x
image
არჩილ ვერულიძე
ვინ იყვნენ სარკინოზები
image

დღეს სიტყვა «სარკინოზი» პირველ რიგში ასოცირდება ლეგენდარულ ჯვაროსნულ ლაშქრობებთან, წმინდა მიწისთვის ბრძოლასა და იერუსალიმში შეჭრილ არაბულ ტომებთან. მაგრამ საიდან გაჩნდა ეს სახელი?


სიტყვის წარმოშობა



ამ სიტყვის ზუსტი მნიშვნელობის აღნიშვნა ახლა რთულია - ენათმეცნიერებსა და ისტორიკოსებს არ შეუძლიათ ზუსტად დაადგინონ, საიდან გაჩნდა ეს სიტყვა. ზოგი მიიჩნევს, რომ საფუძველი ძველი ფრანგული ტერმინია - Sarrazin, ლათინური Saracenus- დან, რომელიც ბერძნული Sarakenos- გან არის მიღებული. ბერძნული ტერმინის წარმოშობა გაუგებარია, მაგრამ ენათმეცნიერების აზრით, ის შეიძლება წარმოშობილი იყოს არაბული sharq-დან, რაც ნიშნავს "აღმოსავლეთს" ან "მზის ამოსვლას".


გვიანდელი ბერძენი მწერლები, როგორიცაა პტოლემე, სირიასა და ერაყში მცხოვრებ ზოგიერთებს სარაკენოიებად მოიხსენიებს. მიუხედავად იმისა, რომ ზუსტად არ ვიცით ვინ იყვნენ ეს ხალხი, ბერძნები და რომაელები მათ განასხვავებენ ჩვეულებრივი არაბებისგან. როგორც ზოგიერთ ტექსტში ჩანს, ეს ტერმინი ეხება ფინიკიის მძიმე კავალერიას.



ადრეულ შუა საუკუნეებში ევროპელებს აღარ აინტერესებდათ ახლო აღმოსავლეთი, მაგრამ მცირედ ინტერესს მაინც ინარჩუნებდნენ მის მიმართ. უფრო მეტიც, თითქმის იქვე - ესპანეთსა და პორტუგალიას - მავრების არაბული ტომები მართავდნენ. მე-X საუკუნეშიც კი სიტყვა «სარკინოზი» არ იყო იგივე, რაც არაბი ან მავრი - ეს უკანასკნელი სპეციალურად აღნიშნავს ჩრდილოეთ აფრიკის მუსლიმებს - ბერბერებსა და არაბ ხალხებს, რომლებმაც იბერიის ნახევარკუნძულის უდიდესი ნაწილი დაიპყრეს. ჯვაროსნული ლაშქრობების დროს ევროპელები გამონაკლისის გარეშე ყველა არაბს უწოდებდნენ ტერმინით Saracens; მათთვის მნიშვნელობა არ ჰქონდა, რომ არაბული ტომებიც განსხვავდებოდნენ ერთმანეთისგან. მაგრამ არც სარკინოზები ჩამორჩნენ, - მათთვის ევროპელები ფრანკები იყვნენ, მაშინაც კი, თუ ისინი გერმანიიდან ან ინგლისიდან ჩამოდიოდნენ.

image

ისტორიამ იცის სარკინოზებთან ევროპელების სასტიკი ბრძოლის მრავალი მაგალითი.მაგრამ ყველაზე თვალშისაცემია სალაჰ ად-დინის (ან სალადინის) ბრძოლა ინგლისის მეფესთან, რიჩარდ ლომგულთან. 1187 წელს მუსლიმთა ლიდერმა სალადინმა კვლავ დაიპყრო ქალაქი იერუსალიმი, ისევე როგორც ჯვაროსანთა ციხეების უმეტესი ნაწილი მთელ წმინდა მიწაზე. ამის საპასუხოდ ევროპის მეფეებმა, მათ შორის გერმანელმა ფრიდრიხ ბარბაროსამ, (რომელიც გზაში გარდაიცვალა), ფრანგმა ფილიპემ და ინგლისელმა რიჩარდ I- მა (ლომგული) მოაწყვეს ქალაქის გადარჩენის კამპანია. მიმდინარეობდა მესამე ჯვაროსნული ლაშქრობა.


