x
image
intermedia.ge
Mediator image
Mediator image
როგორ შევინარჩუნოთ რჩეულის სიყვარული დიდი ხნით? - მისი ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით
image


სიყ­ვა­რუ­ლი ამო­უხ­სნე­ლი ფე­ნო­მე­ნია. თუმ­ცა, რო­გორც ყვე­ლა­ფე­რი ბუ­ნე­ბა­ში, ისიც ასე ვთქვათ, "კარ­გვა­დი ფე­ნო­მე­ნის" კა­ტე­გო­რი­ას მი­ე­კუთ­ვნე­ბა და მუდ­მი­ვი მოფრ­თხი­ლე­ბა სჭირ­დე­ბა ყო­ველ­თვის. მა­ინც რო­დის ხუნ­დე­ბა სიყ­ვა­რუ­ლი ამა თუ იმ ზო­დი­ა­ქოს ნიშ­ნის­თვის და რა უნდა გა­ვა­კე­თოთ პარტნი­ო­რის მხრი­დან ხან­გრძლი­ვი და რაც მთა­ვა­რია, მხურ­ვა­ლე გრძნო­ბე­ბის შე­სა­ნარ­ჩუ­ნებ­ლად.


მაშ ასე, თუკი თქვე­ნი პარტნი­ო­რი ვერ­ძია მას ურ­თი­ერ­თო­ბა­ში "ტემ­პე­რა­ტუ­რა" სჭირ­დე­ბა. პე­რი­ო­დუ­ლად მა­ინც, თუ ყო­ველ­თვის არა. მი­ე­ცით თქვენს ვერძს სა­შუ­ა­ლე­ბა "კვამ­ლის გა­მო­საშ­ვე­ბად", ეკა­მა­თეთ ან შე­ე­ჯიბ­რეთ ერ­თმა­ნეთს, თუნ­დაც კროს­ვორ­დე­ბის ამოხ­სნა­ში. ასე იგი არა­სო­დეს და­კარ­გავს თქვენ­და­მი ინ­ტე­რესს.


კურო თუა თქვე­ნი მე­ო­რე ნა­ხე­ვა­რი მას ვერ­ძის­გან გან­სხვა­ვე­ბით აბ­სო­ლუ­ტუ­რი სტა­ბი­ლუ­რო­ბა სჭირ­დე­ბა. ხში­რად გა­ა­ნე­ბივ­რეთ ხოლ­მე გემ­რი­ე­ლი ვახ­შმით, ზრუნ­ვი­თა და კომ­ფორ­ტით. თუკი იგი თავს თქვენ გა­რე­მოც­ვა­ში და­ცუ­ლად და მშვი­დად გრძნობს, მერ­წმუ­ნეთ სხვა "სა­ძოვ­რე­ბის" ძი­ე­ბას არა­სო­დეს და­ი­წყებს.



ტყუ­პი თუა თქვე­ნი სიყ­ვა­რუ­ლის ობი­ექ­ტი, ხში­რად ესა­უბ­რეთ მას. არამ­ხო­ლოდ ოჯა­ხურ თე­მებ­ზე და სამ­სა­ხუ­რის შემ­დეგ, არა­მედ დღის მან­ძილ­ზეც მუდ­მი­ვად იქო­ნი­ეთ მას­თან მი­მო­წე­რა "მე­სი­ჯე­ბით". ბევ­რი იუ­მო­რი და ცოტა კრი­ტი­კა გა­უ­რი­ეთ თქვენს ურ­თი­ერ­თო­ბა­ში, ეს ნა­ცა­დი ხერ­ხია ტყუ­პის "მო­სა­ში­ნა­უ­რებ­ლად".


