x
მეტი
  • 29.03.2024
  • სტატია:134040
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
ბებო-საგანძური რომელიც არ იკარგება
image
-სიტკბო სადაა?

-იქ სადაც ბებოა.

-სიყვარული?

-იქ სადაც ბებოა,


-სიმშვიდე?

-სადაც ბებოს სახლია...ბები, ბებო, ბებია ჩემო ტკბილო ადამიანო.ჩემთვის მუდამ, რომ კარგი გემეტება.სიკეთე, სითბო, სიყვარული.ჩემი აღმოჩენა ხარ, ყველასგან განსხვავებულო რაღაცნაირად მიმდობი თითქოს მზე ხარ.ჩემთვის გამოსცემ ენერგიას, სხივებს რომ განმანათლო და გამათბო.სადაც არ უნდა იყო, რასაც არ უნდა აკეთებდე მეც შენს გვერდით ვარ.მუდამ მანებივრებ, ბევრს მაცინებ, საინტერესო ამბებს მიყვები, მარიგებ, რჩევებს მაძლევ მხარს მიჭერ მოგწონს ჩემი ქმედებები, მაფრთხილებ მომავალს მილოცავ.მზურნველობას არ მაკლებ, პატარა ბავშვივით მივლი, ისე რომ დედაც ვერ მოგივლის ასე.ბე, ოცნებად მაქვს უსასრულობა იყო დაუსრლებელი ცისარტყელა რომელსაც ჩემთვის ფერადოვნება მოაქვს, მრავალი ფიქრი, აზრი, იდეა მოაქვს ერთიანად.შემდგომ მეხმარება ყოველი დეტალის მიკვლევაში, გაანალიზებაში ასე და ამდგავარი მხარშიდგომით ვაღწევ წარმატებას.როცა არ უნდა მივიდე მასთან სიხარულით მეგებება, თბილ ქოშებს მიდებს კართან, რომ ჩავიცვა და არ გავცივდე მისული არ ვარ ხოლმე და მაშინვე მეუბნება რას შეჭამ, არ გშია? ახლა მოვიტანე საკვები ...და როცა არ უნდა შევიხედო მაცივარში სავსეა პროდუქტებით ...ისე მიკვირს ხოლმე, ამ ხნის ქალი რომელსაც არ ულხინს, თავისი თავი გასჭირვებია ის კი არ იმჩნევს ამ ყველაფერს პირიქით, მზრუნველობას იჩენს მიდის და მე, რომ გამაბედნიეროს ყველაფერს აკეთებს, მაკმაყოფილებს ყველანაირად უფროსწორად ზედმეტად მიფრთხილდება კიდეც.ხან ვეტყვი ხოლმე ბე, კარგად ვარ არაა საჭირო ამდენი რამ...მაგრამ ვის ესმის? ხომ იცით ბებო, ბებოა ისინი თავისებურად გულჩვილნი, ყურადღებიანი არიან შვილიშვილების მიმართ.ჩვენ მათთვის მშვიდობით გათენებული და დაღამებული დღე-ღამე ვართ.საარსებო წყარო რომლის დიდი იმედიც აქვთ.მასთან ერთად პარკში სეირნობა ძალიან მიყვარს, თითქოს ვიხსნები თავისუფლებას განვიცდი ყველაფერზე შემიძლია საუბარი, გავუმხილო ჩემი პრობლემები, სატკივარი, თუ რა მწყინს ან რა მიხარია, რა მინდა მომავალში და რაზე ვოცნებობ.ის, თავისი ტკბილი ხმით რჩევებს მაძლევს, თავის გამოცდილებას მიზიარებს და ნეტავ იცოდეთ ბებია-შვილიშვილის ასეთი საუბრები როგორი საამოა.რამდენად ტკბილი და თბილია.ბებია ის ადამიანია ვინც გაგიგებს, დაგიცავს, არასდროს იტყვის შენზე არას და არასდროს გაგიშვებს ხელს.რომც გინდოდეს წამოსვლა არ გამოგიშვებს მაინც დაგტოვებს თავისთან რადგან შენზე დარდობს, ღელავს ან უბრალოდ ცხოვრება მზის გარეშე არ შეუძლია.ზოგჯერ მეც მიჩნდება ხოლმე სურვილი ბებოს რაღაცით პატივი ვცე, გავახარო მინდა ხოლმე მისი ბედნიერი სახე დავინახო, მისი საოცრად კაშკაშა სიკეთის გამომხატველი ღიმილი, მისი უზადოდ სასაცილო ხუმრობები, საინტერესო ისტორიები, მოყოლვის თავისებური ატრიბუტები, თუნდაც სიარული, საუბრის მანერა, ფაფუკი ხელების მოძრაობა...ყველა დეტალი, რომ დააკვირდეთ იმდენად ბევრის მომასწავლებელია...ბებიებისგან უნდ ავისწავლოთ ცხოვრება, რადგან მათ ესა თუ ის ტკივილი გამოვლილი აქვთ.სიხარულიც განცდილი აქვთ ახალგაზრდობაში ახლა ჩვენ ვართ იმ ასაკში როცა სხვისი აზრი აუცილებლად უნდა გავითვალისწინოთ და ვფიქრობ, რომ ეს მნიშვნელოვანია.იმდენად სადა, ბუნებრივი, უბრალოა ნაზ ყვავილს ჰგავს რომლისთვისაც ბოროტება წარმოუდგენელი რამაა.მისთვის ყველა კეთილი ფერიაა, ბავშვი სამყაროს ფერადოვნება, დედობა კი დიდი საჩუქარი აი, იყო ბებია ეს უძვირფასესი რამაა დიდზე დიდი საჩუქარია.ისინი უზადოდ დიდ სითბოს გასცემენ და სანაცვლოდ არაფერს ითხოვენ.ყოფილა ისეთი მომენტიც, სურვილი მქონია მეყიდა რამე პატარა საჩუქარი ბებოს რეალურად გაუხარდა მაგრამ, უთქვამს --ბებო, რად მინდა შენ ჩემი საჩუქარი არა ხარ? ბებო გენაცვალოს, წაიღე დედას გამოადგება.რატომ შეწუხდი? ძლივძლივობით მართმევს ხოლმე საჩუქარს იტყვი დაფიცებული აქვს, რომ არ აიღოსო.ასეთი ქალია ბებიაჩემი.მგონია, რომ ის ყველასგან განსხვავებულია...იმდენად ძლიერი, მხნე, ენერგიული და ყველაფრის შემძლე რომ ამაზე საუბარი ზედმეტია ვერც კი მოგიყვებით, აღწერაც კი წარმოუდგენლად რთულია.ჩემი ფუსფუსა არსებაა, მუდამ რომ დაფუსფუimage
სებს ოთხ კედელში და ჩემზე დარდობს, ზრუნავს.ის, განსაკუთრებულია და ცხოვრების მნიშვნელოვანი მოვლენაა ჩემს სამყაროში.კარგია, რომ არსებობს...

0
191
1-ს მოსწონს
ავტორი:სალომე ბეჟიტაშვილი
სალომე ბეჟიტაშვილი
191
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0