x
image
არჩილ ვერულიძე
ოსმალეთის იმპერიის დაცემა.
image

ოსმალეთის იმპერიის დიდების მწვერვალი სულეიმან I დიდის მმართველობას დაემთხვა. მაგრამ ამ დროს იმპერიის სამომავლო დაცემის ზოგიერთი ნიშანი უკვე არსებობდა. სულეიმანი დაიღალა სახელმწიფოებრივი საქმეებით, სულ უფრო მეტ დროს უთმობდა ჰარამჰანასა და გართობას. ქვეყნის მმართველობა თანდათან მისი ვეზირის ხელში გადადიოდა. ის მეორე გახდა სულთანის შემდეგ. მისი შემოსავალი და ძალაუფლება თითქმის გაუტოლდა სულთნისას.


ვეზირს ჰქონდა უფლება მოითხოვა აბსოლუტური მორჩილება და მისი ბრძანებების შესრულება. მაგრამ ის არ იყო ავტორიტეტი საზოგადოების ყველა ფენისთვის. იმპერიაში დაიწყო ძალაუფლების დანაწილება. ოსმალთა აზნაურობამ დედაქალაქში თითქმის მთელი თავისი გავლენა დაკარგა. ამიტომ მოხდა ძალაუფლების დაბრუნება ევროპასა და ანატოლიის უწინდელ ცენტრებში. მიწები დიდი სამთავროების ხელში აღმოჩნდა და კერძო საკუთრება გახდა. ამის შედეგად იმპერიამ მათი სამსახური და შემოსავალი დაკარგა, რისი მიღებაც შესაძლებელი იქნებოდა, თუ ეს სამთავროები საგადასახადო მეურნეობები გახდებოდნენ. მაგრამ სიფაჰები ბოლომდე არ გამქრალან, ისინი კვლავ სამხედრო ძალად რჩებოდნენ. იანიჩარები და საარტილერიო კორპუსი ოსმალეთის არმიის ყველაზე მნიშვნელოვან ნაწილს წარმოადგენდნენ.


ქვეყანაში განვითარდა კორუფცია და ნეპოტიზმი



ვეზირმა დაიწყო მთავრობის სრულად გამოყენება საკუთარი სარგებელის მისაღებად და არა სულთანისა და სახელმწიფოსთვის. ქვეყანაში განვითარდა კორუფცია და ნეპოტიზმი. ისინი მოიცავდნენ მმართველობის ყველა საფეხურს. მმართველი კლასი დაიყო სხვადასხვა ფრაქციებად, ჯგუფებად და პარტიებად. თითოეული მათგანი საკუთარი წარმომადგენლების დასახელებით ცდილობდა საკუთარი თავისთვის მეტი სარგებლის მიღებას. მათ შექმნეს ფრაქციები თითოეული პრინცის დედებთან, დებთან და ცოლებთან ერთად. მას შემდეგ, რაც სულთანი განერიდა ხელისუფლებას კანდიდატებმა დაიწყეს საზოგადოებრივი თანამდებობების მიღება პოლიტიკური ინტრიგების, შეთქმულების და მოსყიდვის შედეგად. გაადვილდა სულთნის შვილების კოტროლი და მათი განათლების გარეშე დატოვება. ადრე მათი განათლება ხდებოდა სპეციალურ ადგილებში, მაგრამ ახლა ისინი იზოლირებულნი იყვნენ ჰარამჰანებში, თითქმის გარე სამყაროსთან კომუნიკაციის გარეშე. ამიტომ, ძალაუფლების მიღების შემდეგ მათ არ შეეძლოთ ნამდვილი მმართველები გამხდარიყვნენ. ამისთვის არც განათლება ჰქონდათ და არც მატერიალური რესურსი.



