x
მეტი
  • 19.04.2024
  • სტატია:134393
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508466
მსოფლიოს 5 ყველაზე ძვირადღირებული ავტომანქანა
ტექნოლოგიები სულ უფრო ვითარდება, თუმცა განსაკუთრებული ავტომობილების ფასები მაინც ასტრონომიულ ნიშნულებს აღწევს. “ბუგატი” იქნება ეს, “ფერარი” თუ “ლამბორჯინი”, ზოგჯერ მისი ღირებულება მართლაც გასაოცარია. მაგრამ მაინც რომელი ავტომანქანები ფასობს ყველაზე ძვირად? ამას ჩვენი ახალი სტატიიდან შეიტყობთ:


1. “ლამბორჯინი ვენენო როუდსტერი” - 3, 3 მლნ ევრო


ავტომანქანა



ეს ავტომობილი 750-ცხენისძალიანი, 6, 5 ლიტრი მოცულობის ძრავით არის აღჭურვილი. 100 კმ/სთ-ს ის 2, 9 წამში აღწევს, ხოლო მაქსიმალური სიჩქარე 335 კმ/სთ აქვს. მსოფლიოში ამ მოდელის მხოლოდ 9 ეგზემპლარი არსებობს.



ასევე დაგაინტერესებთ: საქართველო ავტოავარიებში დაღუპულთა რაოდენობის მიხედვით ევროპაში პირველ პოზიციებზეა


2. “ლამბორჯინი ვენენო” - 3 მილიონი ევრო


ეს ავტომობილიც 750-ცხენისძალიანი და 6, 5 ლიტრი მოცულობის ძრავით არის აღჭურვილი, 355 კმ/სთ-ს ავითარებს და 100 კმ/სთ-მდე 2, 6 წამში ადის, თუმცა როუდსტერზე 40 კილოგრამით ნაკლებს იწონის. ის სპეციალურად “ლამბორჯინის” 50 წლის იუბილისთვის გამოუშვეს 3 ეგზემპლარის ოდენობით.


3. “ფერარი პინინფარინა სერჯიო” - 3 მილიონი ევრო


ავტომანქანა


ამ მოდელის მხოლოდ 6 ეგზემპლარი არსებობს მსოფლიოში, რომელიც 2012 წელს გარდაცვლილმა დიზაინერმა დაამზადა. ის 605 ცხენის ძალის მქონე ძრავით არის აღჭურვილი, ხოლო 100 კმ/სთ-ს 3 წამში აღწევს. ფასი 3 მილიონი ევრო აქვს.


ასევე დაგაინტერესებთ: ექსპერტების შეფასებით, “ტესლას” ახალი მოდელი ბენზინის, გაზის და დიზელის საწვავის ერის დასასრულს ნიშნავ


4. ლიკან ჰიპერსპორტი: 2, 5 მილიონი ევრო


ეს ავტომობილი პირველად 2013 წელს, ყატარის ავტოშოუზე გამოჩნდა. ის არამარტო საკუთარი კარბონის დიზაინით გამოირჩევა, არამედ გერმანელი დამამზადებლის ძრავითაც. მას ორმაგი ტურბო ძრავა აქვს, 750-ცხენისძალიანი სიმძლავრით. 100 კმ/სთ-მდე მისაღწევად 2, 8 წამი სჭირდება. ავითარებს 400 კმ/სთ-ს. ამ სუპერავტომობილის ფასი 2, 5 მილიონი ევროა.


5. ბუგატი ქირონი: 2, 4 მილიონი ევრო


ავტო


ამ სუპერმძლავრ ავტომობილს 1500-ცხენისძალიანი ძრავა აქვს. ის 420 კმ/სთ-ს ავითარებს. ფასიც შესაბამის აქვს: 2, 4 მილიონი ევრო.


ასევე დაგაინტერესებთ: რომელი სატრანპორტო საშუალებაა ყველაზე უსაფრთხო და რატომ?

0
222
1-ს მოსწონს
ავტორი:დავითი ჩუთლაშვილი
დავითი ჩუთლაშვილი
222
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0