x
image
ლურჯი თოლია
პირველი ქართველები ფერეიდანში
image
'' პირველი ქართველი მოგზაური, რომელმაც ფეხი შედგა ფერეიდანის მიწაზე იქ მცხოვრები ქართველი მოსახლეობის გაცნობის მიზნით, იყო ლადო აღნიაშვილი.
დიდის ვაივაგლახით აღნიაშვილმა მიაღწია "დომბექამარამდე". ეს უკვე ქართველებით დასახლებული სოფელი იყო, მაგრამ ჯერჯერობით ლადომ ამის შესახებ არა უწყოდა რა, ვინაიდან მას ფერეიდანის მხარის ქართული სოფლების ქართული სახელები ჰქონდა ჩაწერილი. დომბექამარს სპარსელები ეძახდნენ, ხოლო ქართველები ამ სოფელს თოლერს უწოდებდნენ. სწორედ თოლერი იცოდა აღნიაშვილმა და მხოლოდ ამ სოფელში გამოარკვია, რომ ეს იგივე დომბექამარია. როდესაც ლადო ამ სოფელში შევიდა, მას ერთი ეზოდან შემოესმა საკმაოდ ხმამაღალი ქართული საუბარი:
− ბიჭო, ეიჰ, იადოლა! რა უყავ ბიჭო, ი შენი ვირი.
− შენ რაით გინდა? შინ არი − უპასუხია მეორეს.
− როგორ არ მინდა, პური უნდა წავიღო წისქვილში.
− ჩვენ გომშია, წადი წაიყვანე.
ადვილი წარმოსადგენია, თუ როგორ შთაბეჭდილებას მოახდენდა ეს სიტყვები ლადოზე. იგი უმალ ჩარეულა საუბარში:
− ბიჭო, ეი! შენ ვინა ხარ, გურჯი ხარ?
− ჰო, გურჯი ვარ! მაგრამ შენ ვინა ხარ? ჩვენებური სად იცი?
− მეც გურჯი ვარ, გურჯისტანიდან მოველ თქვენს სანახავად.
− იიი, გურჯი კი არა!
− ჰო, მართლა გეუბნები − მიუგო ლადომ.
− მაშ გურჯი ხარ? − თქვა ეს და ლადოსკენ გაეშურა; დაუწყო მას ქართულად ლაპარაკი და თან თავის ამხანაგს ხელს უქნევდა, ანიშნებდა აქ მოდიო. გაოცებულმა მისმა ამხანაგმა ბარი მხარზე გაიდო და გაექანა მათკენ. ლადოს ცხენი ნელ-ნელა მიჰყავდა, ბიჭს მის უნაგირზე ჩაეჭიდა ხელი და ქართული საუბრით მიჰყვებოდა. როცა ბარიანი ბიჭი მიუახლოვდა მათ, პირველმა უთხრა:
− იცი, ეს გურჯია, გურჯისტანიდან არი.
− იი, გურჯი კი არა? − უპასუხა ბარიანმა"
0
266
3-ს მოსწონს
ავტორი:ლურჯი თოლია
ლურჯი თოლია
266
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0