კამპანიის წარმატების საწინდარი გახდა საპორტო ქალაქ აკრას აღება. მეფე რიჩარდი 1191 წლის ივნისში ჩავიდა ადგილზე, რათა ქრისტიანული არმიის ალყაში მოქცეული ქალაქი ეპოვა. სალადინი ირწმუნებოდა - მისი არმია სუსტია ქალაქის აღებისთვის, მაგრამ ძალზედ ძლიერია იმისთვის, რომ განადგურებული იქნას.


რიჩარდმა და საფრანგეთის მეფემ ფილიპემ ქალაქზე შეტევა გააძლიერეს, დაანგრიეს ქალაქის კედლები, შეასუსტეს მისი დაცვა, ამავე დროს აიძულეს დამპყრობლები დანებებულიყვნენ. დაბოლოს, 12 ივლისს, მუსლიმი მცველები და ჯვაროსნები დათანხმდნენ ბრძოლის შეწყვეტას. მცველების სიცოცხლის სანაცვლოდ, სლადინს 200, 000 ოქრო უნდა გადაეხადა, გაეთავისუფლებინა 1500 ქრისტიანი ტყვე და დაებრუნებინა ქრისტიანთა წმინდა რელიქვია - წმინდა ჯვარი. ეს მოქმედებები უნდა შესრულებულიყო ქალაქის დაცემიდან ერთი თვის ვადაში. რიჩარდმა მძევლად აიყვანა 2 700 მუსლიმი, შეთანხმების პირობების შესრულებამდე.


სალადინი მაშინვე შეეჩეხა პრობლემებს, გარიგების თავისი ნაწილის შესრულებისას, შეთანხმების უკიდურესი ვადა პირობების შესრულებამდე გავიდა. კომპრომისის სახით, სალადინმა შესთავაზა რიჩარდს, ტყვეების გათავისუფლება გამოსასყიდის ნაწილის სანაცვლოდ, დანარჩენის კი მოგვიანებით გადაეხადა. ალტერნატივის სახით, მან შესთავაზა მეფეს, იმ ფულის გადაცემა, რომელიც კონკრეტული მომეტისთვის ჰქონდა, ასევე მძევლების დატოვება ქრისტიანი ტყვეების სანაცვლოდ, მანამ სანამ დარჩენილი თანხა არ იქნებოდა გადახდილი, მუსლიმი ტყვეები კი განთავისუფლებული.


რიჩარდი არ დათანხმდა ასეთ პირობას, მაგრამ სალადინს უნდა მიეღო მისი სამეფო დაპირება ტყვეების გათავისუფლებაზე, გამოსასყიდის სრულად გადახდის შემთხვევაში. მმართველები ვერ შეთანხდნენ. რიჩარდმა აკრის მაჰმადიანი მცველების სიცოცხლე ჩამორთმეულად გამოაცხადა და მათი სიკვდილით დასჯის თარიღად დაადგინა 20 აგვისტო. აი როგორ აღწერს სიკვდილით დასჯას სალადინის ერთ – ერთი მინისტრი და მოსამართლე, რომელიც საშინელი სასაკლაოს მოწმე გახდა.


«დანიშნულ დღეს, დღის დაახლოებით ოთხ საათზე, მეფე ცხენებით გავიდა მთელი ჯარით, რაინდებით, მსახურებით და ალ-აიადიას გორას ძირში მდებარე ორმოებისკენ გაემართა, სადაც მან უკვე გაგზავნა კარვები. ფრანკებმა მიაღწიეს ამ ბორცვსა და კეისანას ბორცვს შორის გადაჭიმულ ბარის შუაგულს, რომელთანაც სულთანის მოწინავე გვარდიამ უკან დაიხია, ყველა მუსლიმს წინსვლა უბრძანეს.


