x
image
_K_
8 ნიშანი იმისა, რომ არ გაფასებენ - გაითვალისწინეთ!
თუ სასიყვარულო, მეგობრულ ან თანამშრომლებთან ურთიერთობაში 100%-ით იხარჯებით, სანაცვლოდ კი იმას ვერ იღებთ, რასაც იმსახურებთ, დროა თქვენს ურთიერთობებს გადახედოთ. დაუფასებლობის გრძნობამ შესაძლოა სტრესამდე მიგიყვანოთ და თქვენი ყოველდღიური ცხოვრება უარესობისკენ შეცვალოს.


სტატიაში გაგაცნობთ 8 ნიშანს იმისა, რომ არ გაფასებენ. აქ წარმოდგენილი ადამიანების კატეგორიას ჰგონია, რომ მათ ცხოვრებაში გარანტირებულად მუდმივად იქნებით და არსად წახვალთ.






1. მუდმივად გრძნობთ საჭიროებას, რომ თქვენს თვისებებს ხაზი გაუსვათ.

როცა ადამიანი თავს დაუცველად გრძნობს, ის ხაზს უსვამს საკუთარ თვისებებს, რათა თავის თავს ან სხვას მისი ფასი გაახსენოს. თქვენი ისტორიის და გამოცდილების გაზიარება სხვებთან გაახლოებთ, შეიძლება ამიტომაც გრძნობდეთ საჭიროებას, რომ საკუთარ თავზე ისაუბროთ.

image






2. მისი სიტყვები საქციელს არ ემთხვევა.


თუ ყოველ ჯერზე, როცა გეუბნებიან, რომ უყვარხართ, ნატრულობთ, მისი სიტყვები საქციელს შეესაბამებოდესო, დიდი შანსია, რომ არ გაფასებენ. მათი სიტყვები თქვენთვის არაფერს ნიშნავს და საჭიროა, სიყვარულის დასამტკიცებლად რამე გააკეთონ.

image






3. გრძნობთ, რომ თქვენი მიზნები მისთვის მნიშვნელოვანი არაა.

თუ პარტნიორი გაგრძნობინებთ, რომ მისი მიზნები მნიშვნელოვანია, თქვენი კი არაფერს ნიშნავს, ეს კარგი ნიშანი სულაც არაა. ეს ხშირად იმიტომ ხდება, რომ თქვენი პარტნიორი თავს დაუცველად გრძნობს ან მხოლოდ საკუთარ თავზე ფიქრობს. მას ეშინია, რომ თქვენი მიზნები შეიძლება შეიცვალოს და ეგოისტური მიზეზების გამო გიკარგავთ მოტივაციას.

image






4. დიდი განსხვავებაა იმას შორის, რასაც გასცემთ და რასაც სანაცვლოდ იღებთ.

ბალანსი გაცემულსა და სანაცვლოდ მიღებულს შორის სწორედ ისაა, რაც ურთიერთობას აძლიერებს. თუ მხოლოდ გასცემთ, თქვენი პარტნიორი კი განაგრძობს მიღებას, დიდი შანსია, რომ ის აღარ აფასებს იმას, რასაც მისთვის აკეთებთ.

image






5. როცა ერთმანეთს ვერ ნახულობთ, თქვენ იწყენთ, ის კი - არა.

ნებისმიერ ურთიერთობაში აუცილებელია ორმხრივი კომუნიკაცია. თუ ამჩნევთ, რომ საყვარელი ადამიანი ხშირად გაიგნორებთ, ესე იგი მან თქვენი ფასი არ იცის.

image






6. თქვენგან მხოლოდ დახმარებას ითხოვენ.

როცა ადამიანებს ყოველთვის გვერდში უდგახართ, ისინი ასკვნიან, რომ ეს ყოველთვის ასე იქნება, ხოლო როცა უარს ეუბნებით, მხოლოდ ეს ამახსოვრდებათ. დააწესეთ მკაფიო საზღვრები ურთიერთობებში, რათა თქვენი ფასი ყველამ იცოდეს.

image






7. თქვენთვის მნიშვნელოვანი დღეები მისთვის სულერთია.

ყველას აქვს საქმეები და შეიძლება, დაავიწყდეთ თქვენი დაბადების დღე, ქორწინების წლისთავი და ა.შ. თუმცა, თუ ამას სისტემატიური სახე მიეცა და გრძნობთ, რომ გაიგნორებენ ან ისე წარმოაჩენენ თქვენთვის მნიშვნელოვან თარიღებს, თითქოს დიდი არაფერი იყოს, აშკარაა, რომ იმაზე ნაკლებ სიყვარულს გაძლევენ, ვიდრე იმსახურებთ.

image






8. ამჩნევთ, რომ გშურთ ადამიანების, ვისაც კარგი ურთიერთობა აქვთ.

დაბალი თვითშეფასების გრძნობა და სხვა ადამიანებთან იმის დანახვა, რაც თქვენ არ გაქვთ, ეჭვიანობის რეცეპტია. ნორმალურია, თუ გშურთ ადამიანების, რომლებიც პარტნიორებს კარგად ექცევიან, თუ საკუთარ პირად ცხოვრებაში იმავეს ვერ იღებთ.

image






ასევე დაგაინტერესებთ:


1. 7 აშკარა ნიშანი იმისა, რომ თავდაჯერებულობა გაკლიათ

image


2. როგორ დავტოვოთ კარგი პირველი შთაბეჭდილება - 7 მარტივი ხერხი ექსპერტებისგან

image


3. რომელი ცხოველი დაინახეთ პირველად? - ამ ტესტით საკუთარ თავზე სიახლეს შეიტყობთ

image


4. ეს 16 ხერხი დაგეხმარებათ, გამოიცნოთ, რას ფიქრობენ ადამიანები

image


5. როგორ ამოვიცნოთ 8 სახიფათო მენტალური დაავადება - ეს უნდა იცოდეთ!

image

0
184
შეფასება არ არის
ავტორი:_K_
_K_
184
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0