x
მეტი
  • 23.04.2024
  • სტატია:134467
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508531
ქალმა იმ დონეზე დაამცირა მოღალატე ქმარი,რომ საზოგადოება აღაშფოთა
image

გოგონას ქმარს აიძულებს კვირიდან კვირამდე დამამცირებელი რაღაცეები აკეთოს საზოგადოების წინაშე. შურისძიება იმდენად უცნაურია, რომ დაპირისპირება გამოიწვია სოციალურ ქსელში.


პოსტში, გოგონამ დაწერა, რომ მან ცოტა ხნის წინ ქმარი ღალატში გამოიჭირა. განქორწინების ნაცვლად, მან ქმარს გარიგება შესთავაზა, რა დროსაც პირობები ძალიან არახელსაყრელი აღმოჩნდა მამაკაცისთვის. ახლა ის ყოველ კვირას ვალდებულია სულელურ კოსტუმებში გამოწყობილი გავიდეს ქუჩაში, რომლებიც მისმა "მოსიყვარულე" მეუღლემ მოამზადა.



ბოლო ჩაცმულობაში, რომელიც მისმა მეუღლემ მოიფიქრა, არის ყველაფერი ის, რის ტარებაც არ ისურვებდა არცერთი ნორმალური ზრდასრული მამაკაცი. ვარდისფერ-ცისფერი კომბინიზონი, ზედ მიკერებული ვარდისფერი ბაფთით, კრემისფერი ქუდი და ვარდისფერი პირბადე. მაგრამ ყველაზე უარესია ველოსიპედი ვარდისფერი ბურთით, რომელზეც ჰკიდია აბრა წარწერით: "ეს არის ჩემი სასოწარკვეთილი მცდელობა, საჯაროდ ვიძიო შური ჩემს მოღალატე ქმარზე! გთხოვთ, გადაუღოთ სურათი და გააზიაროთ ShameMyHubby ჯგუფში".



შურისძიების ასეთი უცნაურმა მცდელობამ ინტერნეტში ბევრი კითხვა და შესაბამისად კამათი გამოიწვია. ვიღაცამ დაგმო ცოლი იმის გამო, რომ მან აირჩია საკმაოდ არაჯანსაღი მეთოდი მოღალატე ქმრის დასასჯელად. ვიღაცას არ მოეწონა წყვილის უცნაური საქციელი, "ჭუჭყიანი თეთრეულის" საჯაროდ გამომზეურება, სხვამ კი მათი საქციელი ფეტიშიზმთან გააიგივა, წერს გამოცემა News.com.


"მის მაგივრად მრცხვენია. ის, რომ იგი მოღალატესთან დარჩა და მასზე ასე საუბრობს, ბევრად უფრო დამამცირებელია, ვიდრე ის, რასაც მისი ქმარი განიცდის"


"დარწმუნებული ვარ, თუ ეს არის ყველაზე ცუდი რამ, რაც მან განიცადა ამ ვითარებით, ის კიდევ ამის შემდეგ არაერთხელ უღალატებს"


"ახლაც მგონია, რომ ისინი შერეკილები არიან და განქორწინებაზე არც უფიქრიათ. ეს მხოლოდ ერთგვარი ფეტიშია."-წერენ კომენტარებში ინტერნეტმომხმარებლები,

0
610
4-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
610
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0