x
image
დავითი ჩუთლაშვილი
მსოფლიოს 5 ყველაზე ძვირადღირებული რესტორანი
ფუფუნება იმიტომ არის ფუფუნება, რომ საზღვრები არ აქვს, მათ შორის არც ჭამის მხრივ. სუში იქნება ეს, საცივი თუ ორაგული ბაჟეში, ნებისმიერი კარგად მომზადებული კერძი ბედნიერებაა, ხოლო ამ სტატიაში წარმოგიდგენთ რესტორნებს, სადაც კვება ყველაზე ძვირი დაგიჯდებათ:


სუბლიმოშენი, იბიცა


რესტორანი


ასევე დაგაინტერესებთ: მსოფლიოს 5 ყველაზე ძვირადღირებული ავტომანქანა



ეს რეატორანი 2014 წლის პირველ ივნისს გაიხსნა და მაშინვე მიიქცია გურმანების ყურადღება. აქ ცნობილი მზარეული პაკო რონსერო მუშაობს. სამზარეულოში ერთმანეთს ეხამება თანამედროვეობა და ტექნიკური ინოვაციები. მაგრამ ეს ყველაფერი იაფი სულაც არ ღირს. აქ ერთ ადამიანზე გათვლილი სადილი 1500 ევრო დაგიჯდებათ.


ალენ დიუკასი დორჩესტერი (დიდი ბრიტანეთი)


ცნობილი მზარეულის, ალენ დიუკასის ლონდონურ სასტუმროში პირის გემოს უმთავრეს ადგილს ანიჭებენ. აქ ხიზილალას და ათასგვარი თევზეულისგან დამზადებულ ზღაპრულ კერძებს შემოგთავაზებენ, რაც დაახლოებით 220 ევრო დაგიჯდებათ თითოეულ ადამიანზე.


“ლე მერისი”, ალან დიუკასი, პარიზი (საფრანგეთი)


რესტორანი


სასტუმრო “ლე მერისის” რესტორანში ერთჯერადი კვება ერთ ადამიანზე 380 ევრომდე დაგიჯდებათ. სამაგიეროდ აქ თავისუფლად შეგიძლიათ მოითხოვოთ უამრავი სახეობის ყველი და დესერტი.


ითაა, წყალქვეშა რესტორანი, მალდივის კუნძულები


ეს რესტორანი მალდივის კუნძულებს ეკუთვნის და წყალქვეშ მდებარეობს, ზღვის დონიდან 5 მეტრის სიღრმეზე. აქ თქვენ ევროპულ კერძებს შემოგთავაზებენ. წარმოიდგინეთ, როგორია, როცა სადილობთ, თქვენს ირგვლივ კი, მინის კედლის მიღმა წყალქვეშა სამყაროს ბინადრები დაცურავენ. მაგრამ ერთი სადილობა ამ რესტორანში 230 ევრომდე დაგიჯდებათ.


მეისონ პიკი, საფრანგეთი


ამ რესტორანში ისეთი მაღალი დონის სერვისია, რომ თავს მეფურად იგრძნობთ. აქ თქვენ შეფმზარეულები ანე-სოფია პიკი და ზეპტერი გაგიმასპინძლდებიან. ქალბატონ ანე-სოფიას მიშელინის 3 ვარსკვლავი აქვს. თუმცა აქ თქვენ ერთ ადამიანზე გათვლილ მენიუში 320 ევროს გადახდა მოგიწევთ.

0
272
1-ს მოსწონს
ავტორი:დავითი ჩუთლაშვილი
დავითი ჩუთლაშვილი
272
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0