x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
სამი ძაღლი და ერთი კატა-იაპონიაში ოთხი განუყრელი მეგობარი ცხოვრობს
image

ვინც დარწმუნებულია, რომ კატებსა და ძაღლებს შორის ისტორიული მტრობა არსებობს, უმალ აზრი შეეცვლება, როდესაც კიკის გაიცნობს.


საოცარი ოთხფეხა მეგობრები ცხოვრობენ იაპონიაში, რომელბასაც "ინსტაგრამზე" მთელი მსოფლიოდან ადევნებენ თვალყურს.

image


სამი ძაღლი და კატა კიკი გვაიძულებენ დაივიწყოთ კატებსა და ძაღლებს შორის მარადიული მტრობა, რადგან შინაური ცხოველები იმდენად მეგობრულები არიან, რომ ერთ წუთსაც არ შორდებიან ერთმანეთს.

image

მათ ერთად სძინავთ, ერთად თამაშობენ და სეირნობენ. ფუმფულა ცხოველების პატრონს ყოველთვის უყვარდა ძაღლები და უნდობლად ეკიდებოდა კატებს, სამაგიეროდ მის მეუღლეს უყვარდა კატები, ხანგრძლივი მოლაპარაკებების შემდეგ გადაწყვიტეს ამერიკული მოკლე ბეწვიანი ფისო მოეყვანათ.

image

ამ ჯიშის კატა ძალიან მეგობრულია სხვა სახეობების და მათ შორის ძაღლების მიმართაც. ეს ადვილად შესამჩნევია, რადგან ახლა არც ერთი საერთო ფოტო არ არის კიკის გარეშე.


კიკის მისი ოთხფეხა მეგობრების:საკი, იბუკი და ჰაზუკის მსგავსი საქციელიც კი გამოუმუშავდა.

image

"ხშირად მესმის, რომ ძაღლები ეჩვევიან თავიანთი პატრონის ძილის რეჟიმს, კატები კი ცელქები არიან, რომლებიც ადრე იღვიძებენ და გაღვიძებენ დილის 4 საათზე ან მსგავს დროს, მაგრამ კიკის სხვებსაც ერთად სძინავს დილამდე."-ამბობს ოჯახის დიასახლისი.

image

კიკის "ინსტაგრამზე" საკუთარი გვერდი გაუხსნეს, რომელის თავგადასავლებსაც 100 000 გამომწერი ადევნებს თვალს.


0
131
3-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
131
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0