x
image
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
Mediator image
მოხერხებულმა მამაკაცმა რუსული წარმოების ავტობუსი "ПАЗ" ლამის ზღაპრულ საცხოვრებელ სახლად აქცია

image მსოფლიოში მრავლადაა ადამიანები რომელთა საზრიან გონებას და მოხერხებულ ხელებს საოცრების შექმნა შეუძლიათ. უამრავი სახის მოძრავი სახლი ანუ სახლი ბერბლობზე მინახია პირადად, მინახია შემეცნებით არხებზე და ვიცნობდი ადამიანს, რომელმაც მწყემსებისათვის მაღალი გამავლობის "კამაზის" ბაზაზე ფერმერ მეფუტკრეს შეუქმნა სახლი-მანქანა, რომელიც დღესაც ეფექტურად ემსახურება ფერმერის ოჯახს.
გარდა საცხოვრებელი ფართის მისივე ტექნოლოგიით დაამზადა მისაბმელი, რომელიც ნებისმიერ ამინდში გამოიყენება ფუტკრის სკების გადასატანად ნებისმიერ მანძილზე.
მივესალმები ასეთ ადამიანებს, არ ვიტყვი მშურს მეთქი რადგან ჩემთვის ის თეთრი იქნება, შავი თუ ლურჯი მიუღებელია, შური-შურია. სხვისი სიკეთე და მოხერხებულობა კი არ უნდა გშურდეს უნდა გიხაროდეს.
მსოფლიოს უამრავ ქვეყანაშია მათ შორის საქართველოში კომპანიები, რომლებიც მანქანების "ტიუნინგით" არიან დაკავებული. ეს ავტობუსი კი რომელიც სრულამძრავიანი ანუ 4X4-ზეა რუსეთში გამოშვებული "ПАЗ-3206"-ია, რომელიც ინდივიდუალური შეკვეთით დაამზადა რუსულმა კომპანიამ «Автоуслуги» ნიჟეგოროდის ოლქის ქალაქ პავლოვოში, დიახ იმ ქალაქში სადაც აწარმოებენ აღნიშნულ ავტობუსებს.
პირმა რომელმაც ავტობუსი მიიყვანა კომპანიაში ითხოვა მისთვის დაემზადებინათ მაქსიმალურად მოხერხებული და მაქსიმალურად ეკონომიური სახლი-მანქანა, რომლითაც შესაძლებლობა ექნებოდა ემოგზაურა რუსეთში.
კომპანიამ პრაქტიკულად დაშალა ავტობუსი, რომელიც არცთუ კარგ მდგომარეობაში იყო და თავიდან შეუდგნენ მის აწყობას, შეცვალეს ძრავი რომელიც 8 ცილინდრიანი გახლდათ და ბენზინზე მუშაობდა, შესაბამისად ძალიან ბევრ საწვავს მოიხმარდა.
ახალი ძრავი მუშაობს ბოლო თაობის აირის აპარატურით, დაცულია უსაფრთხოების ყველა ნორმა.
შეიცვალა უკანა ხიდი, რამაც საშუალება მისცა მათ უკან ისევე, როგორც წინა მხარეს წყვილის ნაცვლად თითო საბურავი დაეყენებინათ ავტობუსისათვის.
სალონიდან აღებულმა სავარძლებმა საკმაოდ დიდი ფართი გამოანთავისუფლა.
გაკეთდა ორი საწოლი, მინი-სამზარეულო ღუმელით და სამრეცხაოთი, მაცივარი, აბაზანა, საპირფარეშო, ასევე მაგიდა მრავალი განყოფილებით ნივთების შესანახად. სახურავზე დაიდგა მზის ბატარეების ბლოკი.
ავტობუსის მოძრავ სახლად გადაკეთებაში მანქანის მფლობელმა გადაიხადა 1, 2 მილიონი რუსული რუბლი.

imageimageimageimageimageimageimageimageimage








0
117
4-ს მოსწონს
ავტორი:კანონგარეშე
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
Mediator image
117