x
image
ირინა მ.
Mediator image
კიოლნის დაუმთავრებელი ტაძრის წყევლა? ტამპლიერების დიდებული გოთიკური ტაძრები
image

დღემდე ამოუცნობი ისტორიის ერთ-ერთი საიდუმლო–გოთიკის წარმოშობაა, რომელმაც მე-12 საუკუნის დასაწყისში, საფრანგეთში რომანული სტილი გამოდევნა და მოგვიანებით მთელს ევროპაში გავრცელდა. სამშობლოში ახალმა არქიტექტურამ ორი ასწლეული იარსება და ისევე უცბად გაქრა, როგორც გაჩნდა. მისი დაბადება და გაქრობა საიდუმლოებითაა მოცული, თუმცა ლოგიკურად გამოიყურება ჰიპოტეზა იმის შესახებ, რომ გოთიკის ისტორია კავშირშია ძლევამოსილ და გასაიდუმლოებულ ტამპლიერებ-მეტაძრეების ორდენის აღმაფრენასა და დაცემასთან.

სჯულის კიდობანი

ორდენი დაარსდა 1118 წელს, ცხრა მეომარი ბერის მიერ, რომლებმაც გამოაცხადეს წმინდა მიწისკენ მიმავალი მომლოცველების დაცვა.

image

სინამდვილეში მათი მიზანი იყო სჯულის კიდობნის მოძებნა, რომელშიც ინახებოდა სინას მთაზე ღმერთის მიერ მოსესთვის გადაცემულ ქვის დაფებზე ამოტვიფრული ათი მცნება. ბიბლიური წმინდა რელიქვიები ოდესღაც სოლომონის ტაძარში ინახებოდა და დაიკარგა ძვ.წ. მე-4 საუკუნეში, ბაბილონის მიერ იერუსალიმის დაპყრობის შედეგად.

image

მეტაძრეებმა სოლომონის ტაძრის ადგილას აგებული ეკლესიის ქვეშ ჩაატარეს გათხრები და 1127 წელს აღმოაჩინეს არა მხოლოდ კიდობანი წმინდა მცნებებით, არამედ უამრავი მანუსკრიპტები და დიდი რაოდენობით ოქროს ზოდები. ეს გახლავთ საფუძველი ორდენის ზღაპრული სიმდიდრისა, რომელიც მალე სახელმწიფოს საიდუმლო დანამატად იქცა. დაახლოებით ათი წლის შემდეგ საფრანგეთში ერთიმეორის მიყოლებით ჩნდება დიდებული და ულამაზესი გოთიკური ტაძრები, რომლებიც გარეგნულად ძალიან განსხვავდება რომანული წინაპრებისგან, შიდა მოცულობა და თაღების სიმაღლე მნიშვნელოვნად გაიზარდა, კოშკები ცამდეა ატყორცნილი, კედლები კი ვიწრო, ვიტრაჟებიანი ფანჯრებით არის დამშვენებული.

დახურული საზოგადოება

დიდებული არქიტექტურული სტილის ფუძემდებლად ითვლება აბატი სუგერი სენ-ლენიდან. მაგრამ, სინამდვილეში ის მხოლოდ გულშემატკივრობდა ამ ტაძრების არქიტექტორებს და ოსტატებს, რომელთა სახელებიც ისტორიას არ შემორჩა. მათ ტამპლიერები ქირაობდნენ და გადასცემდნენ იმ საიდუმლო ცოდნას, რომელიც ძველი ხელნაწერებიდან ჰქონდათ შესწავლილი. ამ საიდუმლოებების გათქმა კი სიკვდილით ისჯებოდა.

image

imageმსოფლიოში გოთიკურ ტაძართა შორის სიდიდით პირველი ადგილი ულმის (გერმანია)მიუნსტერის კოშკს უკავია (სურათებზე), ხოლო მეორე ადგილი-კიოლნის საკათედრო ტაძარს(გერმანია).

