x
image
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
Mediator image
რუს ერში ძალიან უცნაური, მეტიც ამაზრზენი ტრადიცია იმკვიდრებს თავს. სხვა შეფასებას ვერ მივცემ საფლავების სწრაფად ამოთხრის ტურნირს ტომსკში

image რუსეთში კერძოდ ტომსკში ჩატარდა ტურნირი, არა სპორტული ტურნირი არ გეგონოთ, ტურნირი ჩატარდა საფლავების სწრაფ გათხრაში, რომელშიც მონაწილეობა მიიღო კემეროვოს, ბარნაულის, ნოვოსიბირსკისა და თავად ტომსკის სარიტუალო სააგენტოების წარმომადგენლები.
ტურნირი ჩაატარა რუსეთის სარიტუალო მომსახურების ერთიანმა სადისპეჩერო სამსახურმა.
აღნიშნული სააგენტოს ხელმძღვანელმა ალექსანდრე შერბაევმა განაცხადა, რომ აღნიშნული ტურნირი ემსახურებოდა სარიტუალო მომსახურების სააგენტოს თანამშრომლების სწრაფ რეჟიმში მუშაობის და სწრაფი სერვისის გაწევის გაუმჯობესებას.
ტურნირში გაიმარჯვა ტომსკის სარიტუალო სააგენტოს თანამშრომელმა რომელმაც 52 წუთში ამოთხარა საფლავი, ყველაზე ცუდი შედეგი კემეროვოს წარმომადგენელმა აჩვენა, მას 70-ი წუთი დასჭირდა საფლავის მომზადებისათვის.
არ ვიცი რაში ჭირდება მესაფლავეს "კრეისერული" სიჩქარით საფლავის ამოთხრა, მაგრამ ის კი ზუსტად ვიცი მსგავსი იდეა არ შეიძლება საღი და ნორმალური ადამიანის გონებას მოეფიქრებინა.

0
387
9-ს მოსწონს
ავტორი:კანონგარეშე
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
Mediator image
387