x
image
არჩილ ვერულიძე
რატომ მიჰყიდეს ალასკა ამერიკელებს
image

საუკუნეზე მეტი ხნის განმავლობაში რუსეთის იმპერია ფლობდა ალასკას და მის მიმდებარე კუნძულებს, 153 წლის წინ ალექსანდრე II- მ, 7, 2 მილიონ დოლარად გადასცა ეს მიწები შეერთებულ შტატებს - 1867 წლის 30 მარტს ვაშინგტონში გაფორმდა გაყიდვის ხელშეკრულება.


ალტერნატიული ვერსიით, ალასკა არ გაყიდულა, ის ასი წლით იქნა არენდირებული, მაგრამ ნიკიტა ხრუშჩოვმა 1957 წელს ფაქტობრივად აჩუქა ის ამერიკელებს. უფრო მეტიც, ზოგი დარწმუნებულია, რომ ნახევარკუნძული ჯერ კიდევ რუსეთს ეკუთვნის, რამდენადაც გემი, რომლითაც გამოსასყიდი ოქრო გადაჰქონდათ, ჩაიძირა.


ასეა თუ ისე, ალასკასთან დაკავშირებული ეს ამბავი წლების განმავლობაში ბუნდოვანი გახდა. გთავაზობთ გავერკვეთ, თუ როგორ მოხდა, რომ სხვა კონტინენტის ნაწილი შევიდა რუსეთის იმპერიის შემადგენლობაში და რატომ გადაწყდა ამ მიწის გაყიდვა, რომელზეც გაყიდვიდან 30 წლის შემდეგ 200 მილიონი დოლარის ღირებულების იქრო იქნა მოპოვებული.


თალგამი და კარტოფილი თქვენ




image

1741 წელს ვიტუს ბერინგმა დანიური წარმოშობის გამოჩენილმა მოგზაურმა, გადაკვეთა სრუტე ევრაზიასა და ჩრდილოეთ ამერიკას შორის (რომელსაც შემდეგ მისი სახელი მიენიჭა) და გახდა პირველი ადამიანი, ვინც ალასკის სანაპირო შეისწავლა. ნახევარი საუკუნის შემდეგ იქ ჩავიდა ვაჭარი მეზღვაური გრიგორი შელიხოვი, რომელმაც ადგილობრივებს თალგამის და კარტოფილის საკვებად გამოყენება ასწავლა, ის ასევე მართლმადიდებლობას ავრცელებდა ადგილობრივ მოსახლეობაში, დააარსა სასოფლო-სამეურნეო კოლონია - «დიდება რუსეთს». ამ დროიდან ალასკა რუსეთის იმპერიას ეკუთვნოდა, აღმოჩენის უფლების საფუძველზე, მისი მოსახლეობა კი, თავისდა მოულოდნელად, გახდა რუსეთის იმპერიის ქვეშევრდომი.


ინდიელთა დივერსიები



image

იდნიელები უკმაყოფილონი იყვნენ იმით, რომ სრულიად უცნობმა პირებმა ხელში ჩაიგდეს ძალაუფლება მათ მიწებზე და აიძულეს თალგამის ჭამაც კი. მათ უკმაყოფილება გამოთქვეს იმით, რომ 1802 წელს გადაწვეს მიხაილოვსკაიას ციხე, რომელიც დააარსა შელიხოვის კომპანიამ და მისმა ბიზნეს პარტნიორებმა. ამასთან ერთად: ეკლესია, დაწყებითი სკოლა, გემთმშენებელი სახელოსნოები და არსენალი. სამი წლის შემდეგ კი რუსების კიდევ ერთ დასაყრდენ პუნქტს ცეცხლი წაუკიდეს. ეს თავხედური წამოწყება ვერ იქნებოდა წარმატებული, რომ არა ადგილობრივთა შეიარაღება ამერიკელი და ბრიტანელი მეწარმეების მიერ.

image

ალასკადან ბევრ ფულს იღებდნენ: ზღვის წავის ბეწვი ოქროზე ძვირად ფასობდა. მაგრამ მომპოვებელთა სიხარბემ გამოიწვია ის ფაქტი, რომ უკვე 1840-იან წლებში ნახევარკუნძულზე პრაქტიკულად აღარ დარჩა ღირებული ცხოველები. მართალია, იმ დროისთვის ალასკაზე ნავთობი და ოქრო აღმოაჩინეს. რაც არ უნდა პარადოქსული იყოს, სწორედ ეს გახდა ამ ტერიტორიების სასწრაფოდ მოშორების მთავარი მიზეზი. საქმე იმაშია, რომ ამერიკელმა მაძიებლებმა აქტიურად დაიწყეს ჩამოსვლა ალასკაზე და რუსეთის მთავრობას საფუძვლიანად ეშინოდა, რომ მათ ამერიკული ჯარიც თან მოჰყვებოდა, ან კიდევ უფრო უარესი - ჩამოვიდოდნენ ინგლისელები. იმპერია არ იყო მზად ომისთვის და აბსოლუტურად სისულელე იქნებოდა ალასკას უფასოდ გადაცემა.


