x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
გოგონა-მღვდელი სტრიპტიზიორი გახდა
imageამერიკელი ნიკოლ მიტჩელი კონსერვატიულ რელიგიურ ოჯახში გაიზარდა, მისი ოჯახი გოგონას აღზრდის მკაცრ შეხედულებებს იცავდა. მათ მიაჩნდათ, რომ გოგონა უნდა იყოს მშვიდი, თავშეკავებული და ნაზი. თუმცა, ნიკოლს ცხოვრებაში სულ სხვა გეგმები ჰქონდა, წერს New York Post-ი.


"ადრეული ასაკიდან ვოცნებობდი გამხდარიყო სტრიპტიზიორი. მაგრამ მითხრეს, რომ ჩემი სურვილები და სხეული თავისთავად ცოდვილია და ცუდი"


ნიკოლმა თავიდანვე ვერ გაბედა საკუთარი ოცნების ასრულება. ის ჯერ პასტორი გახდა, რამაც შოკში ჩააგდო მისი მშობლები. მათი აზრით, გოგონამ არ უნდა გამოავლინოს ლიდერის თვისებები - ქალი ვალდებულია საოჯახო საქმეებს მიხედოს და იზრუნოს ბავშვებზე.

image


"მასწავლეს, რომ ქალი არ შეიძლება იყოს ლიდერი - მათი ადგილი სამზარეულოშია და ბავშვების გვერდით. მიუხედავად იმისა, რომ რასაც მიჩიჩინებდნენ ეს ეწინააღმდეგებოდა ყველაფერს, გავხდი პასტორი, რადგან მიყვარდა ქადაგება"

image

მიუხედავად იმისა, რომ სამქადაგებლო საქმიანობა გოგონას სიამოვნებასაც ანიჭებდა, რაღაც მომენტში მიხვდა, რომ ის სხვისი ცხოვრებით ცხოვრობდა.

image

ნიკოლმა თავი დაანება სამსახურს და მალევე მოაწყო პირველი შიშველი ფოტოსესია. მისი თქმით, იგი ემოციებისგან ატირდა . პასტორი გახდა სტრიპტიზიორი, გახსნა ანგარიში OnlyFans- ზე, სადაც იგი ყიდის თავის შიშველ ფოტოებსა და ვიდეოებს, ასევე ასწავლის კურსებს "ემანსიპაციის შესახებ". 2019 წელს იგი ლოს-ანჯელესში გადავიდა საცხოვრებლად და გაშორდა ქმარს, რომლისგანაც მას სამი შვილი შეეძინა. ნიკოლმა აღიარა, რომ ახლა ის არასდროს ყოფილა ასე ბედნიერი.

image

image

image

0
514
4-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
514
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0