x
მეტი
  • 20.04.2024
  • სტატია:134425
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508502
როგორ მოვამზადოთ გლინტვაინი სახლის პირობებში?
ზამთარში, განსაკუთრებით კი დღესასწაულების დღეებში, ევროპის ღია ბაზრობებზე თუ მოხვდებით, აუცილებლად გექნებათ შესაძლებლობა, გლინტვაინი დააგემოვნოთ. საქართველოში ღვინის გაცხელება ნაკლებად არის მიღებული, მაგრამ თუ სურვილი გაქვთ, მისი დამზადება თქვენ თვითონ, სახლის პირობებშიც შეგიძლიათ. საუკეთესო რეცეპტის მეშვეობით არამარტო შეძლებთ, რომ თქვენი გემოვნების შესაბამისი გლინტვაინი დაამზადოთ, არამედ თქვენ წარმოიდგინეთ, აჯობებთ კიდეც ევროპულ საშობაო ბაზრობებზე გლინტვაინის დამამზადებლებს და გამყიდველებს. მითუმეტეს, კარგი ქართული ღვინოების უმაღლეს ხარისხსაც თუ მივიღებთ მხედველობაში.


გახსოვდეთ, რომ ისევე, როგორც სამზარეულოში საქმიანობის და კერძების მომზადების დროს, აქაც ჯანსაღ ინგრედიენტებს ძალიან დიდი მნიშვნელობა ენიჭება. ამიტომ გაითვალისწინეთ, რომ იმისათვის, რათა გლინტვაინი კარგი გამოვიდეს, აუცილებელია, რათა ღვინო, რომლითაც ის უნდა დავამზადოთ, კარგი იყოს. რა თქმა უნდა, არ არის აუცილებელი, ეს იყოს რაღაც საოცრება ბორდოს ვენახებიდან, რომლის ერთი ბოთლი 15 ათასი ევრო ღირს, მაგრამ რაიმე წესიერი და კარგი დასალევი მსგავსი ღვინო ნამდვილად უნდა იყოს. ამასთან, უმჯობესია, რომ ეს გახლდეთ წითელი ღვინო, მაგრამ თუ წითელი არ გაქვთ, კარგი თეთრი ღვინოც გამოგადგებათ. მთავარია, რომ ის იყოს მშრალი. ის ისედაც დატკბება, როცა შაქარს დაუმატებთ. არანაკლებ მნიშვნელოვანია, გაარკვიოთ, რომ თქვენი გლინტვაინის სადედე ღვინო კასრში არ იყოს დაძველებული. კასრის ღვინო სპეციფიკურ გემოს ფლობს, რაც გლინტვაინს აფუჭებს. გარდა ამისა, ღვინო, რომელსაც გლინტვაინისთვის გამოიყენებთ, აუცილებლად ძლიერი ხასიათის მქონე უნდა იყოს, რათა სანელებლებს “გაუმკლავდეს”.


გლინტვაინისთვის კარგია დარიჩინი, მიხაკი, ანისული, ილი და მუსკატი. ხოლო თუ გსურთ ხილის არომატები, ლიმნის კანიც შეგიძლიათ სცადოთ. შაქარს რაც შეეხება, მისით თქვენი გემოვნების მიხედვით უნდა გააზავოთ თქვენი გლინტვაინი, მაგრამ შაქარს თუ ვერ ეგუებით, თაფლი სცადეთ.


(სტატიის სრული ვერსია იხილეთ allwine.ge-ზე)



გლინტვაინი

0
56
შეფასება არ არის
ავტორი:დავითი ჩუთლაშვილი
დავითი ჩუთლაშვილი
56
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0