მძიმე შენაძენი



image

ხელშეკრულების პირველი გვერდი "რუსეთის ჩრდილოეთ ამერიკის კოლონიების ჩრდილოეთ ამერიკის შეერთებული შტატებისთვის გადაცემის შესახებ."



ალასკის გაყიდვის იდეა, სანამ ეს ჯერ კივდე შესაძლებელი იყო, იმპერატორ კონსტანტინე რომანოვის ძმას გაუჩნდა, რომელიც რუსეთის საზღვაო ძალების შტაბის უფროსის მოვალეობას ასრულებდა. ეს წინადადება დამტკიცდა ავტოკრატ ალექსანდრე II- ის მიერ და 1867 წლის 3 მაისს მან ხელი მოაწერა ხელშეკრულებას გაყიდვის შესახებ, 7.2 მილიონ დოლარად (ამჟამინდელი გაცვლითი კურსით - დაახლოებით 119 მილიონი ოქროთი). საშუალოდ, ეს აღმოჩნდა სადღაც ოთხნახევარი დოლარი კვადრატულ კილომეტრზე, მასზე განთავსებული უძრავი ქონებით.

image

პროცედურის შესაბამისად, ხელშეკრულება წარედგინა აშშ-ს კონგრესს. საგარეო ურთიერთობათა კომიტეტმა (ამ კომიტეტის წევრების სახეებს ხედავთ ზემოთ მოცემულ სურათზე) გამოთქვა ეჭვი, თუ რამდენად მიზანშეწონილია ასეთი შენაძენი ქვეყანისთვის, როდესაც სამოქალაქო ომი ახლახანს დასრულდა. ამის მიუხედავად, ხელშეკრულება რატიფიცირდა და ალასკაზე ამერიკული დროშა აღიმართა.

image

ალასკის შეძენის ჩეკი. გამოიცა ედუარდ ანდრეევიჩ სტეკლის სახელზე.



ბარონმა ედუარდ სტეკლმა, ვაშინგტონში რუსეთის საელჩოს დროებითმა რწმუნებულმა მიიღო 7 200 000 აშშ დოლარის ღირებულების ჩეკი. მან 21 ათასი აიღო თავისი შრომისთვის, 144 ათასი დაპირებული ქრთამის სახით, რომელიც მან მისცა სენატორებს, რომლებმაც მხარი დაუჭირეს ხელშეკრულების რატიფიცირებას. დანარჩენი საბანკო გადარიცხვით გაგზავნეს ლონდონში. ამ თანხით ნაყიდი ოქროს ზოდები საზღვაო გზით გაგზავნეს პეტერბურგში. ვალუტის, ჯერ ფუნტ სტერლინგად, შემდეგ კი ოქროდ კონვერტაციისას, მათ დაახლოებით მილიონნახევარი დაკარგეს.

image

მაგრამ ეს ყველაფერი არ არის, «ორკნი» - გემი, რომელსაც ოქროს ზოდები გადაჰქონდა, ჩაიძირა რუსეთის დედაქალაქისკენ მიმავალ გზაზე. კომპანიამ, რომელმაც დაარეგისტრირა ტვირთი, თავი გაკოტრებულად გამოაცხადა და ზიანი მხოლოდ ნაწილობრივ აანაზღაურეს. ამავდროულად, ნახევარკუნძულზე ოქროს ციებ-ცხელება დაიწყო და, როგორც უკვე აღვნიშნეთ, 30 წლის განმავლობაში, 200 მილიონი ღირებულების ოქროს მოპოვება მოხდა.


2
1124
8-ს მოსწონს
ავტორი:არჩილ ვერულიძე
არჩილ ვერულიძე
1124
  
2020, 14 ოქტომბერი, 12:34
ივან დურაკ და იმიტომ . . .
0 1 2