ტყვეები მეფის წინაშე უნდა წარმდგარიყვნენ. ისინი სამ ათასზე მეტი იყვნენ და ყველა თოკებით იყო შეკრული. ფრანკები დაერივნენ მათ და უმოწყალოდ ამოხოცეს, მახვილებითა და შუბებით. ჩვენმა ავანგარდულმა გვარდიამ სულთანს უკვე აცნობა მტრის მოძრაობის შესახებ და მან გაგზავნა დამხმარე ძალები, მაგრამ მათ დაიგვიანეს. მუსლიმებმა, დაინახეს რაც ხდებოდა ტყვეებთან და ფრანკებთან ბრძოლაში ჩაებნენ, რომელიც ღამემდე გაგრძელდა, რამდენიმე ასეული ადამიანი დაიღუპა და დაიჭრა ორივე მხრიდან.


მეორე დილით, ჩვენი ხალხი შეიკრიბა ამ ადგილას და მიაგნო მუსლიმებს, რომლებიც როგორც მორწმუნეებისთვის წამებულნი იწვნენ მიწაზე. მათ ზოგი მკვდარიც კი იცნეს და ეს სანახაობა მათთვის დიდ უბედურებას წარმოადგენდა. მტერმა მხოლოდ ის ტყვეები შეიწყალა, რომელთაც მძიმე ფიზიკური მუშაობა შეეძლოთ».


მოგვიანებით გაირკვა, რომ რიჩარდმა შეიწყალა უბრალო ხალხი - ბავშვები და ქალები, სწორედ ამის შემდეგ უწოდეს რიჩარდ I პლანტაგენეტს "ლომგული"


1199 წლის 6 აპრილს გარდაიცვალა ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ინგლისელი მეფე, რიჩარდ I - ლომგული. გზა ტახტისაკენ რიჩარდი ჰენრი მე-II ინგლისელისა და ელეონორ აკვიტანიელის მესამე ვაჟი იყო. იგი დაიბადა 1157 წლის 8 სექტემბერს. ლეგენდის თანახმად, რიჩარდს ძუძუს აწოვებდა ფილოსოფოსისა და თეოლოგის Alexander Neckam - ის დედა, რომელის დაბადებაც უფლისწულისას დაემთხვა...


ინგლისის მეფე რიჩარდ I პლანტაგენეტი, რომელსაც თავისი სიმამაცის გამო ლომგული უწოდეს, მართავდა სამეფოს მხოლოდ ათი წლის განმავლობაში - 1189 წლიდან 1199 წლამდე. ის თავის მოვალეობებს ნაკლებად ასურლებდა, რადგან მონარქი ცხოვრების უმეტეს ნაწილს ჯვაროსნულ ლაშქრობებში ატარებდა. ამის მიუხედავად, რიჩარდის მმართ...

2
1059
7-ს მოსწონს
ავტორი:არჩილ ვერულიძე
არჩილ ვერულიძე
1059
  
2020, 8 ოქტომბერი, 16:21
მე არ ვარ დიდი ისტორიკოსი, ან მეცნიერი, ასე რომ ჩემი სტატიები დიდ მნიშვნელობას არ ატარებს. სტატიებში უხეში შეცდომებიც დამიშვია, რისთვისაც ბოდიშს ვიხდი.

აქვე გეტყვით რომ, ზოგიერთის აზრით სიტყვა - " sharq" ნიშნავს შალს, აბრეშუმს.
2020, 8 ოქტომბერი, 15:43
ასეთ სტატიენზე მცირე ნახვები პირდაპირ კავშირშია ჩვენი საზოგადოების დეგრადაციასთან, წარსული დავივიწყეთ, აწმყოს ვერ აღვიქვამთ და მომავალი რას მოგვიტანს არავინ უწყის...
0 1 2