სულეიმანის გარდაცვალების შემდეგ, 1566 - 1574 წლებში სელიმ II მართავდა ქვეყანას, ხოლო მის შემდეგ მურად III გახდა ოსმალეთის იმპერიის მმართველი 1574 წელს. ის ტახტზე ავიდა ფრაქციების ინტრიგების წყალობით, რამაც ვეზირის ძალაუფლება შეასუსტა. ვეზირ მეჰმედ სოკოლუს შემდეგ 1565 - 1579 წლებში ძალაუფლება გადავიდა «ქალთა სულთანატის» ხელში. ჰარამჰანის ქალებმა დაიწყეს ქვეყნის მართვა. მათ შემდეგ კი მაღალჩინოსანი იანიჩარი ოფიცრები მოვიდნენ. ისინი მართავდნენ ქვეყანას 1578-1625 წლებში. მთელი ამ წლების განმავლობაში, სულეიმან I- ის შემდეგ, იმპერიაში ძალაუფლების დამბლა იზრდებოდა. გაიზარდა ანარქია, დაიწყო საზოგადოების დაყოფა დაპირისპირებულ მხარეებად.


ეკონომიკური სირთულეები ოსმალეთის იმპერიაში



მთავრობა ვერ უმკლავდებოდა მე-XVI საუკუნის ბოლოს დაწყებულ პრობლემებს. ამ დროს ჰოლანდიამ და ინგლისმა საბოლოოდ დაკეტეს ყველა ძველი სავაჭრო გზა, რომელიც შუა აღმოსავლეთში გადიოდა. იმპერიაში საშინელი ინფლაცია დაიწყო. ეს გამოწვეული იყო ამერიკიდან ევროპაში ძვირფასი ლითონების შემოდინებით.გაიზარდა ვაჭრობის დისბალანსი აღმოსავლეთსა და დასავლეთის ქვეყნებს შორის.

image

იმპერიაში გაიზარდა გადასახადები, რამაც მხოლოდ ვითარების გაუარესება გამოიწვია ქვეყანაში. დაქირავებული მუშახელისთვის ხელფასის გადახდა ვერ ხერხდებოდა, ამან გაზარდა ქურდობა სახელმწიფოში. კორუფციამ მრავალი მამულის ან რელიგიური შემოწირულობების კერძო საკუთრებად გამოცხაების შესაძლებლობა წარმოშვა. სახელმწიფო კი ვერაფერს იღებდა სამაგიეროდ. ინფლაციის შედეგად, ინდუსტრიისა და ვაჭრობის ტრადიციული სფეროები გაქრა. სავაჭრო გილდიებს არ შეეძლოთ ხარისხიანი საქონლის დაბალ ფასებში მოწოდება, ისინი ვერ უწევდნენ კონკურენციას იაფ საქონელს, რომელიც ევროპიდან შემოდიოდა. უცხოური ნაწარმი შეზღუდვების გარეშე შემოჰქონდათ ქვეყანაში.


მაჰმადიანი და ებრაელი ვაჭრები გაკოტრდნენ და სიღარიბეში აღმოჩდნენ. ამავე დროს, XVI - XVII საუკუნეებში იმპერიაში მოსახლეობა გაიზარდა. ეს მოხდა ევროპიდან ხალხის ნაკადის გამო. საარსებო მინიმუმი განაგრძნობდა დაცემას. ქვეყანაში არეულობები დაიწყო. ღარიბმა გლეხებმა, რომლებმაც ვერ გაუძლეს დაბეგვრას, მიატოვეს თავიანთი მიწები და ქალაქებში გაიქცნენ. დადგა საკვების დეფიციტი. სოფლად დაიწყო ჯელალის აჯანყება.


