x
მეტი
  • 29.11.2020
  • სტატია:105306
  • ვიდეო:348904
  • სურათი:470868
"ჩემს თავს ტელევიზორში ვერ ვუყურებდი, მრცხვენოდა" - ჩცდ-ის ტასო ეკრანს მიღმა: როგორ ცხოვრობს გოგონა, რომელიც გადასაღებ მოედანზე გაიზარდა
image


ალ­ბათ, იშ­ვი­ა­თია ადა­მი­ა­ნი, რო­მე­ლიც 4 წლის ასაკ­ში, როცა სკო­ლა­შიც არ და­დი­ო­და, მუ­შა­ო­ბა და­ე­წყო. ქეთა ორ­ბე­ლა­ძე ამ იშ­ვი­ათ­თა შო­რი­საა. გო­გო­ნას ჩვენ­ში ყვე­ლა იც­ნობს და უყ­ვართ, რად­გა­ნაც 10 წე­ლია, პო­პუ­ლა­რუ­ლი სე­რი­ა­ლის - "ჩემი ცო­ლის და­ქა­ლე­ბის“ პერ­სო­ნა­ჟია, სა­ხე­ლად ტასო. ქეთა, შე­იძ­ლე­ბა ით­ქვას, რომ გა­და­სა­ღებ მო­ე­დან­ზე გა­ი­ზარ­და - უკვე 14 წლი­საა. თი­ნე­ი­ჯერს, 1-ლი ექ­სპე­რი­მენ­ტუ­ლი სკო­ლის მე­ცხრეკ­ლა­სელს, აქვს მი­ზა­ნი, რის მი­საღ­წე­ვა­დაც უკვე აქ­ტი­უ­რად მუ­შა­ობს, თუმ­ცა რო­გორც ჩვენ­თან სა­უ­ბარ­ში აღ­ნიშ­ნავს, ყვე­ლა ჟურ­ნა­ლის­ტი მას­თან ინ­ტერ­ვი­უს მა­ინც ასე იწყებს - ახ­სოვს, თუ არა პირ­ვე­ლი გა­და­ღე­ბა და მა­შინ­დე­ლი ემო­ცი­ე­ბი, - რა­ზეც ასე პა­სუ­ხობს:


- სე­რი­ა­ლი რომ და­ი­წყო, 4 წლის ვი­ყა­ვი, 5-ის ვხდე­ბო­დი, - ეს ძა­ლი­ან პა­ტა­რა ასა­კია იმის­თვის, რომ რა­ი­მე კარ­გად მახ­სოვ­დეს... ჩემ­თვის რთუ­ლი იყო პრო­ფე­სი­ო­ნალ მსა­ხი­ო­ბებ­თან მუ­შა­ო­ბა, მათი ჯგუ­ფის წევ­რო­ბა, ამის გამო რა­ღაც პე­რი­ო­დის გან­მავ­ლო­ბა­ში მი­ჭირ­და კი­დეც. კი­თხვა არ ვი­ცო­დი და ტექ­სტებს ისე ვი­მახ­სოვ­რებ­დი, ამ ყვე­ლა­ფერ­ზე დიდი დრო მჭირ­დე­ბო­და და ასა­კის გამო ბევ­რი დე­ტა­ლი, თუ ეპი­ზო­დი არ მახ­სოვს.


ერთი ორი წე­ლი­წა­დი ჩემს თავს ტე­ლე­ვი­ზორ­ში ვერ ვუ­ყუ­რებ­დი, გვერ­დით ოთახ­ში გავ­დი­ო­დი, თით­ქოს მრცხვე­ნო­და და ვი­მა­ლე­ბო­დი, მაგ­რამ იმას ვხე­დავ­დი, რომ ჩვენს სე­რი­ალს ყვე­ლა უყუ­რებ­და, მოს­წონ­დათ, ამით ვგრძნობ­დი, რომ რა­ღაც კარ­გი ხდე­ბო­და, იმა­საც ვგრძნობ­დი, რომ წინ კი­დევ უფრო მეტი კარ­გი ამ­ბე­ბი მე­ლო­და. ეს უკვე ყვე­ლა­ზე სა­სი­ა­მოვ­ნო გან­ცდა იყო ჩემ­თვის, - იხ­სე­ნებს ქეთა.



ახლა რო­გორ აფა­სებ შენს ნა­მუშ­ვარს - კი­დევ იმა­ლე­ბი?


- არა, მაგ­რამ არას­დროს მომ­წონს ჩემი ნა­მუ­შე­ვა­რი, თვითკრი­ტი­კუ­ლი ვარ და სა­კუ­თარ თავს სულ ვე­უბ­ნე­ბი - უკე­თე­სად შე­გიძ­ლია და კი­დევ კარ­გად უნდა სცა­დო... ყო­ველ­თვის ასე ვარ.


image


- შენი პერ­სო­ნა­ჟი რო­გორ მოგ­წონს?


- ჩემი აზ­რით, ტასო ის გო­გოა, რო­მელ­საც შე­უძ­ლია ყვე­ლა­ნა­ი­რი წი­ნა­აღ­მდე­გო­ბა, რაც უნდა შეხ­ვდეს, თა­ვი­სი ხა­სი­ა­თით დაძ­ლი­ოს, გა­და­ა­გო­როს, მა­გა­ლი­თად, კონ­ფლიქ­ტი მას­წავ­ლე­ბელ­თან, მშობ­ლებ­თან. ამ ყვე­ლა­ფერს თა­ვი­სი ხა­სი­ა­თით აგ­ვა­რებს. აქვს არა­ერ­თი უარ­ყო­ფი­თი თვი­სე­ბაც...


