x
image
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
"დამაბრალეს სიაში უნდოდა და გაბრაზდაო, ბიძინას აწონებს თავსო.. და ათასი ბოდვა!" - ელისო კილაძე

image


ჟურნალისტი ელისო კილაძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს და საჯაროდ იმ ადამიანების ბრალდებებს პასუხობს ვინც ცოტა ხნის წინ ის "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" სიის გაკრიტიკების გამო ქვეყნის მოღალატედ გამოაცხადა. კილაძის თქმით, მას შემდეგ რაც მან სახელისუფლებლო პარტიიდან ზოგიერთი წარმომადგენლის "ენმ" - ეს სიაში პორტირება გააკრიტიკა, მას ბევრი რამ დააბრალეს, თუმცა მისივე თქმით "მასოვკის" აზრი მას ყოველთვის ნაკლებად აინტერესებდა, ვინაიდან ის "ნაციონალური მოძრაობის" პარტაქტივი არც არასდროს ყოფილა და არც რაიმე ვალდებულება გააჩნია ვინმეს წინაშე ესა თუ ის ადამიანი გაამართლოს ან არსებულ გარიგებებზე თვალი დახუჭოს: "იმის გამო რომ კრიტიკით შევხვდი ყოფილი ქოცების პორტირებას ნაცების სიაში, გამომაცხადეს ქოცად, მოღალატედ, შაქარაშვილის და ბაჩალიაშვილის საქმის გამოძიების შემაფერხებლად, დამაბრალეს სიაში უნდოდა და გაბრაზდაო, ბიძინას აწონებს თავსო და ათასი ბოდვა ! არასოდეს მაღელვებდა მასოვკის აზრი, არ ვარ პარტაქტივი და არ მაქვს ვალდებულებები, ვაპრავო და თვალი დავხუჭო გარიგებები! ვერ დაგამშვიდებთ, ვერ მოგატყუებთ-ეს არაა გამარჯვების ერთობა ! #ძალაფინანსებშია!" - დაწერა გაზეთ "ქრონიკა+" - ის მთავარმა რედაქტორმა "ფეისბუქის" პირად გვერდზე. შეგახსენებთ, რომ ელისო კილაძემ რამდენიმე დღის წინ, "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" მიერ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის წარმოდგენილი პროპორციული სია, რომელშიც ასევე "ქართული ოცნების" ყოფილი წევრებიც მოხვდნენ საჯაროდ გააკრიტიკა, ოპოზიციას კი უზნეო და უპრინციპო უწოდა.












0
228
შეფასება არ არის
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
228