x
მეტი
  • 25.04.2024
  • სტატია:134520
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508584
კვებითი ქცევის დარღვევა ( ნინო ციცქიშვილი )
image
კვებითი აშლილობა - ფსიქიკის მოშლაა, სულის განადგურებაა, საკუთარი ნებით, საკუთარი სხეულის სამსხვეპლოზე მიყვანაა. არ გადავაჭარბე
ბ, თუ ვიტყვი - რაც კი დედამიწის ზურგზე სისასტიკე არსებულა, ერთად აღებული ყველა სისატიკე ვერ გადაწონის მის ბოროტებას. იმას, რაც შენს თავს უნდა დამართო, ვერ წარმოიდგენ რაოდენ მწარედ შესაგუებელია შენს გვერდით მყოფი ახლობლებისათვის.

ბავშვობაში ვიყავი გამხდარი, პატარა გოგო, ნამდვილად აქტიური და დაუღალავი. 11-12 წლის წლის ასაკიდან წონაში მოვიმატე. მოზარდობის პერიოდში გადატანილი სტრესი ბიძგია იმისა, რომ შენ კვებითი აშლილობა დაგემართოს. ვარჯიშობ, მიმართავ დიეტებს, იკვებები არასრულფასოვნად, იწყებ შიმშილს და იბრძვი მიზნის მისაღწევად, ოღონდაც ჭარბი წონა მოიშორო. გატაცებული ვიყავი კალორიების დათვლით, საკვების შერჩევით, ვარჯიშებით. დღემდე მაქვს ჩემი ძველი დღიური, რომელიც მთელი დღის საკვებს, წონის დაკლებას და კალორიებს ეხებოდა. ამაზე უფრო საინტერესო ჩემთვის არაფერი არსებობდა.


წონას ემშვიდობები, მაგრამ ისე ნადგურდები, ამას უკვე ვეღარ ხვდები. სიგამხდრის უკიდურეს ზღვარზეც რომ იყო, შენ ამას სილამაზედ აღიქვამ. შინ ჩავიკეტე, გარეთ გამოსვლის მეშინოდა, არ მინდოდა მეგობრებს შეხვედროდი მარტო იმიტომ, რომ სადმე კაფეში წასვლა არ შემოეთავაზებინათ...


ჩემი თმის, კანისა და ფრჩხილების მდგომარეობა საშინელი გახდა, ორგანიზმში არასახარბიელო ცვლილებებმა დაიწყეს მიმდინარეობა. ჩემი წონა 38 კგ გახდა. შფოთვამ შემიპყრო. მხოლოდ წერილის წერის დროს შევძელი ღრმად ამოსუნთქვა. ვწერ ჩემს შეგრძნებაზე და ამ წუთას ჩემმა ფილტვებმაც შვება იგრძნეს. ზოგჯერ კი ისეთ მდგომარეობა მეუფლება, თითქოს ჰაერი რომლითაც ვსუნთქავ, არასაკმარისია.




ჩემი სხეულის მასის ინდექსი ზღვარს ჩამოსცილდა, აქეთ-იქედან წამოსული ხმები - შენ ძალიან გახდი, ჩონჩხს ხომ არ უნდა დაემსგავსო? მოსვენებას მიკარგავდა. კვებითი აშლილობა საშინელი გამოცდილება იყო ჩემთვის. იგი არ არის მარტივი და ეს არ არის ნამდვილი ცხოვრების წესი. ის ტრაგედიაა და მე ამ ტრაგედიის განცდას არასოდეს ვუსურვებდი ჩემს მტერსაც კი.


ექიმს მივაკითხეთ, დავრწმუნდი, რომ ჩემი სხეული ავად არ იყო, პრობლემა ჩემს გონებაში აკვიატებული ფიქრებით იყო გამოწვეული.


მინდა ხმამაღლა ვიყვირო ამ საშინელებაზე. მინდა ხმა მივაწვდინო ყველა იმ ადამიანს, ვის სულშიც ამ სივერაგეს მოინდობია შეღწევა. ჩემო მეგობრებო, ჩემთვის ნაცნობო თუ უცნობო ადამიანებო. ნუ დაუმეგგობრდებით ამ სნეულებას, ნუ გაინადგურებთ სულსა და სხეულს, რამეთუ მისით შეპყრობილთ უჭირთ, თავის დაღწევა, რეალობის წაღმა დანახვა. ეცადეთ ღრმად არ ჩაგითრიოთ ჭაობმა, თორემ მისგან განშორება, შესაძლოა ვეღარ შეძლოთ.