კირჩხი­ბი თუა თქვე­ნი პარტნი­ო­რი პირ­ველ რიგ­ში პა­ტი­ვი ეცით და და­უ­მე­გობ­რდით მის დე­დას, შემ­დგომ ამი­სა ზო­გა­დად მის ნა­თე­სა­ვებს. მაქ­სი­მა­ლუ­რად გა­მო­ხა­ტეთ პარტნი­ო­რის მი­მართ ემო­ცი­უ­რი მხარ­და­ჭე­რა, როცა იგი ნერ­ვი­უ­ლობს რა­ი­მე­ზე. აგ­რძნო­ბი­ნეთ, რომ მის გვერ­დით ხართ რო­გორც "მზრუნ­ვე­ლი, მე­ო­რე დედა/მამა".


ლომი თუა თქვე­ნი მე­ო­რე ნა­ხე­ვა­რი არა­სო­დეს გა­და­ეჩ­ვი­ოთ მი­სით აღ­ფრთო­ვა­ნე­ბას. ლო­მებს პარტნი­ო­რის აღ­ტა­ცე­ბუ­ლი თვა­ლე­ბი უყ­ვართ თა­ვად სიყ­ვა­რულ­ში, ამი­ტომ ხში­რად უთხა­რით კომ­პლი­მენ­ტე­ბი თქვენს ცე­ცხლო­ვან მე­წყვი­ლეს. ხში­რად ისეც, უმი­ზე­ზოდ...


ქალ­წუ­ლი თუა თქვე­ნი პარტნი­ო­რი და­ი­ცა­ვით მას­თან წეს­რი­გი და დის­ტან­ცია. პა­ტი­ვი ეცით მის ჩვე­ვებს, რო­მელ­საც ქალ­წუ­ლი არა­ნა­ი­რი სიყ­ვა­რუ­ლის გამო არ ღა­ლა­ტობს. ნუ­რა­სო­დეს დას­ცი­ნებთ მის კვე­ბის რე­ჟიმს ან მიდ­რე­კი­ლე­ბას ზო­გა­დად, და­გეგ­მი­ლად იცხოვ­როს. თუკი იგი თქვენ­ში მო­ნა­თე­სა­ვე სულს ამო­იც­ნობს, დიდ­ხანს ან სა­მუ­და­მო­დაც შე­ა­ბერ­დე­ბით ერ­თმა­ნეთს.


სას­წო­რის მე­უღ­ლე­ო­ბა თუ გერ­გოთ წი­ლად, ნუ და­კარ­გავთ ურ­თი­ერ­თო­ბა­ში რო­მან­ტი­კულ გან­წყო­ბას. სას­წო­რე­ბის­თვის მთე­ლი ცხოვ­რე­ბა თაფ­ლო­ბის თვის გაგ­რძე­ლე­ბას უნდა გავ­დეს. ლა­მა­ზი სა­ჩუქ­რე­ბით, ხში­რი კომ­პლი­მენ­ტე­ბით და პო­ე­ტუ­რი გან­წყო­ბით. ეს ის ელექ­სი­რია, რო­მე­ლიც სას­წორ ქალს თუ მა­მა­კაცს დიდი ხნით მი­ა­ჯაჭ­ვავს პარტნი­ორ­ზე.


მო­რი­ე­ლი თუა თქვე­ნი მე­ო­რე ნა­ხე­ვა­რი აუ­ცი­ლებ­ლად ჩარ­თეთ ურ­თი­ერ­თო­ბა­ში ექ­სტრი­მი. იეჭ­ვი­ა­ნეთ და ხან­და­ხან თა­ვა­დაც მი­ე­ცით სა­ბა­ბი მსუ­ბუ­ქად აეჭ­ვი­ა­ნოთ. თუმ­ცა, სი­ტყვა "მსუ­ბუ­ქის" დე­ფი­ნი­ცია აბ­სო­ლუ­ტუ­რი სი­ზუს­ტით უნდა იყოს და­ცუ­ლი. მო­რი­ელს მოს­წონს ნგრე­ვის და შე­ნე­ბის პრო­ცე­სი... განაგრძეთ კითხვა <<<



0
401
1-ს მოსწონს
ავტორი:intermedia.ge
intermedia.ge
Mediator image
Mediator image
401
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0