x
image
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
4 შეგრძნება, რომელსაც ნაყოფი საშვილოსნოში ყოფნისას გრძნობს

image


დაბადებისას ახალშობილი გარემოს ბოლომდე ვერ აღიქვამს, თუმცა გარკვეულ შეგრძნებებს ის ჯერ კიდევ საშვილოსნოში ყოფნისას ეჩვევა, გაგიკვირდათ? ნაყოფი გარესამყაროსგან იზოლირებული არ არის, ჩასახვის მომენტიდან განვითარების სხვადასხვა ეტაპზე თქვენი პატარა სამყაროს გარკვეულწილად, მეტ - ნაკლებად ეცნობა. ხმები, შეხება, გემო რასაც ნაყოფი საშვილოსნოში ყოფნისას გრძნობს, ეს ყოველივე მას დაბადებისას გარესამყაროსთან შეგუებაში ეხმარება. აი, ის ოთხი საოცარი რამ, რასაც ახალშობილი ჯერ კიდევ მუცლად ყოფნის პერიოდში შეიგრძნობს.






დედის შეხება

image


ხშირად ეხებით თქვენს მუცელს? თუ იშვიათად მაშინ ღირს რომ თქვენი ეს შეხედულება შეცვალოთ, ცდებით თუკი ფიქრობთ რომ მუცლად ყოფნის დროს ნაყოფს თქვენი შეხება არ სჭირდება, პირიქით, ის ყველაზე მეტად სწორედ ამას ელოდება. მეცნიერებმა 23 ქალი ორსულობის 21-ე კვირიდან 33 -ე კვირამდე შეისწავლეს. აღმოჩნდა, რომ ბავშვი ყველაზე მეტად მაშინ მოძრაობს, როდესაც დედა მუცელს ეხება, სწორედ ამიტომ რაც შეიძლება ხშირად შეეხეთ თქვენს მუცელს.




ხმები


image


ორსულობის მესამე ტრიმესტრში ნაყოფს სმენაც უვითარდება და უკვე ცალკეულ ბგერებსაც ამოიცნობს. მათ ფაქტიურად ყველაფერი ესმით: თქვენი გულისცემა, მუცლის ყურყური, საჭმლის მომნელებელი სისტემის ხმა, პრაქტიკულად ყველანაირი ხმა მათ ყურამდე აღწევს. გამომდინარე აქედან, შეგიძლიათ მას იავნანაც უმღეროთ, ზღაპრები წაუკითხოთ ან უბრალოდ ესაუბროთ მას, გაითვალისწინეთ ის ფაქტიც, რომ არ ღირს ძალიან ხმამაღლა საუბარი ან მუსიკის ძალიან მაღალ ხმაზე მოსმენა, ხმაურის დასაშვები ნორმა არაუმეტეს 90-100 დეციბელია. გახსოვდეთ, მაღალი ბგერები ბავშვისთვის საზიანოა.




განათება


image


სიმართლე ის არის, რომ ბავშვის ქუთუთოები 28 კვირამდე დახუჭულია, მესამე ტრიმესტრში კი თქვენმა პატარამ შესაძლოა უკვე თვალებიც პერიოდულად გაახილოს და დახუჭოს. ზოგიერთი ექიმის მტკიცებით, ნაყოფმა მკვეთრ შუქს შეიძლება ზურგიც კი აქციოს.





გემო


image


გაგიკვირდათ? ეს გრძნობა ფეხმძიმობის ყველაზე ადრეულ სტადიაზე ვითარდება, თუ არ გსურთ რომ თქვენი ბავშვი საკვების მიმართ ჭირვეული იყოს, ორსულობის პერიოდში ეცადეთ მრავალფეროვანი საკვებით იკვებოთ. კვლევების თანახმად, საკვები, რომელსაც ცხრა თვის განმავლობაში მიირთმევთ, თქვენს პატარას კვების ჩვევის ჩამოყალიბებაში დაეხმარება.




გრძნობს თუ არა ნაყოფი ტკივილს?


image


ამ თემაზე მეცნიერები კამათს კვლავ განაგრძობენ. ამერიკის მეან - გინეკოლოგთა კოლეჯის თანამშრომლების მტკიცებით, ნაყოფს ტკივილის შეგრძნება მესამე ტრიმესტრამდე არ შეუძლია, რაც დაახლოებით ფეხმძიმობის 27 -ე კვირას იწყება. მედიოსების აზრით, მეორე ტრიმესტრის განმავლობაში ნაყოფის თავის ტვინსა და ნერვულ სისტემას ტკივილის შეგრძნების უნარი არ აქვს.








0
601
შეფასება არ არის
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
601