x
image
ილია მარტყოფლიშვილი
Mediator image
რა კარგი ყოფილა კორონავირუსზე ტესტის ჩატარება, აღარ ვხვრინავ - ხვიჩა მაღლაკელიძე

image


რა გავლენა მოახდინა მსოფლიო პანდემიამ ხვიჩა მაღლაკელიძეზე - ამის შესახებ მან რადიო „არ დაიდარდოს“ სტუდიაში სტუმრობისას ისაუბრა. როგორც მაღლაკელიძე აღნიშნავს, კორონავირუსზე ტესტის ჩატარების შემდეგ აღარ ხვრინავს.


„მე, რომ ამ ამბავს არ შევხედო იუმორით და პოზიტივით, ალბათ გული გამისკდება. დღეს იუმორი და სარკაზმი გადაგვარჩენს, ძალიან დაძაბულობაა. მინდა ვთქვა, რომ პანდემიის პირობებში პირნათლად ვასრულებ რეგულაციებს. მაქვს ბავშვთა სტუდია, 1-ელი ოქტომბრიდან დავიწყეთ აქტიური მიღება რეგულაციების დაცვით. ყოველი გაკვეთილის დაწყებამდე ვხვდები ბავშვებს კარში და სადეზინფექციო ხსნარს ვასხავ, ისეთი სუნი აქვს პახმელიაზე გამოგიყვანს ადამიანს. მშვიდ პროცესში მიდის მეცადინეობა. ვართ ერთი კლასტერი და არაფერი არ გვიშლის ხელს. რა კარგი ყოფილა კორონავირუსზე ტესტის ჩატარება, ერთი დადებითი აქვს, ჩემი ცოლი მეუბნება, რომ ღამით აღარ ვხვრინავ (იცინის), “ - აღნიშნა ხვიჩა მაღლაკელიძემ.

0
208
1-ს მოსწონს
ავტორი:ილია მარტყოფლიშვილი
ილია მარტყოფლიშვილი
Mediator image
208
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0