x
image
_K_
7 შესაძლო მიზეზი, თუ რატომ ხართ ყოველთვის დაღლილი
ბევრი მიზეზი არსებობს, რატომ შეიძლება მთელი დღის განმავლობაში ზოზინის გრძნობა გქონდეთ მაშინაც კი, თუ კარგად გეძინათ. შეიძლება გაწუხებდეთ მდგომარეობა, სახელად - ქრონიკული დაღლილობის სინდრომი. თუმცა, შეიძლება ნაკლებად იშვიათი რამეც გჭირდეთ, რასაც ჯანსაღი ჩვევების შეძენითაც დაძლევთ, მაგალითად, დიეტის დაცვით ან მეტი წყლის დალევით.


სტატიაში გაგაცნობთ 7 შესაძლო მიზეზს, რატომ შეიძლება გაწუხებდეთ მუდმივი დაღლილობა.






1. სათანადოდ არ იკვებებით.

რაფინირებული ნახშირწყლები შეიძლება ენერგიის მიღების კარგი წყარო იყოს. როცა საუზმედ მარცვლეულს, ნამცხვარს, მაკარონს ან პიცას მიირთმევთ, მათში არსებული ნახშირწყლები ორგანიზმში შაქრის დონეს სწევს და ენერგიის მოზღვავებას გრძნობთ. ხოლო როცა შაქრის დონე ვარდება, ისევ დაღლილი ხართ. თუ მთელი დღის განმავლობაში მხოლოდ შაქრით მდიდარ პროდუქტებს მიირთმევთ, საბოლოოდ დაღლილობის შეგრძნება დაგრჩებათ.


სცადეთ შაქრის ჩანაცვლება რკინით მდიდარი საკვებით, როგორიცაა შვრია, ოსპი და ბოსტნეული.


image






2. საკმარისად აქტიური არ ხართ.

როცა სამსახურიდან სახლში დაღლილი მიდიხართ, შეიძლება გეგონოთ, რომ დივანზე წამოწოლით ენერგიას აინაზღაურებთ, დაისვენებთ და თავს უკეთ იგრძნობთ. სინამდვილეში, მნიშვნელოვანია, კვირაში რამდენჯერმე მარტივი ვარჯიშები მაინც გააკეთოთ, რათა ყოველთვის დაღლილად არ იგრძნოთ თავი. 2008 წლის კვლევამ აჩვენა, რომ ადამიანებს, რომლებიც კვირაში 3-ჯერ 20 წუთით ვარჯიშობენ, მეტი ენერგია აქვთ და ნაკლებად იღლებიან.

image






3. კარგად არ გძინავთ.

შეიძლება, 7-9 საათის ძილის შემდეგაც დაღლილი იყოთ. ეს იმიტომ, რომ ძილის ხარისხი ისეთივე მნიშვნელოვანია, როგორც ძილის ხანგრძლივობა. სცადეთ, ყოიველდღე ერთსა და იმავე დროს დაიძინოთ და გაიღვიძოთ.


ასევე გაითვალისწინეთ, რომ არ დალიოთ ყავა დღის მეორე ნახევარში და დაძინებამდე არ უყუროთ ტელევიზორს ან მობილურს. ეს ყველაფერი ძილის ხარისხის გაუმჯობესებაში დაგეხმარებათ და დღის განმავლობაში იმდენად აღარ დაიღლებით.

image






4. საჭმლის მიმართ მგრძნობიარე ხართ.

თუ დღის განმავლობაში უმიზეზოდ გრძნობთ დაღლილობას, შეიძლება, საჭმელი გწყენთ. ასეთი პროდუქტებიდან ყველაზე გავრცელებულია გლუტენი, რძის ნაწარმი და კვერცხი.

image






5. საკმარისი რაოდენობის წყალს არ სვამთ.

თუ არ აღადგენთ წყალს, რომელსაც თქვენი ორგანიზმი კარგავს ბიოქიმიური რეაქციების შედეგად, დეჰიდრიტებული იქნებით. ეს იწვევს ენერგიის დეფიციტს და კონცენტრაციასაც ართულებს. კვლევის მიხედვით, ადამიანები, რომლებიც ვარჯიშის დროს წყალს სვამდნენ, ნაკლებად იღლებოდნენ, ვიდრე ისინი, ვინც ასე არ იქცეოდნენ.

image






6. დასტრესილი ხართ.

კვლევამ აჩვენა, რომ სტრესის მაღალი დონე დაღლილობას იწვევს. გარდა ამისა, სხვა კვლევის მიხედვით, სტრესის თავიდან არიდების მცდელობაც იმავე შედეგს იძლევა. ამ ყველაფრის დასაბალანსებლად სცადეთ იოგა და მედიტაცია.

image






7. მეტი ვიტამინი გჭირდებათ.

შეიძლება ორგანიზმს აკლდეს რკინა, D ვიტამინი ან B12. რკინით მდიდარი საკვებია შპინატი, ბროკოლი, წითელი ხორცი და ინდაური. B12-ს მიიღებთ შემდეგი პროდუქტებიდან: რძე, კვერცხი, ორაგული, ხორცი. D ვიტამინის აღმოჩენა კი შეგიძლიათ სოკოში, თევზსა და ზღვის პროდუქტებში. გარდა ამისა, სცადეთ, მეტი დრო გაატაროთ მზეზე.

image






ასევე დაგაინტერესებთ:


1. 6 კერძი, რომელიც შეგიძლიათ ღამით მიირთვათ და წონაში არ მოიმატოთ

image


2. როგორ გავიზარდოთ წამწამები სახლის პირობებში მხოლოდ საკვების დახმარებით

image


3. 10 სასმელი, რომელიც დაძინებაში დაგეხმარებათ

image


4. როგორ შეიცვლება თქვენი სხეული, თუ თევზის ქონს ყოველდღე მიირთმევთ

image


5. რა უნდა მიირთვათ, რომ ალცჰაიმერი თავიდან აირიდოთ - 5 აუცილებელი და 3 სავალალო პროდუქტი

image

0
442
1-ს მოსწონს
ავტორი:_K_
_K_
442
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0