x
მეტი
  • 21.10.2020
  • სტატია:104258
  • ვიდეო:348085
  • სურათი:468849
მინგეჩაურის წყალსაცავის აფეთქება კატასტროფით ემუქრება აზერბაიჯანის დიდ ნაწილს, მაგრამ ისე ნუ გაიგებთ თითქოს დამბის აფეთქება ასეთი მარტივი იყოს

image აზერბაიჯანში მინგეჩაურში მდებარეობს მინგეჩაურის წყალსაცავი და ჰიდროელექტროსადგური.
წყალსაცავი მრავალმხრივი დანიშნულებისაა, მისი წყალობით ჰესი გამოიმუშავებს ელექტროენერგიას, მოსახლეობას აწვდის სასმელ წყალს, ამ წყალსაცავის წყლის ნაკადით საზრდოობს ზემო ყარაბაღისა და ზემო შირვანის არხები, პირველის სიგრძე 172-ი კილომეტრია მეორისა კი 123 კილომეტრი.
წყალსაცავი ასევე გამოიყენება თევზის სარეწად, წყალსაცავში ბინადრობს 31 სახეობის თევზი მათგან 12-ი გამოიყენება სარეწად. თუმცა წყალსაცავზე დიდი მოცულობის სათევზე მეურნეობის მოწყობა შეუძლებელია, რადგან წყალსაცავი ისე გაკეთდა იქ არსებული ტყეების მოჭრაზე არავის უფიქრია.
ჰესის დამბის სიგრძე 1550-ი მეტრია, სიგანე 16-ი მეტრი, ხოლო დამბის სიმაღლე კი 80-ი მეტრია.
წყალსაცავის სიგრძე 70-ი კილომეტრია, ყველაზე განიერ ადგილზე კი მისი სიგანე 18-ი კილომეტრია.
საშუალო სიღრმე 27 მეტრია, მაქსიმალური სიღრმე კი 75 მეტრი.
წყალსაცავის ფართობი 605-ი კვადრატული კილომეტრია.
კაშხალი ზღვის დონიდან 83 მეტრ სიმაღლეზეა, სწორედ წყალსაცავის სიმაღლიდან და წყლის მოცულობიდან გამომდინარეა კატასტროფული შედეგის მომტანი დამბის აფეთქება, თუ მისი აფეთქება მოახერხა სომხურმა მხარემ.
თუმცა ისე ნუ გაიგებთ, თითქოს ასე მარტივი საქმე იყოს რკინაბეტონის მყარი კონსტრუქციის ძალიან განიერი და ზემტკიცე ცემენტით ტორპედირებული დამბის აფეთქება.
დამბის აფეთქება შესაძლებელია იმ შემთხვევაში თუ მას პირდაპირ მოხვდება ბირთვულ ქობინიანი რაკეტა რაც აქედანვე გამორიცხულია რადგან სომხეთს არ გააჩნია ბირთვული ქობინი, არც მის განკარგულებაში არსებულ "ისკანდერს" შეუძლია მისი დანგრევა მიზეზთა გამო.
დამბის აფეთქება შეიძლება თუ კაშხალის სამანქანო განყოფილებაში მოხდება უმძლავრესი ფეთქებადი მუხტის გამოყენება (რომლის იქ შეტანა პრაქტიკულად გამორიცხულია. ჰესზე ძლიერი უსაფრთხოების სისტემის არსებობის გამო) რა დროსაც აფეთქების ტალღა აუცილებლად გამოიწვევს ჰიდროდარტყმას რაც დამბის სიმყარეს აუცილებლად შეუქმნის სერიოზულ პრობლემებს,
ასევე დამბის აფეთქება შესაძლებელია იმ შემთხვევაშიც თუ დამბის გასწვრივ სომხური ავიაცია ჩაყრის მიყოლებით მინიმუმ ტონიან ბომბებს, ან მის შეიარაღებაში არსებული სარაკეტო კომპლექსიდან Р-17 «Эльбрус» დამბის მიმართულებით გაუშვებს ერთდროულად ან მიყოლებით რაკეტებს, თუმცა ისიც უნდა ითქვას, რომ ამ რაკეტის ცდომილება არცთუ მცირეა, შესაბამისად დამბაზე პირდაპირი მოხვედრის შანსიც დაბალია.
რამდენიმე დღით ადრე ოფიციალური ბაქო იტყობინებოდა სომხური მხარის მიერ აზერბაიჯანში რამდენიმე ობიექტის მიმართულებით სომხეთის მიერ ბალისტიკური რაკეტის გამოყენების თაობაზე.
საუბარია სარაკეტო კომპლექს Р-17 «Эльбрус»-ზე. ბაქოს ცნობით მინგეჩაურის კაშხალის მიმართულებით გაშვებულ იქნა სომხური მხრიდან 4 რაკეტა.
აღნიშნული კომპლექსების არსებობა სომხურ არსენალში ოფიციალურადაა დადასტურებული, რაკეტის მოქმედების მანძილი კი 300 კილომეტრამდეა რაც საკმარისია იმისათვის, რომ სომხეთმა მორიგი იერიში მიიტანოს კაშხალზე.
image წყალსაცავს კვებავს მტკვარი, იორი, ალაზანი და რამდენიმე ადგილობრივი მდინარე.
ღმერთმა ნუ ქნას, წარმოიდგინეთ ამხელა წყლის მასის ერთბაშად გამონთავისუფლება რამხელა ზიანს მიაყენებს აზერბაიჯანს.
სწორედ ამ კლასის სარაკეტო კომპლექსიდან გაშვებული ბალისტიკური რაკეტები იქნა გაშვებული განჯის და მინგეჩაურის კაშხლის მიმართულებით.
imageimage

0
469
8-ს მოსწონს
ავტორი:კანონგარეშე
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
Mediator image
469