგრძელებდა ევა მენდესთან თანამშრომლობას და ამით ეროტიკის პოპულარიზაციას უწყობდა ხელს.



4. შარლიზ ტერონი




image



შარლიზ ტერონის გარეშე არ დგება არცერთი სილამაზის რეიტინგი. მთელი მსოფლიოს მამაკაცები და ქალებიც კი ერთხმად თანხმდებიან, რომ შარლიზ ტერონი ერთ-ერთი ულამაზესი ქალბატონია. ბედის ირონიას უნდა მიეწეროს, რომ მსახიობი პოპულარული გახდა არც ისე სახარბიელო პერსონაჟის - მახინჯი ლესბოსელის როლის მორგებით ფილმში "მონსტრი". ამ როლით შარლიზ ტერონი ჩაეწერა მსახიობებს, შორის რომელთაც პერსონაჟის გასათავისებლად სილამაზე გაიღეს მსხვერპლად. მიუხედავად ამისა, შარლიზ ტერონმა მაინც დაიმკვიდრა სახელი, როგორც დახვეწილმა მოდელმა და ხალიჩებიანი გზების (კინოფესტივალების) შეუდარებელმა ვარსკვლავმა.

შარლიზ ტერონი იმდენად სრულყოფილია გარეგნულად, რომ მისი სწორი სახის ნაკვთები, ცისფერი თვალები და ქერა თმები, იდეალური სხეულის ფორმები თაყვანისმცემლების აღტაცებას იწვევს. ზოგიერთები აცხადებენ, რომ შარლიზ ტერონის სახეს აკლია დამაჯერებლობა, უშუალობა, პრიმიტივიზმი და ტემპერამენტი, თუმცა თაყვანისმცემლებს იგი ახსენებს წარსულის ვარსკვლავებს, რომელთაც მუდამ ჰქონდათ ცეცხლი, ქარიზმა, შინაგანი ენერგია.

5.მონიკა ბელუჩი


image

მონიკა ბელუჩი - სილამაზე, რომელიც ერთი შეხედვით მოგნუსხავს.



image



image

სწორედ მონიკა ბელუჩის იშვიათი გარეგნობა, სილამაზე შთააგონებთ რეჟისორებს, შექმნან ფილმები თემატიკით "შეურაცხყოფილი სილამაზე".


image




image

მსახიობმა მოირგო, როგორც მარიამ მაგდალინელის, ისე მეძავი ქალის როლი.

0
406
2-ს მოსწონს
ავტორი:ლანა92
ლანა92
406
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0