x
მეტი
  • 24.04.2024
  • სტატია:134492
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508556
ადამიანის სიძულვილის მსხვერპლთა ყველაზე უჩვეულო და შემზარავი ძეგლები
image


მსოფლიო შოკირებულია თურქეთის მემორიალის ფოტოებით, რომლებიც ეძღვნება მეუღლეების მიერ მოკლული ქალების ხსოვნას. 440 წყვილი ქალის ფეხსაცმელი წარმოადგენს ქვეყანაში ოჯახური ძალადობის შედეგად დაღუპულთა რაოდენობას წელიწადში. ადამიანის სისასტიკის ეს ძეგლი მსოფლიოში ერთ – ერთია. ჩვენ გვსურს გაჩვენოთ ყველაზე შემზარავნი მათ შორის.


ფეხსაცმელები დუნაის სანაპიროზე



კიდევ ერთი მემორიალი, რომლის ავტორმაც გამოიყენა ფეხსაცმელი. 60 წყვილი ქალის მამაკაცისა და ბავშვის ფეხსაცმელი და ჩექმები, ბრინჯაოსგან ჩამოსხმული, დუნაის სანაპიროზეა განლაგებული, უნგრეთის დედაქალაქ ბუდაპეშტში. ფეხსაცმელი ჰოლოკოსტს მოგვაგონებს - სწორედ ამ ადგილას 1944-1945 წლებში უნგრეთის ნაცისტური პარტიის « Arrow Cross» წევრება ბარჟები დატვირთეს ებრალებით.

imageimage


სამამ დახვრეტდნენ და ბორტიდან მდინარეში გადააგდებდენ, ნაცისტებმა აიძულა ისინი ნაპირზე დაეტოვებინათ ფეხსაცმელი, რომლის გაყიდვაც შეიძლებოდა. ძეგლი, რომელიც რეჟისორმა კენ ტოგაიმ და დიულა პაუერმა დააპროექტეს, 2005 წელს დამონტაჟდა.


სოფელ ლიდიცეს ბავშვების ძეგლი



ეს ძეგლი მარადყოფს ნაცისტების ერთ-ერთი ყველაზე მძიმე დანაშაულის მსხვერპლს ჩეხეთში. 1942 წლის 9 ივნისს გერმანელმა ჟანდარმებმა შემოსაზღვრეს სოფელი ლიდიცე, რომელიც პრაღადან 20 კილომეტრში მდებარეობდა, მისი ყველა მცხოვრები მთავარ მოედანზე შეკრიბეს. 15 წლის ასაკს მიღწეული ყველა მამაკაცი დახვრიტეს, ქალები კი რავენსბრიუკის საკონცენტრაციო ბანაკში გაგზავნეს. სოფელი ფერფლად აქციეს.

image

image

სოფელ ლიდიცედან 98 ბავშვი გაიყვანეს ქალაქგარეთ, 13 მათგანი შეარჩიეს "გერმანიზაციისთვის" (სავარაუდოდ იგულისხმება ლებენსბორნის პროგრამა). დანარჩენები გაგზავნეს სიკვდილის ბანაკში ქალაქ ხელმნოს მახლობლად, სადაც 82 ბავშვი დაუყოვნებლივ იქნა მოკლული გაზის კამერაში. 42 გოგონა და 40 ბიჭი, მხატვარ მარია უჩიტილოვას მიერ ბრინჯაოში ჩამოსხმულნი უცქერენ იმ ადგილს, სადაც ლიდიცე მდებარეობდა.


ევროპელ ებრაელთა ხსოვნის მემორიალი



ეს მასშტაბური მემორიალი, რომელიც ბერლინში მდებარეობს, ევროპაში ყველაზე ხშირად მონახულებადი ჰოლოკოსტის ძეგლია. ის გარედან ბევრ მართკუთხა საფლავის ქვას წააგავს, მაგრამ სინამდვილეში ეს არის სვეტები, რომლებიც ქმნიან, თუნდაც, მწკრივებს ვიწრო პირქუში გადასასვლელებით.

imageimage

მემორიალის ავტორია დეკონსტრუქტივისტი პიტერ ეიზენმანი. ძეგლი 2005 წელს აღიმართა. ეიზენმანი ამტკიცებს, რომ არ არსებობს დაფარული მნიშვნელობა, არც სვეტების რაოდენობასა და არც მათ განლაგებაში - ძეგლის დანიშნულებაა დამთვალიერებელისთვის განწირული ადამიანების უიმედობის გრძნობის დემონსტრირება.


ნაცისტების მიერ მოკლული ჰომოსექსუალებისადმი მიძღნილი ძეგლი



ეს ძეგლი ასევე მდებარეობს გერმანიის დედაქალაქში. ჰომოსექსუალების მემორიალი არის 4 მეტრის სიმაღლის პარალელეპიპიდი პატარა ფანჯრით. ყველას, ვინც მას შეისწავლის, შეუძლია ნახოს მოკლემეტრაჟიანი ფილმი, რეჟისორი თომას ვინტერბერგი.

imageimage

ძეგლის მახლობლად არის ინგლისურ და გერმანულ ენებზე განმარტებული დაფა, სადაც მოკლედაა აღწერილი ნაცისტური დევნის ისტორია არატრადიციული სექსუალური ორიენტაციის მქონე ადამიანების მიმართ. ტექსტში ასევე ყურადღება გამახვილებულია იმ ფაქტზე, რომ მესამე რაიხის დაცემის შემდეგაც კი ჰომოსექსუალებს დევნიდნენ გერმანიის სისხლის სამართლის კოდექსის 175-ე პუნქტის შესაბამისად, რომელიც გაუქმდა მხოლოდ 1994 წელს.


ნელე აზევედოს ყინულის ფიგურები



ყველა ძეგლი, რომელზეც ვისაუბრეთ, ბრინჯაოს ან ბეტონისაა. მაგრამ არსებობს ნაკლებად გამძლე მასალებისგან გაკეთებული მემორიალები, რომლებიც ასევე შთამბეჭდავია. მათ განეკუთვნება, ბრაზილიელი სკულპტორის ნელე აზავედოს ყინულის ფიგურები. ქალი მოქანდაკე ქმნის ადამიანთა 20 სანტიმეტრიან ფიგურებს და ათავსებს მათ მსოფლიოს სხვადასხვა ქალაქში, ომებისა და სხვადასხვა კატაკლიზმების მსხვერპლთა ხსოვნის საპატივცემულოდ.

imageimage

პირველი 400 ფიგურა გამოჩნდა პარიზში, Opera Garnier- ის საფეხურებზე 2005 წელს, შემდეგ 500-ზე მეტი გერმანიის ქალაქ ბრაუნშვაიგში, 2006 წელს. იმავე 2006 წელს, 1000 მათგანი დაიდგა პორტუში. 1200 კი ფლორენციაში, 2008 წელს


2
263
7-ს მოსწონს
ავტორი:არჩილ ვერულიძე
არჩილ ვერულიძე
263
  
2020, 9 ოქტომბერი, 15:06
გერმანელებმა დაახლოებით 300 000 ბავშვი გაიტაცეს სხვადასხვა ქვეყნიდან, ლებენსბორნის პროგრამის ფარგლებში. განსაკუთრებით დაზარალდა პოლონეთი.
2020, 9 ოქტომბერი, 10:37
ლიდიცეს ტრაგედიამ განსაკუთრებით შემძრა(
0 1 2