x
მეტი
  • 26.11.2020
  • სტატია:105204
  • ვიდეო:348778
  • სურათი:470593
რატომ ვერ აიღო აზერბაიჯანმა ყარაბაღი?

image

უკვე ორი კვირაა სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის შეიარაღებული დაპირისპირება მიმდინარეობს, თუმცა რომელიმე მხარის უპირატესობაზე საუბარი ჯერ-ჯერობით ნაადრევია. მართალია, აზერბაიჯანმა რამდენიმე სოფელი დაიკავა, თუმცა ეს ის წარმატება არ ყოფილა, რასაც მისგან აზერბაიჯანელი ხალხი ელოდა. დნაკარგი კი ორივე მხარეს ძალიან დიდი აქვს. მაგალითისთვის: ამ პატარა ტერიტორიის აღებას, რუკაზე წითლად რომ არის, ორივე მხარემ შეაწყვიტა 1000-ობით ადამიანი, უამრავი ჯავშანტექნიკა და ფინანსები. შედეგი - უმნიშვნელო. ამას რამდენიმე მიზეზი აქვს:
1. ყარაბაღი არის მთაგორიანი ტერიტორია, სადაც განლაგებული ჯარისთვის, დაბლობზე მდგარი მოწინააღმდეგე არის კარგი სამიზნე. მთაგორიანი რელიეფის აღება ტანკებით და ცოცხალი ძალით არის ძალიან რთული.
2. სომხეთი არ ჩამოუვარდება აზერბაიჯანს შეიარაღებით, რადგან მის არსენალში არის რუსული ბალისტიკური რაკეტები. ორივე მხარეს აქვს გარკვეული უპირატესობები: აზერბაიჯანს ჰაერში და სომხეთს შორსმსროლელ ზალპურ სისტემებში და არტილერიაში.
3. ყარაბაღში 30 წლის განმავლობაში შენდებოდა საფორტიფიკაციო ნაგებობები, სანგრები, ბუნკერები და რკინა-ბეტონის კონსტრუქციები - შედეგად მთელი ყარაბაღი წარმოადგენს ერთგვარ ციხე-სიმაგრეს.
თუმცა, ჯერ-ჯერობით, გამარჯვებულზე საუბარი ნაადრევია. ომი ახლა ხურდება და ყველაფერი იმაზეა დამოკიდებული, რომელი მხარე გამოიფიტება პირველი.
1
1878
1-ს მოსწონს
ავტორი:white knight
white knight
1878
  
10 ოქტომბერი, 16:42
ბოლოს მაგრად დაასრულე რა,ომი ახლა ხურდება და დაველოდოთ,რომელი გამოიფიტება პირველი:))) გაჩერდება ეგ კომფლიქტი მალე,რუსეთი მიიწვევს თავისთან ორივეს და ჩაახუტებს. კაი ფული გაკეთდა ამ ორ კვირში ისე ამ ორ ქვეყანაზე და გამოიზოგავენ ამ თემას. იკითხოს სომხეთმა,თორე აზერები ნავთობს ფსავენ
0 1 1