x
მეტი
  • 25.04.2024
  • სტატია:134514
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508574
ვატიკანის არქივის კედლებში დამალული საიდუმლოებანი
image

1929 წლის 11 თებერვალს ვატიკანი სუვერენული სახელმწიფო გახდა. დამოუკიდებელი წმინდა საყდრის ისტორია სათავეს იღებს ე.წ ლატერანის ხელშეკრულებების ხელმოწერიდან - დოკუმენტების ერთობლიობა, რომელიც განსაზღვრავს ვატიკანის უფლებებს, პრივილეგიებსა და პოზიციას იტალიის სახელმწიფოში. ამასთან, ამ მოვლენას უფრო ფორმალური მნიშვნელობა ჰქონდა: მრავალი საუკუნის განმავლობაში პაპობა გავლენას ახდენდა მთელი მსოფლიოს ბედზე.


ვატიკანის საიდუმლო არქივი, რომელიც XIX საუკუნის მიწურულიდან თანდათანობით ცნობილი ხდება მსოფლიოსთვის, შეიცავს ფასდაუდებელი ხელნაწერების უზარმაზარ კოლექციას - წმინდა საყდრის ძლიერების მტკიცებულებებს.

image


არქივი გამოიყო ვატიკანის ბიბლიოთეკისგან 1610 წელს პაპ პავლე V- ის დროს და მას შემდეგ წარმოადგენს საიდუმლოებების უდიდეს საცავს მსოფლიოში. 650 განყოფილებად დაყოფილი თაროების საერთო სიგრძე 85 კილომეტრია - 35 ათასზე მეტი წიგნით და დოკუმენტით.

imageimage

ზოგიერთი ცნობით, არქივი შეიცავს ოკულტური ლიტერატურის უდიდეს კოლექციას მსოფლიოში. უდიდეს ინტერესს იწვევს ჩანაწერები არა მისტიკური რიტუალების შესახებ, არამედ ისტორიული დოკუმენტები, რომლებიც მოიცავს კაცობრიობის 16 საუკუნოვან ისტორიას.

image

გვერდი გალილეო გალილეის დაკითხვის ოქმიდან მისი ხელმოწერით, 1638 წ.

image

მარია ანტუანეტას მიერ გაკეთებული წინასასკვდილო ჩანაწერი, დაწერილი სიკვდილით დასჯის წინ“ 1793 წ.



«აქ ყველაფერია - ძველი ევროპიდან აზიამდე, ამერიკის აღმოჩენებიდან მეორე მსოფლიო ომამდე. ჩვენს ყურადღებას არცერთი ქვეყანა არ გამოპარვია» - ამბობს სერჟიო პაგანო, არქივის მცველი.

image

ინკვიზიციის განაჩენი, გამოტანილი ასტრონომ ჯორდანო ბრუნოსთვის, 1600 წელს.

image

პაპმა კლემენტ VII- მ ინგლისელი დიდებულებისგან მიიღო ეს წერილი, რომელშიც აცნობეს მეფე ჰენრი VIII- ის და კატალინა არაგონელის ქორწილის შესახებ.

image

ტამპლიერების სასამართლო პროცესის ანგარიში, 231 ჩვენება 60 მეტრიან პერგამენტზე, 1311 წ



ბიბლიოთეკაში შეგიძლიათ იხილოთ ინკვიზიციის ყველაზე ცნობილი პროცესების ხელნაწერები, ჯვაროსნული ლაშქრობების დროინდელი ნამუშევრები, ცნობილი მოაზროვნეებისა და მეცნიერების ხელნაწერები.

image

პაპ პიუს XI- ს ადოლფ ჰიტლერისადმი გაგზავნილი წერილი მისი წერილის საპასუხოდ, რომელშიც გერმანიის რაიხის კანცლერი იმედოვნებს ვატიკანთან კავშირის განმტკიცებას, 1934 წელი.


შთამბეჭდავია წმინდა საყდარს და მნიშვნელოვან პირებს შორის კავშირების სივრცე. მაგალითად, არქივში ინახება კანადური ტომის ბელადის ოჯიბვას წერილი, 1887 წელს დაწერილი, რომელშიც ის მადლობას უხდის ვატიკანს მისიონერის გაგზავნისთვის

image

პერგამენტი, რომელზეც აღწერილია რომის საღვთო იმპერიის იმპერატორის, ოტო I- ის საჩუქრები ეკლესიისთვის, 950 წ.

image

მაროკოს ხალიფას წერილი პაპ გრიგოლ VII- სთან, , რომელშიც ის ახალი ეპისკოპოსის დანიშვნას ითხოვს.



