x
მეტი
  • 26.04.2024
  • სტატია:134529
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508587
“თელიანი ველის” ღვინო “Decanter 2020”-ის უმაღლესი ჯილდოს მფლობელი გახდა
კომპანია თელიანი ველის ღვინოებს საერთაშორისო პრესტიჟულ კონკურს “Decanter 2020”-ზე ძალიან მაღალი შეფასებები ხვდა წილად. მათ ბრინჯაოს, ვერცხლის და პლატინის მედლები მიანიჭეს.


განსაკუთრებული აღნიშვნის ღირსია “გლეხური რქაწითელი ქვევრი 2018”, რომელიც მსოფლიოს საუკეთესო 50 ღვინოს შორის იქნა დასახელებული. მას ჯილდო “Best in Show” გადაეცა, რაც ძალიან სერიოზული წარმატებაა როგორც კომპანიისთვის, ასევე მთლიანად ჩვენი ქვეყნისთვისაც, რადგან “თელიანი ველი” დღეს ერთადერთი კომპანიაა კავკასიის რეგიონში, რომელიც აღნიშნული ჯილდოს მფლობელი გახდა. განსაკუთრებით სასიხარულო ის გარემოებაა, რომ “Best in Show” უკვე მეორე წელია, “თელიანი ველის” ღვინოს გადაეცემა. გასულ წელს ეს ჯილდო „გლეხური ქისი ქვევრი 2017“-ისთვისაც არ დაიშურეს.


ასევე დაგაინტერესებთ: ნიკოლ პოტურალსკის ქმარი საკუთარ რესტორანში მისი ცოლის ბოიფრენდის, ბრედ პიტის ღვინოს ყიდის


მთლიანობაში კომპანია “თელიანი ველის” ღვინოებს “Decanter 2020”-ზე 9 სხვადასხვა ჯილდო გადაეცა, მათ შორის 1 “Best in Show”, 2 პლატინის, 2 ვერცხლის და 4 ბრინჯაოს მედალი.



დაჯილდოებული ღვინოების სია ასე გამოიყურება:


გლეხური რქაწითელი ქვევრი 2018 – Best in Show


გლეხური ქისი ქვევრი 2018 - პლატინა


გლეხური კისისხევი საფერავი 2018 - ვერცხლი


WINERY 97 გაუფილტრავი საფერავი 2019 - პლატინა


WINERY 97 საფერავი 2019 - ბრინჯაო


თელიანი ველი მუკუზანი 2019 - ვერცხლი


თელიანი ველი წინანდალი 2019 - ბრინჯაო


მთავრული საფერავი 2019 - ბრინჯაო


მთავრული ქინძმარაული 2019 - ბრინჯაო


ასევე დაგაინტერესებთ: არკანზასში მამაკაცმა ამერიკის ერთ-ერთი უდიდესი ალმასი იპოვა, რომელიც მას მინის ნატეხი ეგონა


(სტატიის სრული ვერსია იხილეთ allwine.ge-ზე)


დეკანტერი

0
13
1-ს მოსწონს
ავტორი:დავითი ჩუთლაშვილი
დავითი ჩუთლაშვილი
13
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0