არქიტექტორები არა მარტო ხელმძღვანელობდნენ, არამედ უშუალო მონაწილეობას იღებდნენ სამუშაოებში და თავის ქვეშევრდომებთან ერთად ცხოვრობდნენ დახურულ თემში. ერთმანეთში საუბრობდნენ სხვებისთვის გაუგებარ ენაზე "არგო", რომელიც ჟარგონს ნიშნავს და შესაძლოა წარმოქმნილია J`art goth-დან (გოთიკური ხელოვნება). ასეთ იზოლაციას და განსაკუთრებულობას ითხოვდნენ დამკვეთი ტამპლიერები, ამავე დროს ეს მოთხოვნები მშენებლებს იცავდა ზედმეტად ორთოდოქსალური მღვდლებისგან, რომლებსაც შეიძლება ხელი შეეშალათ ტაძრების კედლების დეკორატიულ მოპირკეთებაში. მეტაძრეების ხელოვნება ალეგორიული იყო და არა ყოველთვის და ყველასთვის გასაგები, ზოგიერთ ელემენტებს კი არა მხოლოდ ქრისტიანული, ოკულტური მნიშვნელობაც გააჩნდა. რას წარმოადგენდნენ ეს ელემენტები, ეს მხოლოდ მეტაძრეებმა იცოდნენ, რომლებიც არა მარტო პატივისცემით სარგებლობდნენ, არამედ ჭეშმარიტი რწმენიდან გადახვევის ეჭვებს იწვევდნენ. ცნობილი იყო რა აღმოსავლეთთან კონტაქტების შესახებ, ტამპლიერებს მიაწერდნენ წარმართობას, წმინდა სიმბოლოების წაბილწვას, ეშმაკის თაყვანისცემას და სხვა ცოდვებს.


image

ულმის კოშკი

image
ულმის კოშკი

გოთიკური ეპოქის დასასრული

ამასობაში ტამპლიერების გავლენა მთელს ევროპაში იზრდებოდა, მის კვალდაკვალ ვრცელდებოდა გოთიკური არქიტექტურაც. დიდებული ტაძრები თითქოს ტამპლიერების ქრისტიანულ სამყაროზე ბატონობის პრეტენზიების განხორციელება იყო. მათი ამბიციები რომის პაპს და მონარქებს აშინებდა. ძლევამოსილი ორდენი დიდძალ ფულს და საიდუმლო ცოდნას ფლობდა სჯულის კიდობნიდან, მაგრამ რაინდმა ბერებმა ჯეროვნად ვერ გათვალეს თავისი ძალები.

მათი სამფლობელოების დიდი ნაწილი საფრანგეთში მდებარეობდა. ფულზე დახარბებული ფილიპ მეოთხე ლამაზი იწყებს ბრძოლას ორდენის წინააღმდეგ: ტამპლიერებს ბრალი დასდეს მწვალებლობაში და მრავალ სხვა მანკიერებაში. 1307 წელს ორდენის თითქმის ყველა წევრი დააპატიმრეს და მათი ქონების კონფისკაცია მოხდა (თუმცა არსებობს სხვა ვერსიაც, რომ მეფემ ვერ იპოვა მათი აურაცხელი სიმდიდრე, რადგან ბერებმა მისი გადამალვა მოასწრეს). 1310 წელს, დიდი მაგისტრი, ჟაკ დე მოლი და ყველა ტამპლიერი დაწვეს, ხოლო 1312 წელს, ავინიონის პაპმა, კლემენტ მეხუთემ, ორდენი საბოლოოდ გააუქმა.

