x
image
melody_inside
როდის და სად გარბიან  ვირთხები გემის ჩაძირვის დროს?
image


ამბობენ - „თუ ვირთხები გემიდან გარბიან, ეს გემის მოსალოდნელი ჩაძირვის ნიშანიაო“. ადამიანების უმრავლესობა ამას უკავშირებენ იმ ფაქტს, რომ მღრღნელები, გადაადგილდებიან რა ხომალდის სიღრმეში, მეზღვაურებზე ადრე ამჩნევენ შემავალ წყალს და ჩქარობენ დატოვონ პოტენციურად სახიფათო გემი. არიან ადამიანები, ვინც მღრნელებს მომავლის წინათგრძნობის მისტიკურ შესაძლებლობებს ან საოცარ ინტუიციასაც მიაწერენხოლმე.






სინამდვილეში მღრღნელები არც ძალიან ჭკვიანები არიან და არც ექსტრასენსორულ თვისებებს ფლობენ. ხშირ შემთხვევაში ისინი საცხოვრებელ ადგილს მასიურად ტოვებენ (მაგალითად, ნავსადგურში მდგომი გემიდან) მაშინ, როდესაც თანამოძმეთა პოპულაცია აჭარბებს გემის ფსკერზე ერთობლივად თანაცხოვრების დასაშვებ ზღვარს. მარტივად რომ ვთქვათ, როდესაც ცხოველები გამრავლდნენ, გახდნენ ძალიან ბევრი და დაიწყო საკვების დეფიციტი, რასაც დაერთო კონფლიქტები ტერიტორიასთან დაკავშირებით.




მეორე იშვიათი შემთხვევა - ბუნებრივი კატაკლიზმების წინათგრძნობა. რაც, რა თქმა უნდა, გამოწვეულია არა ინტუიციით, არამედ ვირთხების უნარით იგრძნონ საშიში ვიბრაციები (მაგალითად, მიწისძვრამდე ან ცუნამამდე), რადგან ჰაერის წნევის ცვლილებები წინ უსწრებს ქარიშხლებს და ტორნადოებს.




მაგრამ, ვირთხების გადმოსვლა შესაძლებელია მხოლოდ ნაპირთან ახლოს. თუ გემი მოხვდება ქარიშხალში და ჩაძირვას დაიწყებს, მაშინ ვირთხევი ყველაზე ბოლოები იქნებიან მათ შორის, ვინც ხომალდს დატოვებენ. ამ მღრღნელებს შეუძლიათ კარგად იცურონ და წყალი მათ საეთოდ არ აშინებთ, ამიტომ ბოლო წუთამდე იჯდებიან ტრიუმებში და შემდეგ დაიწყებენ გემბანზე ამოსვლას. ხომალდის დატოვებას კი შუა ზღვაში მღრღნელები იწყებენ მხოლოდ ხანძრისას - აი ამ შემთხვევაში კი შეიძლება პირველები იყვნენ, ვინც წყალში გადახტებიან.

იხილეთ ასევე:


image

ზვიგენები არასოდეს ჩერდებიან. ისინი მუდმივად მოძრაობენ დაბადების პირველი წუთიდან სიკვდილის ბოლო წუთამდე. ზვიგენი თუ გაჩერდა, ის მაშინვე ქვასავით წავა ფსკერისკენ - ამ მძიმეწონიან თევზს არ აქვს საცურაო ბუშტი. სწორედ იმის გამო, რომ ზვიგენებს მუდმივი მოძრაობა უწევთ, მათ არასდროს სძინავთ. სანაპირო წყლებში


image




ბევრი სხვა ჭრილობა არანაკლებ მტკივნეულია, ვიდრე ქაღალდის ფურცლით გაჭრილი თითი. ხშირად ამ ჭრილობის შემჩნევა თითზე შეუძლებელიც კია და არც სისხლი გამოდის. რა იწვევს მაშინ ასეთ ძლიერ ტკივილს? ბასრი დანით მიყენებული ჭრილობა თანაბარია და მიუხედავად იმისა რომ ტკივილს იწვევს, ეს უსიამოვნო შეგრძნება რამდენიმე წუთში ქრება. ხოლო ქაღალ...


image

გაგაცნობთ ბრილიანტებს, რომლებიც გამორჩეულნი არიან არა მხოლოდ იდეალური ფერით, ფორმით და ფასით, არამედ თავიანთი ისტორიით. ამ ქვების გამო იშლებოდა იმპერიები და იცვლებოდა ადამიანთა ბედი, ადგილი ჰქონდა ღალატსაც და საგმირო საქმეებსაც. კულინანი მსოფლიოში უმსხვილესი იუველირული კლასის ალმასი - კულინანი 1905

image

არარაფინირებულ ( ნედლ ) პალმის ზეთს მოვარდისფრო ფერი აქვს. საკვებში ემატება მხოლოდ რაფინირებული. ის ნაღების კარაქზე და სხვა მაღალი ცხიმოვანი მჟავების შემცველ ცხიმებზე მავნე არაა. პალმის ზეთი კარგად ასათვისებელია ორგანიზმისთვის, შეიცავს მრავალ ცხიმშიხსნად ვიტამინებს ( განსაკუთრებით Е), ასევე ვიტამინ В6-ს. ამ ზეთის

0
1600
10-ს მოსწონს
ავტორი:melody_inside
melody_inside
1600
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0