განა ღირს, ნებისმიერი სტრესის გამო, სოცოცხლეს საფრთხე შეუქმნა?


არა და არ ღირს, უარი მას.


ახლობელი ადამიანი კი შენი შეხედვით იტანჯება.


მითითებას მოგცემს? შენ ღიზიანდები, გგონია მათი მხრიდან გამოვლენილი შენს წონასთან დაკავშირებული ზრუნვა, შურს უკავშირდება. არადა რა შური, ასეთი სახით შენი დანახვა ახლობლისათვის ისეთი მტკივნეულია, შენ რომ ვერ წარმოიდგენ.


იწყება ადამიანებთან გაუცხოვება, მარტოსულად ქცევა, დეპრესია, ჯანმრთელობის განადგურება, სასიცოცხლო ორგანოების სრულფასოვნების შეწყვეტა...


მინდა გითხრა, მინდა ირწმუნო, რომ შენ მარტო არ ხარ და ის ყველაფერი, რასაც აგრერიგად განიცდი, რაც შენს სულს ასე აწვლებს, სხვა არაფერია თუ არა ის უასიამოვნო ნაფიქრი, ის აკვიატებული აზრი, რომელიც სხეულზე მაჯლაჯუნასავით შემოგწოლია, მაწუხები შემოუკრავს ცდილობს არ დაგეხსნას. არასწორად ნაფიქრის, არასწორად ჩადენილი საქციელის გამოსწორება, შენ არ გაგიჭირდება. შენ იმდენი შეძელი, დამიჯერე, იმასთან, ეს არაფერია. და თუ ფიქრობ, რომ ცუდად ხარ, ეს მხოლოდ შენი წარმოსახვის ნაყოფია.


შენ მარტო არ ხარ. შენს გვერდით შენი სიძლიერეა, გჯეროდეს ამის.


შენს გვერდით შენი მტკიცე სულია. ის არ მოგვემს მცდარი გზით სიარულის უფლებას.


შენს გვერდით შენი საღი გონებაა, რომელიც რელობას წაღმა დაგანახვებს და მიგახვედრებს, რომ ის სინათლის სხივი შორიდან რომ მოსჩანდა, ძალიან ახლოსაა შენთან.


მიდი, დაადექი სწორ გზას, ის უფალმა გიჩვენა, დაადექი და მიგიყვანს იქ, სადაც უნდა იყო. იქ გელოდება ყველა, ვისაც მთელი გულით უყვარხარ, ვინ მხოლოდ შენით ცოცხლობს. იქ გელოდება დედა, რომელსაც შენით უფეთქავს გული. დაასრულე მისი მღელვარება. შენ ყველაფერს შეძლებ.


ნუ დაგავიწყდება, რომ შენც ისეთივე ადამიანი ხარ, როგორიც სხვა. შენც ისეთივე მოთხოვნილებები გაქვს, როგორც სხვას. შენც ისევე უნდა იბედნიერო, როგორც სხვამ. ნუ დაუკარგავ შენს თავს ამის უფლებას, გთხოვ.


შეიგნეთ, ჩემო მეგობრებო, პრობლემებს ძალით ნუ შეიქმნით, მიეცით თქვენს ლამაზ სულს გაშლა-გაფურჩქვნის საშუალება, არ დაუკარგოთ იმის შეგრძნების უნარი, რომ ყოველი გათენებული დღე მშვენიერია. მიეცით თქვენს გულებს სწორად სუნთქვის უფლება.


საკუთარ თავთან ჭიდილი, საკუთარი ქვეცნობიერის დამარცხება მოგიწევს და მერწმუნე, რომ შენ ამას აუცილებლად შეძლებ.


მჯერა, რომ მალე გათენდება დღე მადლიანი. დღე, რომელიც გამცნობს, რომ შენ ისევ შენ ხარ და არა ის, გუშინ რომ იყავი. მალე მოიყვანე ეს დღე. დღე ბედნიერებისა, დღე აღმაფრენისა, დღე სიკეთისა და გჯეროდეს, რომ ის ფიქრები სულიდან ამოსვლა რომ მოუხერხებიათ, შენი სხეულის საკურნებლად ქცეულნი, შენი გამარჯვების საწინდარი იქნება.

0
98
2-ს მოსწონს
ავტორი:ნინო ციცქიშვილი
ნინო ციცქიშვილი
98
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0