x
image
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
"ტფუი...სირცხვილი და თავის მოჭრა! რატო ვითმენთ ამას, ხალხო?"- ბაია პატარაია

image


უფლებადამცველი და არასამთავრობო ორგანიზაცია "საფარის" ხელმძღვანელი ბაია პატარაია დავით გარეჯის საქმესთან დაკავშირებით პროკურატურის მიერ, ივერი მელაშვილისა და ნატალია ილიჩოვას დაკავების ფაქტს სოციალურ ქსელში ეხმაურება და ხელისფლების მხრიდან, აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის ისედაც გართულებული, საომარი ვითარების პერიოდში გარეჯის თემის წამოწევას სამარცხვინოს უწოდებს, "ოცნებას" კი კრემლის მითითების შესრულებაში ადანაშაულებს. "საფარის" ხელმძღვანელი კარტოგრაფების დაკავებას უსაფუძვლოდ მიიჩნევს, ვინაიდან მისი თქმით, ის სადავო საზღვარი შეთანხმებული არც არავისთან არის და ქართული მხარე უკვე ისტერიკებს აწყობს: "ყველამ თქვა, მაგრამ მეც ვიტყვი: სრულიად ტყუილად დააპატიმრეს ეს ორი კარტოგრაფი. ჯერ ერთი ის სადავო საზღვარი სადავოა და შეთანხმებული არც კი არის და გადაუწყვეტელ ამავზე რა ისტერიკებს აწყობს ეს სახელმწიფო? მეორეც, სულ რომ გადაწტვეტილი იყოს, კარტოგრაფები ვერ წყვეტენ ამას. ისინი კანონის მიხედვით იმუშავებენ რეკომენდაციას, რომელსაც იბარებს ჯერ საგარეო, მერე პრეზიდენტი, მერე უშიშროების საბჭო და ბოლოს პარლამენტის 3/4 წყვეტს საზღვრის საკითხს. ჰოდა, რა კარტოგრაფი? რა მათე, რა მათე??? დამპალმა რუსეთუმე ოცნებამ ამ გაგანია ომის დროს რომ მოინდომა აზერბაიჯანთან წიოკი გარეჯის თემაზე, არის პირდაპირ კრემლის დავალება და ხმა არ ამოიღოს არავინ, რომ ოცნება რუსეთუმე არააო - პირდაპირ კრემლი გვაზის თავზე! ტფუი... სირცხვილი და თავის მოჭრა! პ.ს. რატო ვითმენთ ამას, ხალხო?" - დაწერა უფლებადამცველმა "ფეისბუქის" პირად გვერდზე. შეგახსენებთ, რომ მთავარმა პროკურატურამ დავით გარეჯის საზღვრის დამდგენი კომისიის ხელმძღვანელი, ივერი მელაშვილი და კომისიის წევრი, ნატალია ილიჩოვა 2 დღის წინ დააკავა. გამოძიება მათ საქართველოს საწინააღმდეგო ქმედებას ედავება. პროკურატურა ამტკიცებს, რომ დაკავებულებმა საზღვარი ჩვენი ქვეყნის საზიანოდ მონიშნეს და საქართველოს ტერიტორიის ნაწილი უცხო ქვეყანას გადასცეს. დავით გარეჯის საქმეზე დაკავებულ ბრალდებულებს აღკვეთის ღონისძიების სახით 2 თვიანი წინასწარი პატიმრობა შეეფარდათ.









0
277
შეფასება არ არის
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
277