მეტაძრეებთან ერთად ჩაკვდა გოთიკური არქიტექტურაც. მსგავს ტაძრებს კიდევ ორი ასწლეულის მანძილზე აგებდნენ ევროპის სხვადასხვა კუთხეებში, მაგრამ ისინი მხოლოდ ასლები იყო. სჯულის კიდობანი და ხელნაწერები უკვალოდ გაქრა რაინდ ბერებთან ერთად, რომლებმაც საშინელი წამების შედეგადაც კი არ გასცეს საიდუმლო ცოდნა და საფლავში წაიღეს დიდებული და მშვენიერი გოთიკური ტაძრების საიდუმლო.

imageგოთიკური არქიტექტურის მარგალიტი-პარიზის ღვთისმშობლის ტაძარი (ნოტრ-დამი)

image(ნოტრ-დამი)

image(ნოტრ-დამი)

კიოლნის ტაძრის წყევლა

გოთიკური ტაძრის მშენებლობის დაწყების წინ საგულდაგულოდ ემზადებოდნენ: ლოცულობდნენ, მარხულობდნენ და ცოდვებს ინანიებდნენ. მაგრამ ალბათ ღმერთი ყოველთვის კეთილგანწყობილი არ იყო მათ მიმართ. უცნაურია კიოლნის ტაძრის ბედი, რომლის მშენებლობა 1248 წელს დაიწყეს და დღემდე არ არის დასრულებული.

imageკიოლნის ტაძარი

მისი მშენებლობა, დაწყებიდან მალევე შეაჩერეს–პარასკევს, 13 რიცხვში, არქიტექტორი, ყოველგვარი მიზეზის გარეშე, თითქოს უხილავი ძალის ხელისკვრით გადმოვარდა მხოლოდდამხოლოდ ორმეტრნახევრიანი სიმაღლიდან და იქვე გარდაიცვალა. დიდი გაჭირვებით მოძებნეს მისი შემცვლელი, მაგრამ მომდევნო პარასკევს უკვე მუშა დაიხრჩო წყლით სავსე აბაზანაში. მშენებლობა აკურთხა ეპისკოპოსმა, თუმცა ისევ ერთი კვირის თავზე მტირთავი, რომელსაც ზემოთ აჰქონდა სამშენებლო მასალები, ჩამოვარდა, დაეცა თავის ამხანაგებს და სამივე დაიღუპა. პირველი უბედურებიდან ერთი წლის შემდეგ, როცა ტრაგიკული დღე ისევ პარასკევს და ისევ 13 რიცხვს დაემთხვა, მშენებლობის ახალი ხელმძღვანელი დაიღუპა. მუშები პანიკამ მოიცვა, არავინ თანხმდებოდა არანაირი გასამრჯელოს ფასად ტაძრის მშენებლობაზე ემუშავა და მშენებლობა 15 წლით შეაჩერეს. ხოლო როდესაც მისი გაგრძელება გადაწყდა, მორიგი არქიტექტორი, რომელიც შესაშური ჯანმრთელობით გამოირჩეოდა, გარდაიცვალა გაურკვეველი მიზეზით, რა თქმა უნდა პარასკევს, 13 რიცხვში.

imageკიოლნის ტაძარი

მალე ევროპა ომების, რევოლუციების და სხვა კატაკლიზმების ტალღამ მოიცვა, ტაძრის მშენებლობის დასრულებისთვის თანხები არ იყო, და მხოლოდ მე-19 საუკუნეში მისცეს მას ასე თუ ისე დასრულებული სახე. ბედისწერამ ისევ შეახსენა თავი მშენებლებს: 1955 წლის 13 თებერვალს რესტავრატორი ერთ-ერთი კოშკიდან ჩამოვარდა და დაეცა ორ კოლეგას. მათი სიკვდილი ზუსტი ასლი იყი იმ უბედური შემთხვევისა, რომელიც შვიდნახევარი საუკუნის წინ მოხდა.

შეიძლება დაგაინტერესოთ:



# რატომ ვერ აღმოუჩინა მეფე ფილიპმა ტამპლიერებს სიმდიდრე? ნაწილი პირველი)


# შუასაუკუნეების დედოფლები ლამის სახალხოდ მშობიარობდნენ


# ვინ იყო სინამდვილეში განთქმული საყვარელი ჯაკომო კაზანოვა


# იყო თუ არა ლორდ ბაირონის ქალიშვილი პირველი პროგრამისტი?


# ჯობია ამ ქვეყნებში მამაკაცად არ დაიბადო

0
308
4-ს მოსწონს
ავტორი:ირინა მ.
ირინა მ.
Mediator image
308
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0