შესუსტდა მთავრობის ძალაუფლება. ურჩი გლეხები იმპერიის სულ უფრო დიდ ტერიტორიას იკავებდნენ. ამ ტერიტორიებიდან არ იკრიბებოდა გადასახადები ხაზინითვის, და ასევე არ შედიოდა საკვები ქალაქებში. მაგრამ ოსმალეთის საზღვრებს კვლავ იცავდა ჯარი. თანდათანობით პრობლებები წარმოიშვა მის რიგებშიც. მეთაურების თანამდებობები შემოსავლის წყაროდ იქცა და ადამიანებმა, რომლებსაც ისინი ეკავათ, შეწყვიტეს თავიანთი ოფიციალური ფუნქციების შესრულება. ამრიგად, ოსმალეთის არმიის რიგები ძირითადად სულთანის ვასალების მიერ გამოგზავნილი სამხედროებით ივსებოდა. მაგრამ არმია მაინც ძლიერი რჩებოდა. სამხედროებმა სასტიკად აღკვეთეს აჯანყებები ქვეყანაში. ამავე დროს, ოსმალეთის ულამმა შეძლო მრავალი ადამიანის დაცვა მმართველი ელიტისა და სიღარიბისგან. შესაძლოა ამის შედეგად, იმპერიამ გაცილებით დიდხანს იარსება.


უკმაყოფილება არამუსლიმ ქვეშევრდომებს შორის



მე-XVII საუკუნეში ევროპაში ჯერ კიდევ ეშინოდათ ოსმალეთის არმიის, ისევე როგორც ორი საუკუნის წინ, მიუხედავად 1571 წელს ლეპანტოს ბრძოლაში ოსმალეთის ფლოტის დამარცხებისა. ოსმალებმა მისი აღდგენა შეძლეს. სანამ სულეიმანის დროს დადებული სამშვიდობო ხელშეკრულებები მოქმედებდა, ოსმალეთი კიდევ დიდი ხნის განმავლობაში დაცული იყო დაცემისგან. მაგრამ ჩრდილოეთში რუსეთი ძლიერდებოდა. მან თავი დააღწია მონღოლთა უღელს და შავი ზღვის ჩრდილოეთით მდებარე ზოგიერთი მონღოლური მიწები მის მფლობელობაში აღმოჩნდა. მურად III- მ გააფართოვა იმპერია კავკასიის ტერიტორიებით. მისი მმართველობის პერიოდში ყველაზე დიდი ტერიტორია ოსმალეთის იმპერიას ეკავა. ამან იგი გადაარჩინა კიდევ ნახევარი საუკუნის განმავლობაში სრული დაცემისგან. მე-XVII საუკუნეში ქვეყანაში არაერთი რეფორმა განხორციელდა. ამის წყალოვით დროებით გადაილახა სირთულეები. მაგრამ ამავე დროს, ევროპა სულ უფრო ძლიერდებოდა.


ავსტრიამ დაიწყო უკმაყოფილების დათესვა სულთნის არამუსლიმ ქვეშევრდომებში. პერიოდულად იწყებოდა ომები ევროპულ მეზობლებთან. ომების შედეგად ოსმალებმა დაკარგეს უნგრეთი, ტრანსილვანია და ბუკოვინა. 1812 წლისთვის მათ ასევე დაკარგეს შავი ზღვის ჩრდილოეთ სანაპირო: ბესარაბია, უკრაინა, კავკასია. მე-XVII – XVIII სუკუნეებში კიდევ უფრო შესუსტდა ცენტრალური ძალაუფლება. იგი აღარ აკონტროლებდა პროვინციების უმეტეს ნაწილს. მდიდარმა ხალხმა შექმნა საკუთარი არმიები. ისინი თავისთვის აგროვებდნენ გადასახადებს, შესაბამისად სამეფო ხაზინა ცარიელი რჩებოდა. მე-XVIII საუკუნეში ქვეყანაში კვლავ განხორციელდა რეფორმები, რამაც გავლენა იქონია არმიაზე. დაიწყო მოლაპარაკებები ევროპულ სახელმწიფოებთან. ხელმოწერილი იქნა მრავალი ახალი საერთაშორისო ხელშეკრულება. გაჩნდა ცვლილებები თანსაცმელშიც. ზოგიერთმა კეთილშობილმა ადამიანმა მიიღო ევროპული სტილი.


