x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
გარდაიცვალა ლეგენდარული გიტარისტი ედი ვან ჰალენი
image

შეერთებულ შტატებში 65 წლის ასაკში გარდაიცვალა ჯგუფ Van Halen-ის დამფუძნებელი ედი ვან ჰალენი.


ლეგენდარული გიტარისტის სიკვდილის მიზეზი კიბო გახდა, რომელსაც ბოლო 10 წლის განმავლობაში ებრძოდა.

მუსიკოსის გარდაცვალების შესახებ მისმა ვაჟმა, ვოლფგანგ ვან ჰალენმა განაცხადა.



მთელი ცხოვრების განმავლობაში, ედი ვან ჰალენს არასდროს მიაჩნდა, რომ მისი ონკოდაავადების მიზეზი სიგარეტი გახდა.


თავად მუსიკოსის აზრით, დიდი ალბათობით მისმა ჩვევამ, - სცენაზე გამოსვლის დროს პირში ლითონის მედიატორის ჩადებამ გამოიწვია კიბო.


ედი ვან ჰალენმა ჯგუფი Van Halen, ძმასთან, ალექს ვან ჰალენთან ერთად ჩამოაყალიბა 1972 წელს.


ჯგუფი გახდა ვარსკვლავური 1970-იანი წლების ბოლოს და 1980-იანი წლების დასაწყისში, რა დროსაც იქცა ერთ-ერთი ყველაზე წარმატებულად როკ მუსიკის ისტორიაში. ჯგუფის 4 ალბომი, ამერიკულ ჩარტებში მოხვდა. 1984 წელი მათთვის ყველაზე წარმატებული გამოდგა. წამყვანი სინგლი, Jump, გახდა საერთაშორისო ჰიტი და აშშ-ის Billboard Hot 100 ჩარტში პირველი ადგილი დაიკავა. მთლიანად ალბომმა ბრილიანტის სერთიფიკატი აიღო(12 მილიონზე მეტი ეგზემპლარი მარტო შეერთებულ შტატებში).

image

ამერიკის ხმის ჩამწერი ინდუსტრიის ასოციაციის თანახმად, Van Halen-ს მე -19 ადგილი უკავია ყველაზე გაყიდვად მუსიკოსებს შორის აშშ – ს ისტორიაში.



ედი ვან ჰალენი მსოფლიოს ყველა დროის ერთ-ერთ საუკეთესო გიტარისტად ითვლება, 2012 წელს Guitar World-მა იგი მსოფლიოს №1 გიტარისტად დაასახელა, ხოლო ჟურნალმა "როლინგსტოუნზმა" იგი მსოფლიოს ყველა დროის და ხალხის 100 საუკეთესო გიტარისტთა სიაში შეიყვანა.



0
63
4-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
63
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0