x
მეტი
  • 21.10.2020
  • სტატია:104258
  • ვიდეო:348085
  • სურათი:468855
სომხურმა მხარემ გამოაქვეყნა აზერბაიჯანის არმიის დანაკარგები, რომელსაც საერთო არაფერი აქვს რეალობასთან და ემსახურება საინფორმაციო ომში უპირატესობის მიღწევას

image აზერბაიჯანის ტერიტორიაზე არსებულ თვითაღიარებულ წარმონაქმნში მთიან ყარაბაღში საბრძოლო მოქმედებები სულ უფრო და უფრო მასშტაბური და ინტენსიური ხდება, ორივე მხარემ უკვე გამოიყენა ბალისტიკური რაკეტებიც.
ომს, მით უფრო ფართომასშტაბიანს რომელიც პრაქტიკულად ოფიციალურ ბაქოსა და სტეფანაკერტს შორის ომის ფარგლებს გასცდა და სეპარატისტების მხარეს უკვე სომხეთის შეიარაღებული ძალები იბრძვის.
ომს მსხვეპლი და უბედურება მოაქვს ეს ყველასთვის ცნობილი ფაქტია, იღუპება უდანაშაულო ხალხი ორივე მხარეს.
ფართომასშტაბიან ომს ფართომასშტაბიანი საინფორმაციო ომიც დაერთო, მხარეები ერთმანეთს საერთაშორისო კონვენციით აკრძალული კასეტური ბომბების გამოყენებაში ადანაშაულებს, ესეც არაფერი ახლახან სომხეთის ერთიანმა საინფორმაციო ცენტრამ გაავრცელა ინფორმაცია, რომლის თანახმადაც 27-ი სექტემბრიდან 8 ოქტომბრის ჩათვლით აზერბაიჯანულმა არმიამ განიცადა დანაკარგი ცოცხალი ძალისა და საბრძოლო ტექნიკის სახით, რომელიც სომხური ცენტრის ინფორმაციით კოლოსალურია.
აღნიშნული ცენტრის ცნობით აღნიშნულ დღეებში აზერბაიჯანმა დაკარგა:

4069 სამხედრო მოსამსახურე დაღუპულების სახით

145 უპილოტო საფრენი აპარატი

16 ვერტმფრენი

17 თვითმფრინავი

496 ერთეული ჯავშანტექნიკა

4 ერთეული -ТОС-1А

4 ერთაული ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემა «Смерч».
ანუ რა გამოდის მეგობრებო, აზერბაიჯანული არმია დარჩენილა საფრენი აპარატების და მძიმე ტექნიკის გარეშე.
ომის მასშტაბებიდან და ომის თეატრის რელიეფიდან გამომდინარე დანაკარგები ორივე მხარეს, რომ აქვს ეს უცხადესია, მაგრამ ამ რაოდენობის დაკარგვა ფიზიკურად შეუძლებელია ასეთ მცირე ვადაში, თან 145 ერთეული უპილოტოს ჩამოგდება რამდენიმე დღეში ფიზიკურად გამორიცხულია, არაფერს ვამბობ იმაზე, რომ ამ რაოდენობის დრონები აზერბაიჯანს უბრალოდ არ ჰყავდა.
მძიმე ტექნიკის ამ რაოდენობით დაკარგვა საერთოზ ზღაპრების თემასაც სცილდება.
ნუ გასაგებია მიმდინარეობს საინფორმაციო ომი და ორივე მხარე ცდილობს, ასეთი ინფორმაციის გამოცხადებით ერთგვარი სტიმული მისცეს თავის მებრძოლებს და მოსახლეობას.
არა და გუშინ სომხეთის პრემიერმა განაცხადა, რომ მთიან ყარაბაღში სახეზეა ღალატის ფაქტები, როცა ხელისუფლების სახელით სამხედრო დანაყოფებს ატოვებინებენ პოზიციებს, რის გამოც მისი თქმით საქმე სომხეთის უშიშროების სამსახურს გადაეცა გამოსაძიებლად.
აზერბაიჯანული მხარე კი ავრცელებს ვიდეოს, სადაც უამრავი სომხური შეიარაღება ჩაიგდეს ხელში აზერბაიჯანელმა სამხედროებმა ალაფის სახით.

0
494
7-ს მოსწონს
ავტორი:კანონგარეშე
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
Mediator image
494