არქივი მეცნიერებისთვის 1924 წელს გაიხსნა. თავდაპირველად, გაასაჯაროეს დოკუმენტები მე-XIX საუკუნის შუა ხანებამდე. თანდათანობით, ხელმისაწვდომი მასალების მოცულობა გაიზარდა და ახლა სპეციალისტებს საშუალება აქვთ შეისწავლონ დოკუმენტები 1939 წლამდე. რამდენიმე წლის წინ გაჩნდა იმფორმაცია, რომ ვატიკანი აპირებს მეორე მსოფლიო ომის დროინდელი არქივების გასაჯაროებას.

image

საფრანგეთის დედოფლის მარია სტიუარტის უკანასკნელი წერილის ფრაგმენტი პაპ სიქსტუს V- სადმი, 1586 წ.

image

17
943
8-ს მოსწონს
ავტორი:არჩილ ვერულიძე
არჩილ ვერულიძე
943
  
2021, 5 იანვარი, 16:52
ქალბატონო დალი, არასოდეს ვყოფილვარ პატრიოტი, არც ვიქნები სავარაუდოდ.
2021, 5 იანვარი, 14:41
დიდი ქართველი პატრიოტი რომ იყო,ელემენტარულად ქართველი უნდა იყო,თანაც ნაღდი.თუ ვინმეს საქართველოს ისტორია აინტერესებს,ჯავახიშვილი,ჯანაშია და ბერძენიშვილი წაიკითხოს.
2020, 8 ოქტომბერი, 16:17
საქართველო დაყოფილია რეგიონებად... უწინ ხშირად მესმოდა " ქართველი მოიყვანა ცოლად" ამბობდნენ აჭარის მკვიდრნი, როდესაც აჭარელი სხვა რეგიონიდან მოიყვანდა ცოლს. არასდროს ვყოფილვარ " დიდი ქართველი პატრიოტი" ბევრი ქართული ადათ-წესი მარაზმად მიმაჩნია, მაგრამ საქართველოს ისტორია უნიშვნელოვანასია და მისი დამალვა დანაშაულია
2020, 8 ოქტომბერი, 15:45
მართალს ბრძანებთ. სამწუხაროდ საქართველოს იმ ისტორიკოსების ნაღვაწს, ვისაც სიტყვა ეთქმოდა საქართველოს წარსულზე დღესაც გრიფით საიდუმლო ადევს.
ისეთ "ზღაპრებს" ვკითხულობ ხოლმე ქართულ რეალობაში, სატირალია, მაგრამ მეცინება.
2020, 8 ოქტომბერი, 15:38
მართლა ვერ წარმოვიდგენდი ასეთ რამეს. მე პირადად კოლხეთი ძირძველ საქართველოდ მიმაჩნდა, სულ მცირე მის წინამორბედად მაინც. მაგრამ რას გაიგებ, ყველა თავისებურად ფიქრობს და ხედავს. ისტორიკოსებიც კი ვერ თანხმდებიან ბევრ საკითხში.
2020, 8 ოქტომბერი, 15:31
ზუსტად ანალოგიურის დაწერის გამო დამბლოკეს 3 ჯგუფში.
ერთმა რეგვენმა საერთოდ სეპარატისტები გვიწოდა მეგრელებს რაზეც ბუნებრივია გამეცინა, სამეგრელო მუდამ იდგა საქართველოს ერთიანობის წინა ხაზზე.
ჩემი წინაპარი ვამეყ ჩიჩუა კი უამრავ ბრძოლაში ახლდა დიდ ერეკლეს.
2020, 8 ოქტომბერი, 15:23
ჩემი აზრით ეს დანაშაულია საქართველოს სახელმწიფოს მიმართ. ისტორიის გადაწერა, ან დამალვა დაუშვებელია, როგორიც არ უნდა იყოს იგი.
2020, 8 ოქტომბერი, 15:13
ასეა ბატონო არჩილ, ტერმინი მედიცინაც მედეასგან მოდის ისევე, როგორც ჰეკატეს ბაღი.
სამწუხაროდ ამისი აღიარება უჭირთ, ბევრი დღესაც ფიქრობს, რომ თუ მოხდება რეალობის აღიარება ეს სეპარატისტულ მოძრაობას გამოიწვევს, რაც სრული აბსურდია.
საქართველოს ისტორიაში სულ ორიოდე ფურცელი უკავია კოლხეთზე და ეგრისის სამეფოზე მასალას, როცა რეალურად "ზღვა" მასალაა.
2020, 8 ოქტომბერი, 13:48
სასკოლო გამოცემებში ეწერა კოლხეთის პირდაპირი კავშირის შესახებ საქართველოსთან. ახლა არ ვიცი რა ხდება, მაგრამ ნამდვილად ვერ წარმოვიდგენდი, რომ ეს ფაქტი ამდენად საკამათო, ან დასამალი იყო. აიეტის ქალიშვილ მედეას ხომ ქართველად განიხილავდნენ. ითვლებოდა, რომ ოქროს საწმისი ქართველების წინაპრებს მოსტაცა იასონმა. განა ასე არ არის?
წინა კომენტარების ნახვა
0 0 10