x
image
მეამეა
Mediator image
Mediator image
ახალი საიტი, რომელიც ყველას მულტფილმის გმირად აქცევს
ვიცით, რომ ვებგვერდი — საიტის შემადგენელი ნაწილია. იგი წარმოადგენს ინფორმაციის წყაროს და შეიცავს ჰიპერტექსტებს, რომელთა საშუალებითაც ხდება სხვადასხვა დოკუმენტის მოძიება და კავშირი. ყველაზე ხშირად საიტი დაწერილია HTML ან XHTML ვებ პროგრამირების ენაზე და ხელმისაწვდომია ვებბრაუზერის საშუალებით.


ვებგვერდზე შესაძლებელია განთავსებული იყოს სხვადასხვა სახის ინფორმაცია: ტექსტი, სურათები, ვიდეოები, მედია ფაილები და ა.შ. ასევე სხვადასხვა სახის სკრიპტები (ჯავასკრიპტი, VB სკრიპტი და ა.შ). როგორც წესი, ვებგვერდზე ასევე განთავსებულია სხვა ვებგვერდების მისამართები (ბმულები).

ყველაზე ხშირად ვებგვერდი გვხვდება შემდეგი გაფართოებით .html ან .htm.


image



კომპიუტერულ ტექნოლოგიებს ვიყენებთ ახალი ინფორმაციის მისაღებად, ცოდნის გასამდიდრებლად, ტექსტებზე სამუშაოდ, მათემატიკური გამოთვლებისთვის, ილუსტრაციების და არქიტექტურული პროექტების შესაქმნელად. მონაცემთა ბაზების დასამუშავებლად, ვიდეო და აუდიო მასალასთან გასაცნობად, სათამაშოდ, მეგობრებთან საკონტაქტოდ, სამსახურის მოსაძიებლად და უამრავი სხვა დანიშნულებით.


სხვადასხა კომპიუტერული პროგრამის ცოდნა ბევრად გვიმარტივებს კონკრეტული სამუშაოს შესრულებას, ვზოგავთ დროს და ნამუშევარიც ბევრად ხარისხიანი და ეფექტურია.



ბოლო დროს ინტერნეტს იპყრობს ახალი პროგრამა ახალ ვებგვერდზე სახელწოდებით Toonify, რომელიც ყველას გარდაქმნის მულტფილმის პერსონაჟებად. ვებგვერდის დამფუძნებლები არიან ჯასთინ პინკნი (Justin Pinkney) და დორონ ადლერი (Doron Adler). სწორედ მათი შთაგონება იყო ჩვეულებრივი ადამიანები გარდაექმნა ანიმაციური სამყაროს გმირებად. ამ დეველოპერებმა შექმნეს ალგორითმი, რომელიც თითოეულ პორტრეტს აქცევს მულტფილმის პერსონაჟის გამოსახულებად და ვფიქრობ, საკმაოდ სასაცილო გამოდის.



გვერდის ავტორები ამბობენ, რომ შეგიძლიათ თქვენი ფოტოც ატვირთოთ და ნახოთ რა გამოვა. მე უკვე ვცადე, აი ჩემი პროტოტიპი მულტფილმის გმირი :)


image


ეს კი ჩვენი ცნობილები:


imageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimage





2
212
9-ს მოსწონს
ავტორი:მეამეა
მეამეა
Mediator image
Mediator image
212
  
2020, 9 ოქტომბერი, 13:15
შენი ფოტო საუკეთესოა
0 1 2