x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
გინეკოლოგი 17 ბავშვის მამა აღმოჩნდა, ისე, რომ ამის შესახებ დედებმა არც იცოდნენ
image

იან უაილდშუტი(Jan Wildschut) 1981 წლიდან 1993 წლამდე მუშაობდა ნიდერლანდების აღმოსავლეთით, სოფიის საავადმყოფოს რეპროდუქციული მედიცინის კლინიკაში. მხოლოდ ათწლეულების შემდეგ შეიტყო საზოგადოებამ ექიმის მიერ ჩადენილი ამორალური ქმედებების შესახებ.


ამ კვირაში, ქალაქ ზვოლეს სამედიცინო დაწესებულების მუშაკებმა, რომელსაც ახლა ისალას საავადმყოფო ჰქვია, უპრეცედენტო შემთხვევის შესახებ განაცხადეს. უფრო ზუსტად, ასეთი რამდენიმე შემთხვევა დაფიქსირდა. აღმოჩნდა, რომ უაილდშუტმა საკუთარი სპერმა გამოიყენა ხელოვნური განაყოფიერების პროცედურებისთვის, რომელსაც იგი საავადმყოფოში ატარებდა. რა თქმა უნდა, პაციენტები დარწმუნებულნი იყვნენ, რომ გენეტიკური მასალა ანონიმური დონორების იყო.

image


ისალას საავადმყოფოს ოფიციალურ განცხადებაში ნათქვამია, მინიმუმ 17 ბავშვი დაიბადა ინვინტრო განაყოფიერებით, რა დროსაც თავად ექიმი უიალდშუტის სპერმა იყო გამოყენებული. დაწესებულების ხელმძღვანელობამ დაგმო ექიმის ქმედებები და უწოდა მათ ამორალური.


პირველად 2009 წელს გახდა ცნობილი, რომ გინეკოლოგმა პროცედურისთვის გენეტიკური მასალა შეცვალა . მაშინ ერთ-ერთმა ბავშვმა, რომლის ბიოლოგიური მამაც არის უაილდშუტი, აღმოაჩინა, რომ მისი დნმ-ის ექიმის დისშვილის გენეტიკას ემთხვეოდა, რამაც ძალიან გააკვირვა.

"ჩვენ ვერასოდეს წარმოვიდგენდით, რომ ის შეიძლება ყოფილიყო დონორი. უაილდშუტი მეგობრული, გულახდილი და საქმის ერთგული ადამიანის შთაბეჭდილებას ტოვებდა"-აცხადებენ მშობლები, რომლებმაც ანონიმად დარჩენა ისურვეს.

როდესაც დაწესებულების ხელმძღვანელობამ შეიტყო უაილდშუტის დანაშაულების შესახებ, მათ შექმნეს მისი დნმ-პროფილი. ასე რომ, ისალის საავადმყოფოში იმ პერიოდში(1981-1993) დაბადებულ სხვა ბავშვებს შეუძლოთ შეამოწმონ, იყო თუ არა გინეკოლოგი მათი ბიოლოგიური მამა.


თუმცა, ეს ტესტები ინფორმაციის მიღების გარდა ვერაფერ ხეირს ვერ მოიტანს. ახლა ექიმს, რომელსაც ბევრი ლეგიტიმური შვილი ჰყავს, არ ეშინია რაიმე სანქციის, რადგან ის უკვე გარდაიცვალა,

2
700
7-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
700
  
2020, 13 ოქტომბერი, 16:54
მამამ დაუბარა,რომ უნდა გამრავლდეო და გამრავლდა. რა არის აქ ამორალური ვერ ვხდები და რატო განიკითხავენ ამ კაცს. იმ 17 პიროვნებას უნდა ეძებნათ,თუ ვინ იყო მამა და ეფიქრათ ყველა მობოდიალეზე,ხოდა ეხლა მამაც იპოვეს და მამისშვილებიც)))
0 1 2