x
image
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
Mediator image
ჩემი მოსაზრება მთიან ყარაბაღში განვითარებულ მოვლენებზე

image ჩვენს მეზობლად მიმდინარე საომარ მოქმედებებს, რომელიც ფართომასშტაბიან ომში გადაიზარდა აზერბაიჯანს, თვითაღიარებულ ყარაბაღის რესპუბლიკასა და მის მხარეს მებრძოლ ოფიციალურ ერევანს შორის ჩვენც გვიჩენს საფიქრალს.
ამ ეტაპზე თურქეთი ღიად აცხადებს, რომ ყოველნაირად შეუწყობს ხელს აზერბაიჯანის გამარჯვებას ამ ომში.
თავის მხრივ ერევანი, რომელსაც ოფიციალურად არ უღიარებია მთიანი ყარაბაღის თვითაღიარებული რესპუბლიკა, ღიად უჭერს მხარს მათ.
მოსალოდნელია თუ არა რუსეთის ჩარევა საომარ მოქმედებებში? მე ვფიქრობ ამ ეტაპზე რუსეთი არ ჩაერევა ამ კონფლიქტში მანამ, სანამ ოფიციალური ერევანი მძიმე დღეში არ ჩავარდება.
რაში გამოიხატება ეს?-როგორც ვხედავთ აზერბაიჯანული არმიის სწრაფი გამარჯვება გამოირიცხა, თუმცა სახეზე გვაქვს რეალობა-აზერბაიჯანის არმია ნელა, მაგრამ წინ მიიწევს მთიანი ყარაბაღის სიღრმეში, მას გააჩნია ადამიანური, სამხედრო და ფინანსური რესურსები, რაშიც სომხეთი შეზღუდულია.
ჩემი აზრით რუსეთი ეცდება სიტყვიერად მოუწოდოს ორივე მხარეს შეწყვიტონ ცეცხლი, თუმცა სომხეთის მხარეს ოფიციალურად არ იომებს რუსული არმიის დანაყოფები, მანამ სანამ სომხეთის პრემიერი არ შეცვლის თავის პოლიტიკურ ვექტორს და დასავლეთის ნაცვლად ისევ რუსეთისკენ არ მიაბრუნებს მას.
თავად აფხაზეთიდან დევნილი ოჯახიდან ვარ, ომის მწარე გამოცდილებაც საკმარისად დამიგროვდა და აქედან გამომდინარე ვემბობ: ომი საშინელებაა, მას სამხედროებთან ერთად უდანაშაულო ადამიანებიც ეწირება. რაკეტა, ჭურვი თუ ბომბი სულაც არ დაგიდევთ სამხედროს მოკლავს, ბავშვს, ქალს თუ მოხუცს.
ჰქონდა თუ არა აზერბაიჯანს უფლება წამოეწყო საბრძოლო მოქმედებები მთიანი ყარაბაღის მიმართულებით?-დიახ მას აქვს სრული კონსტიტუციური უფლება აღადგინოს აზერბაიჯანის კონსტიტუციური კონტროლი აღნიშნულ ტერიტორიაზე.
-აზერბაიჯანი დაესხა სომხეთს?-არა არ დასხმია.
-აზერბაიჯანმა დაბომბა ერევანი?-არა.
-არცახი შედის მთიან ყარაბაღში შესაბამისად ეს აზერბაიჯანია?-დიახ ეს აზერბაიჯანის ტერიტორიაა.
-ვინ აღიარა მთიანი ყარაბაღი?-აღიარა ნიკარაგუამ და ნაურუმ, ეს კი დიდი ვერაფერია, რადგან იცის მსოფლიომ ეს რუსეთის გავლენით, რომ მოხდა.
-ასევე აღიარა სამხრეთ ოსეთმა და აფხაზეთმა!-ასეთი სახელმწიფოები ბუნებაში არ არსებოს, სამაჩაბლო და აფხაზეთი საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებია.
-აზერბაიჯანელი სამხედროები ხოცავენ სომეხ მებრძოლებს?-აზერბაიჯანი ებრძვის საკუთარ ტერიტორიაზე უცხო ქვეყნის მებრძოლებს, რისი უფლებაც მას აქვს.
-რას წარმოადგენს არცახის შეიარაღებული ძალები?-ესაა აზერბაიჯანის ტერიტორიაზე წარმოქმნილი თვითაღიარებული რესპუბლიკის უკანონო შეიარაღებული ფორმირებები.
-რას აკეთებს აზერბაიჯანის არმია მთიან ყარაბაღში?-ის ბრძოლით ანთავისუფლებს თავის ტერიტორიას ოკუპაციისაგან.
საქართველოს ხელისუფლებამ მიიღო დროული და ეფექტური გადაწყვეტილება, როცა ბაქოს და ერევნის მიმართულებით სამხედრო ტვირთების გატარება აკრძალა და საქართველოს მოქალაქე აზერბაიჯანელებს და სომხებს მოუწოდა თავი შეეკავებინათ სხვის ტერიტორიაზე საბრძოლო მოქმედებებში მონაწილეობისაგან.
ერევანს აუცილებლად მოუწევს დიდი რაოდენობით დევნილების მიღება მთიანი ყარაბაღიდან, რაც სომხეთის ეკონომიკას ძალიან შეასუსტებს და ოფიციალურ ერევანს მოუწევს მიბრუნება რუსეთისაკენ.





0
793
6-ს მოსწონს
ავტორი:კანონგარეშე
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
Mediator image
793