- კი, მაგ­რამ მთა­ვა­რი ის არის, რომ ყვე­ლას არ ჰგავს, გა­მორ­ჩე­უ­ლია...


- კი, ყვე­ლა­ფერს სხვა­ნა­ი­რად უყუ­რებს, ფიქ­რობს, აღიქ­ვამს და მოქ­მე­დებს. ხან­და­ხან კარ­გიც არის, რა­ღაც სირ­თუ­ლე­ებს წინ ისე აღუდ­გე, რო­გორც ტასო, მაგ­რამ ზოგ­ჯერ ძა­ლი­ან მა­ღი­ზი­ა­ნებს. უფ­როს ადა­მი­ა­ნებ­თან ზედ­მე­ტი მოს­დის. ისე, ვის­თვის რო­გორ, მაგ­რამ ეს ჩემ­თვის მი­უ­ღე­ბე­ლია.


image


- პან­დე­მი­ის პე­რი­ოდ­ში რო­გორ მი­დის შენი სწავ­ლის საქ­მე­ე­ბი?


- მსოფ­ლი­ო­ში რაც ხდე­ბა, ის სი­ტუ­ა­ცი­აა ჩვენ­თა­ნაც - ნორ­მა­ლუ­რად არც სკო­ლა და არც გა­და­ღე­ბე­ბია. რაც მთა­ვა­რი იყო, სწავ­ლა და მუ­შა­ო­ბა ჩემ­თვის, ჯერ­ჯე­რო­ბით შე­წყდა. პირ­ვე­ლი ექ­სპე­რი­მენ­ტუ­ლი სკო­ლის მე­ცხრეკ­ლა­სე­ლი ვარ. ონ­ლა­ინ­გაკ­ვე­თი­ლე­ბი მი­ტარ­დე­ბა. ამის გარ­და, დავ­დი­ვარ ინ­გლი­სურ­ზე, მა­თე­მა­ტი­კა­ზე, ანუ იმ საგ­ნებ­ზე, რაც ჩემი აზ­რით, მჭირ­დე­ბა და მინ­და. და­ნარ­ჩე­ნი, სხვა არაფ­რით ვარ და­კა­ვე­ბუ­ლი, არც სიმ­ღე­რით, არც სპორ­ტით. ჩემ­თვის მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია სწავ­ლა, თუმ­ცა სიმ­ღე­რა­ზე და ცეკ­ვა­ზეც დავ­დი­ო­დი, მაგ­რამ თავი და­ვა­ნე­ბე. მინ­დო­და, სწავ­ლის­თვის მეტი დრო და­მეთ­მო. მოკ­ლედ, არ­ჩე­ვა­ნის გა­კე­თე­ბა მო­მი­წია, რაც მშობ­ლებ­თან შე­თან­ხმე­ბით გა­დავ­წყვი­ტე. კი მე­ნატ­რე­ბა სუ­ხიშ­ვი­ლე­ბის სტუ­დია და იქა­უ­რი სი­ტუ­ა­ცია, მაგ­რამ რო­გორც ვთქვი, ამ ეტა­პის­თვის უკე­თე­სი იქ­ნე­ბო­და მეტი კონ­ცენ­ტრა­ცია სწავ­ლა­ზე გა­მე­კე­თე­ბი­ნა..


image


- რა პრო­ფე­სი­ის არ­ჩე­ვა გინ­და?


- ძა­ლი­ან მიყ­ვარს ბი­ო­ლო­გია და ქი­მია, უცხო ენე­ბი­დან - ინ­გლი­სუ­რი. ახლა რომ ვუ­ფიქ­რდე­ბი, მხო­ლოდ რამ­დე­ნი­მე წე­ლი­წა­დი იყო ისე­თი, როცა "თე­ატ­რა­ლურ­ზე" მინ­დო­და ჩა­ბა­რე­ბა, რათა მსა­ხი­ო­ბი გავმხდა­რი­ყა­ვი, მაგ­რამ უკვე დიდი ხა­ნია, სა­მე­დი­ცი­ნო­ზე მინ­და სწავ­ლა... განაგრძეთ კითხვა <<<

1
640
3-ს მოსწონს
ავტორი:intermedia.ge
intermedia.ge
Mediator image
640
  
25 ოქტომბერი, 10:58
მაგარი გოგოა ეს. პერსონაჟიც მაგარი ყავს და უხდება. ლიფონავამ იცის,რა უნდა გააკეთოს და აკეთებს კიდეც. ტასო არის ახალი თაობა,რომელიც არ ემორჩილება წესებს და ამას თავისებურად აკეთებს.ის სერია,როცა ტეფონს ჩუქნის ბავშვთა სახლში არის შეუდარებელი და ამ პერსონაჟზე ყველაფერს ამბობს. ქეთი დევდარიანი მაგარი გოგოა და იმას მქნის,რისიც სჯერა. ჩემი პატივისცემა მათ,განსაკუთრებით ლიფონავას,მაინც ახლობელია:)
0 1 1