x
image
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
დუბაი VS პეკინი: ციური იმპერიის მემკვიდრეები ახალგაზრდა არაბ შეიხებს პირველობაში ეცილებიან

image


ინსტაგრამ - ექაუნთები, სადაც მსოფლიოს სხვადასხვა კუთხიდან "ოქროს ახალგაზრდობის" წარმომადგენელთა ფოტოებია თავმოყრილი საზოგადოებაში კვლავ დიდი პოპულარობით სარგებლობს. აღნიშნულ სტატიაში "ტიტანების შერკინებას" წარმოგიდგენთ, სადაც მრავალმილიონიანი კაპიტალის მქონე გავლენიანი ჩინელი მაგნატების მემკვიდრეები არაბ შეიხებს ფუფუნებასა და სიმდიდრეში პირველობისთვის ეცილებიან. სანამ მსოფლიოს ქვეყნების უმეტესობა ცდილობს ეკონომიკურ კრიზისს, ტერორისტულ საფრთხეებსა და ლტოლვილთა მოზღვავებას შეძლებისდაგვარად გაუმკლავდეს, როგორც ჩანს, არაბთა გაერთიანებულ საამიროებსა და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში სრული სიმშვიდე სუფევს. დუბაი და პეკინი კვლავაც სტაბილურობის ერთგვარ ოაზისად რჩებიან.


image


ციურ იმპერიასა და საამიროებში მცხოვრებ ოქროს ახალგაზრდობას საკუთარი თავის განებივრება სუპერქარებით, კერძო თვითმფრინავებითა და მდიდრული ვილებით მხოლოდ საკუთარი მშობლების წყალობით შეუძლიათ, რაც არ უნდა გაგიკვირდეთ, ჩინეთში მაღალი სოციალური სტატუსით ტრაბახი მიღებული არ არის: ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის პრეზიდენტი სი ძინპინი ფუერდაის (ასე უწოდებენ ჩინეთში მდიდარი მშობლების შვილებს) ბიზნესმენებისა და ჩინოვნიკების შთამომავლებს პირადად დაჰპირდა რომ მშობლების მიერ დაგროვებული ქონებისადმი მათი გადამეტებული სიყვარულის დემონსტრირებას დაუყონებლივ აღკვეთდა.


image


არც ისე დიდი ხნის წინ, "ოქროს ახალგაზრდობის" წარმომადგენლებს ტელევიზიით, სხვადასხვა სახის რეალითი - შოუებში გამოჩენაც კი აეკრძალათ, რათა საზოგადოება კიდევ უფრო არ გაეღიაზინებინათ. არსებული შეზღუდვების მიუხედავად ახალგაზრდა მულტიმილიონერები და მილიარდერები საკუთარი მდიდრული ცხოვრების დემონსტრირებაზე უარს მაინც არ ამბობენ და სოციალურ ქსელებში ერთგულ გამომწერებს საკუთარი უზრუნველი ცხოვრების ამსახველი მდიდრული ფოტოებით სისტემატურად ანებივრებენ.


image


აი, "დუბაის მდიდარ შვილებს" კი დასამალი არაფერი აქვთ - ლამაზი ცხოვრება აქ უკვე დიდი ხანია რაც ნამდვილ კულტად იქცა. გაგიკვირდებათ და, ქვეყანაში მდიდრებისთვის დაუწერელი კანონებიც კი მოქმედებს, რომლის თანახმადაც მანქანა მხოლოდ ოქროსი უნდა იყოს, იახტა - კი ყველაზე დიდი, ალმასის სამკაული- ყველაზე იშვიათი, ბრენდული ფეხსაცმელი და ტანსაცმელი კი მხოლოდ - ექსკლუზიური და ლიმიტირებული, როგორც ჩანს, აქ ელიტის წარმომადგენლებს შორის დიდი ხანია რაც ფარული შეჯიბრია გაჩაღებული იმასთან დაკავშირებით, თუ ვინ დახარჯავს მეტ მილიონს ფუფუნების საგნებში, ამ საკითხში შეიხებსა და მათ ოჯახებთან კონკურეციის გაწევა კი, რბილად რომ ვთქვათ, ადვილი ნამდვილად არ არის. ქვემოთ წარმოდგენილ ფოტოგალერეაში გთავაზობთ ჩინეთისა და არაბთა გაერთიანებული საამიროების ყველაზე მდიდარი ფენის წარმომადგენელთა ფოტოებს, ხოლო ფუფუნების მოყვარულთა შორის თუ რომელი ძლიერნი ამა ქვეყნისანი იმსახურებენ ნამდვილი ექსპერტის წოდებას ამის გარკვევა უკვე თქვენთვის მომინდვია.





ჩინეთი



imageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimage




არაბთა გაერთიანებული საამიროები


imageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimage







0
142
1-ს მოსწონს
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
142