სპეციალური სკოლები აშენდა ოფიცრების მომზადებისთვის. მე -XIX საუკუნის დასაწყისისთვის მიმდინარეობდა რუსეთ-ოსმალეთის ომი. სერბები აჯანყდნენ იანიჩართა წინააღმდეგ და რუსეთთან ალიანსში შევიდნენ. შემდეგ საბერძნეთი დაკარგეს ოსმალებმა, 1832 წელს. 1829 წელს რუსეთთან კიდევ ერთი ომი გაიმართა, რის შედეგადაც ოსმალეთის იმპერიამ დაკარგა ტერიტორიების ნაწილი მცირე აღმოსავლეთ აზიაში. სახელმწიფო ვალი 200 მილიონ ფუნტ სტერლინგს შეადგენდა. 1875 წელს აჯანყებები დაიწყო ჰერცეგოვინასა და ბულგარეთში. 1877 წელს რუსეთმა ომი გამოუცხადა ოსმალეთის იმპერიას, რომელშიც რუსებმა გაიმარჯვეს. ამ ომის შედეგად, რუმინეთმა, სერბეთმა და მონტენეგრომ დამოუკიდებლობა მოიპოვა.


მე-XX საუკუნის დასაწყისში ოსმალეთის იმპერიამ დაკარგა სირიისა და ლიბანის მიწები, რომლებიც გადაეცა საფრანგეთს, ასევე პალესტინა, იორდანია და ერაყი, რომლებიც დიდი ბრითანეთის კონტროლს დაექვემდებარა. 1923 წელს ლოზანაში გაფორმდა ხელშეკრულება, რომლის თანახმად დამყარდა თურქეთის სახელმწიფოს ახალი საზღვრები.



6
361
4-ს მოსწონს
ავტორი:არჩილ ვერულიძე
არჩილ ვერულიძე
361
  
2020, 10 ოქტომბერი, 15:23
ისევე როგორც ყველგან. არც ჩემი სტატიებია გამონაკლისი ამ მხრივ. ხშირად მიწევს დაზუსტება, მაგრამ ზოგიერთი დეტალი მაინც გამომეპარება ხოლმე.
2020, 10 ოქტომბერი, 15:21
სწორედ ამისი ხაზგასმა მინდოდა, ვიკიპედიაში ხშირია უზუსტობა.
2020, 10 ოქტომბერი, 15:01
ვისაც აინტერესებს არსებობს ვიკიპედია, მაგრამ სპეციალურად არავინ მოიძიებს ამ მასალებს, თუ არ დასჭირდებად რაიმე საქმისთვის. ინტერნეტში გამოქვეყნებული მასალები ხშირად სცდება რეალობას, ამიტომ ყველას მოვუწოდებ გადაამოწმონ, თუ რათქმაუნდა, თათთვის საინტერესო იქნება ეს თემები.
2020, 10 ოქტომბერი, 14:57
ორშაბათიდან სამსახურში ვბრუნდები, მაგრამ ჩათვალეთ თქვენი მასალების მკითხველი ვარ.
სამწუხაროდ ასეთი შემეცნებითი სახის ისტორიული სტატიების დეფიციტია ქართულ მედიაში, პრესაში თუ ქართულ ინტერნეტ რესურსებზე ამიტომაცაა ამგვარი სტატიები ორმაგად ღირებული და დასაფასებელი.
2020, 10 ოქტომბერი, 14:48
თქვენ ხართ ჩემი ერთ-ერთი მოტივატორი. გმადლობ ამისთვის. ძირითადი თემები ისტორიას ეხება. ამ სტატიამ საქართველო მომაგონა, რატომღაც. შეიძლება ითქვას, რომ ჩვენს ქვეყანაშიც იგივე პროცესები მიმდინარეობს....
2020, 10 ოქტომბერი, 14:45
იცით რა მომწონს თქვენს სტატიებში ბატონო არჩილ? ერთფეროვან სტატიებს არ დებთ, თქვენი და სულ რამდენიმე ავტორი დებთ მუდამ მრავალფეროვან და ინფორმაციულ საიტებს, რისთვისაც მადლობა თქვენც და იმ ავტორებსაც სათითაოდ.
0 1 6