ფოტოგრაფია “შხაპის შემდეგ”: სელებრითების 20 ცხელი ფოტო, რომელზეც ... პირსახოცის გარდა სხვა არაფერია 2020, 8 ოქტომბერი, 15:07 თანამედროვეობის ერთ - ერთმა ყველაზე გამორჩეულმა და გავლენიანმა ფეშენ - ფოტოგრაფმა მარიო ტესტინომ საზოგადოება ამჯერად, საკმაოდ ორიგინალური ფოტოპროექტით აალაპარაკა, ხელოვანმა "Towel Series" -ი ფარგლებში შოუ - ბიზნესის ცნობილი წარმომადგენლები და რჩეული სპორტსმენები, არც მეტი, არც ნაკლები მხოლოდ ერთი აქსესუარით - აბაზანის პირსახოცით გადაიღო.ხელოვანის თქმით, პორტფოლიოს შექმნის იდეა მას სრულიად შემთხვევით, მუშაობის პროცესში გაუჩნდა: "ქეით მოსის ფოტოსესიას ვიღებდი, როცა გადაღებებს შორის შესვენებისას, გასახდელში შხაპის შემდეგ აბაზანის ხალათითა და თავზე პირსახოც მოხვეული ქეითი დავინახე, ამის შემდეგ გადავწყვიტე ეს მომენტი დამეფიქსირებინა და "Instagram"- ზე ამეტვირთა. ასე დაიწყო ყველაფერი... "Towel Series"-ი დახურული კლუბია. საკუთარი პროექტისთვის ჩემთვის საინტერესო სახეებს გულდასმით ვარჩევ და მხოლოდ საკუთარი შეხედულებებით ვხელმძღვანელობ, "- აცხადებს ფოტოგრაფი. ფოტოსესიაში უკვე მიიღეს მონაწილეობა - კირა ნაითლიმ, მაილი საირუსმა, ირინა შეიკმა, ნაომი კემპბელმა, კრიშტიანუ რონალდუმ, ჯასტინ ბიბერმა, ჯიჯი ჰადიდმა და კოდი სიმპსონმა, მთლიანობაში სულ 67 სელებრითმა.ბრიტანელი ფეშენ - ფოტოგრაფი მარიო ტესტინო მსოფლიოში დღესდღეობით ყველაზე მოთხოვნადი და გავლენიანი ხელოვანია, რომლის უნიკალური ნიჭიც თითქმის ყველა წამყვანმა მოდის სახლმა უკვე დიდი ხანია ერთხმად აღიარა, ხელოვანი ისეთ ცნობილ ვარსკვლავებთან თანამშრომლობს როგორებიც - მადონა, ლედი გაგა, ნაომი კემპბელი, ქეით მოსი, ჯენიფერ ლოპესი და სხვა ცნობილი სელებრითები არიან.მაილი საირუსიკოდი სიმპსონი და ჯიჯი ჰადიდისელენა გომესიჯოან სმოლსისიენა მილერისტელა მაქსველიჯასტინ ბიბერინაომი კემპბელიდაუცენ კროსიჰეილი ბოლდვინიკრიშტიანუ რონალდუბარბარა პალვინიკარა დელევინიფრანცისკო ლაჩოვსკიკრისტენ სტიუარტიროუზი ჰანტინგტონ -უაიტლიმიშელ ჰაისმენიემილი რატაკოვსკიმირანდა კერიბლეიქ ლაივლი996 შეფასება არ არის |