x
მეტი
  • 26.04.2024
  • სტატია:134529
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508587
4 ყველაზე ლამაზი ქალი-ვარსკვლავი 60-იანი წლების მსოფლიო მოდის სამყაროში

image

მოდის სტანდარტები, მოთხოვნები მუდმივად იცვლება და ეს ეხება ქალის სილამაზისადმი დამოკიდებულებას, მის აღქმასაც. მაგალითისათვის, 50 - იანი წლების ელეგანტური სტილის შემდგომ, 60-იანი წლების დამდეგიდან აქტუალური ხდება გულუბრყვილო "ბავშვური" სახე.

სტატიაში წარმოგიდგენთ ცნობილი ქალბატონების ოთხეულს, რომლის წევრებიც 60-იან წლებში აღიქმებოდნენ პლანეტის ყველაზე ლამაზ ქალბატონებად.

60-იანი წლების ყველაზე ლამაზი ქალბატონები:

1.ელიზაბეტ ტეილორი

(ბრილიანტებისა და მამაკაცების დიდი მოყვარული)


image

ელიზაბეტ ტეილორი - "ჰოლივუდის დედოფალი" მიმზიდველი, ღრმა, იისფერი თვალებით. მისი ფოტოების ხილვას დღემდე აღფრთოვანებაში მოჰყავს საპირისპირო სქესის წარმომადგენლები. ელიზაბეტ ტეილორი გამოირჩეოდა იშვიათი გარეგნობით, გრძელი, ხშირი, ორმწკრივად განლაგებული წამწამებით. მსახიობი 7-გზის იმყოფებოდა ქორწინებაში; ქმრები ჩუქნიდნენ ძალიან ძვირფას სამკაულებს, რომელთა კოლექციაშიც შედიოდა ათობით მილიონის ღირებულების არაერთი იშვიათი ეგზემპლარი.

2.ოდრი ჰეპბერნი

(ნაზი, სუსტი აღნაგობის ჰოლივუდის

ლამაზმანი)



image

"რომაული არდადეგების" ვარსკვლავი, მომხიბვლელი ოდრი ჰეპბერნი თავისი თაობის ერთ-ერთი ყველაზე მაღალანაზღაურებადი მსახიობი გახდა.

image

გოგონამ თავისი ცხოვრების მნიშვნელოვანი დრო დაუთმო საქველმოქმედო საქმიანობას, მესამე სამყაროს ქვეყნებში (მსოფლიოს ღარიბ, განვითარებად სახელმწიფოებში) ჩადიოდა კეთილი ნების ელჩად.

3.მერლინ მონრო

image

მერლინ მონროს ნამდვილი სახელი და გვარია ნორმა ჯინი. მე - 20 საუკუნის კონოინდისტრიამ მისი სახელი განსაკუთრებით აიტაცა მსახიობის გარდაცვალების შემდგომ.



image

გოგონამ ცხოვრების ადრეული ასაკიდანვე დაიწყო ბუნებისაგან მონიჭებული უპირატესობის, იშვიათი სილამაზის გამოყენება. მერლინ მონრომ გარეგნობის მეშვეობით სცადა, თავი დაეღწია მის ოჯახში გამეფებული სიღარიბის, ძალადობისა და რისხვისაგან. მოღვაწეობა ნაკლებად მნიშვნელოვანი, მეორეხარისხოვანი როლების შესრულებით დაიწყო და მალევე იქცა ჰოლივუდის რეჟისორების ყურადღების სამიზნედ. ეს უკანასკნელნი მერლინ მონროში, მშვენიერ ქერაში თავიანთი ნამუშევრებისათვის ლამაზ მორთულობას უფრო ხედავდნენ, ვიდრე ნამდვილ მსახიობს.



image

ყველასათვის საყვარელი მერლინ მონრო 36 წლის ასაკში გარდაიცვალა. ოფიციალური ვერსიით, მან თვითმკვლელობით დაასრულა სიცოცხლე, რაც გამოწვეული იყო ხანგძლივი დეპრესიითა და ნარკოტიკებზე დამოკიდებულებით.

გამოძიების პროცესში თავი იჩინა ურთიერთსაპირისპირო ფაქტებმა და წარმოიშვა ეჭვი, რომ ეს იყო მკვლელობა. აქედან გამომდინარე, მერლინ მონროს გარდაცვალება მიიჩნევა ცნობილი ადამიანების სიკვდილის ერთ-ერთ იდუმალებით მოცულ შემთხვევად.


4.ბრიჯიტ ბარდო



image

ბრიჯიტ ბარდო ბავშვობაში თავს მიიჩნევდა მახინჯად, უშნოდ და შურდა უფროსი დის, რომელიც ბუნებისაგან უხვად იყო დაჯილდოებული გრძელი წითელი თმით, ლურჯი თვალებით, მხიარული ხასიათით. ყველაფერი შეიცვალა, როცა 12 წლის ბრიჯიტ ბარდო შეიყვანეს ცეკვაზე - გოგონა მალევე სრულად ჩაითრია ბალეტის სამყარომ და კომპლექსები საკუთარი გარეგნობის შესახებ გადაავიწყა.

მოკლევადიანმა სათეატრო კარიერამ ბრიჯიტ ბარდოს გზა გაუხსნა მოდის სამყაროსაკენ; 1948 წელს, ცნობილი ჟურნალის "ELLE"-ს გარეკანიდან იმზირებოდა 14 წლის ბრიჟიტ ბარდო. ერთი წლის შემდგომ მსახიობი გახდა 22 წლის როჟე ვადიმის საყვარელი ქალი.

როჟე ვადიმმა მოგვიანებით გადაიღო ფილმი "ღმერთმა შექმნა ქალი", რომელმაც სახელი გაუთქვა ბრიჯიტ ბარდოს, როგორც ბრწყინვალე მსახიობს.

ბრიჯიტ ბარდო ბიკინით

კანის კინოფესტივალზე

image

მიაჩნიათ, რომ სწორედ ბრიჯიტ ბარდომ შემოიღო მოდაში ორნაწილიანი საცურაო კოსტიუმი - ბიკინი, რომელიც ვარსკვლავს პირველად ეცვა კანის კინოფესტივალზე.

2
216
1-ს მოსწონს
ავტორი:ლანა92
ლანა92
216
  
2020, 10 ოქტომბერი, 2:06
ხო უცხოელები აპიარეთ, გუგული მაღრაძეს სჯჰობია რომელიმე აქედან???
\
0 1 2