x
მეტი
  • 29.03.2024
  • სტატია:134040
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
მათზე გიჟდებიან, მათ კი რცხვენიათ: ნახეთ, რა კომლექსები აწუხებთ ცნობილ სელებრითებს

image


გარეგნულად ვარსკვლავები ძალიან თავდაჯერებულად გამოიყურებიან, თუმცა ეს მხოლოდ ერთი შეხედვით. სინამდვილეში, ბევრი მათგანი სულაც არ არის კმაყოფილი საკუთარი გარეგნობითა და ფიზიკური მონაცემებით. ზოგს თავისი ტუჩები არ მოსწონს, ზოგს - ყურები, ზოგსაც კი - სახეზე ჭორფლი. მოდით ვნახოთ, რა კომპლექსები აწუხებთ ცნობილ სახეებს და რა არ აკმაყოფილებთ საკუთარ გარეგნობაში ყველაზე მეტად.



ნიკოლ კიდმანი (სხეული, ჭორფლი)



image


ვინ იფიქრებდა, რომ ნიკოლ კიდმანი ნამდვილი - "კომპლექსების ბუდეა". ყველაზე მეტად მას საკუთარი სხეულის მეტისმეტი სიგამხდრე არ მოსწონს: "განუწყვეტლივ ვფიქრობ იმაზე, რომ ბიჭური სხეული მაქვს, ვისურვებდი უფრო ქალური და სასურველი ფორმები მქონოდა, რადგან ასეთი სხეული ბევრად უფრო მიმზიდველი და ლამაზია", - განაცხადა მსახიობმა.


image


გარდა ამისა, ნიკოლი არც თავისი ფერმკრთალი კანითა და ჭორფლით არის აღფრთოვანებული, როგორც აღმოჩნდა ავსტრალიელ ლამაზმანს ამის კომპლექსი ჯერ კიდევ ბავშვობიდან მოჰყვება, როცა კლასელები მას უჩვეულო გარეგნობის გამო დასცინოდნენ.




ჯენიფერ ლოურენსი (სხეული)



image


"ყოველთვის მსურდა "ნორმალური" სხეული მქონოდა, თუმცა სამწუხაროდ ასეთი არ მაქვს, ამიტომ ყოველდღე პილატესით ვარ დაკავებული და კვების რაციონსაც დიდ ყურადღებას ვაქცევ, რათა უფრო "ნორმალური" გავხდე, თუმცა ყოველ შემთხვევაში, მსოფლიოში თავს ყველაზე მსუქნად ნამდვილად არ ვთვლი და ეს, უკვე კარგია, " - განაცხადა ოსკაროსანმა მსახიობმა.




კამერონ დიასი (მკერდი)



image


"გამუდმებით ვიმოწმებ მკერდს იმ იმედით, რომ ოდნავ მაინც გაიზარდა: მაგრამ არა, ისევ პატარაა! - აღიარებს კამერონი. "ბევრი ქალი თვლის, რომ მკერდი დიდი ზომის უნდა იყოს, მაგრამ მე იმის ცოცხალი მაგალითი ვარ, რომ პატარა მკერდითაც შორს წასვლა სრულიად შესაძლებელია, " - განაცხადა ვარსკვლავმა ერთ - ერთ ინტერვიუში.





დევიდ ბექჰემი (ხმა)




image


თქვენ წარმოიდგინეთ და, ასეთ მიმზიდველ მამაკაცსაც კი არაერთი კომპლექსი აქვს. მაგალითად, ამ ლეგენდარული ფეხბურთელის აზრით, მისი მაღალი ხმა ნაკლებ მამაკაცურია.





ჯუდ ლოუ (სახე)



image


ჰოლივუდის ვარსკვლავი საკუთარ სახეს ზედმეტად ქალურად მიიჩნევს. მსახიობის აზრით, სწორედ მისი ასეთი მომხიბვლელი გარეგნობაა მის ორიენტაციასთან დაკავშირებით გავრცელებული ჭორების მიზეზი.







0
572
1-ს მოსწონს
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
572