x
image
თამილა გურაშვილი
Mediator image
ვანგას საშინელი პროგნოზი ტრამპის იდუმალ დაავადებაზე ახდა
image


ბაბა ვანგამ, რომელიც ბალკანელი ნოსტრადამუსის სახელით არის ცნობილი, იწინასწარმეტყველა, რომ აშშ-ს პრეზიდენტი 2020 წელს იდუმალი დაავადებით დაავადდებოდა, რასაც მოყვებოდა მძიმე შედეგები.




წინასწარმეტყველებიდან გამომდინარეობს, რომ აშშ-ს პრეზიდენტი 2020 წელს დაავადდება იდუმალი დაავადებით, რომელიც მას ინვალიდს დატოვებს: ტრამპი ყრუ გახდება და ტვინის სიმსივნეც აღმოაჩნდება.



2 ოქტომბერს დადასტურდა, რომ დონალდ ტრამპს და მის მეუღლეს მელანიას COVID-19 აქვთ.




შეერთებულ შტატებში ვანგას ყურადღება მას შემდეგ მიაქციეს, როცა 1989 წელს ნაწინასწარმეტველები ტერაქტი 2001 წლის 11 სექტემბერს ახდა.



”საშინელება, საშინელება! ამერიკელი ძმები დაეცემიან ფოლადის ფრინველების თავდასხმის შემდეგ. მგლები ბუჩქებში იყმუვლებენ და უდანაშაულო სისხლი დაიღვრება." - ნათქვამია ვანგას წინასწარმეტყველებაში.



მის სხვა პროგნოზებს შორის იყო ბრექსიტი, ცუნამი ტაილანდში. ვანგა წინასწარმეტყველებას აკეთებდა 1996 წლამდე, ანუ სანამ გარდაიცვლებოდა.
თუმცა, ყველაფერი, რაც მან იწინასწარმეტყველა, არ შესრულდა. მაგალითად, ტრამპის კიდევ ერთი დაავადება უნდა მომხდარიყო 2019 წელს. გარდა ამისა, ბირთვული ომი, რომელიც თითქოს უნდა დაწყებულიყო 2010-2014 წლებისთვის.




ვანგას წინასწარმეტყველებებში ასევე, ნათქვამია, რომ დედამიწა ორბიტას შეიცვლის 2023 წელს და დროში მოგზაურობა დაიწყება 2304 წელს.
მისი პროგნოზები 5079 წელს მთავრდება, რაც სავარაუდოდ, სამყაროს დასასრულს ნიშნავს.




ბაბა ვანგას არასოდეს დაუწერია საკუთარი პროგნოზები. მას ისე სერიოზულად მოეკიდა ბულგარეთის მთავრობა, რომ სახელმწიფომ მას მუდმივი ხელფასი დაუნიშნა. ასევე, მის პირად მუდმივ შტატში ჩასმულ მდივანს დაევალა ჩაეწერა მისი წინასწარმეტყველებები და მისი ინტერვიუები იმ ხალხთან, ვინც მასთან რჩევისთვის მიდიოდა.




აღსანიშნავია, რომ ექსტრასენსი გაიზარდა ფერმაში მაკედონიის ტერიტორიაზე და მტვრის შტორმის დროს დაბრმავდა. ამან, მისი თაყვანისმცემლების აზრით, მას წინასწარმეტყველების ნიჭი მისცა, რის საშუალებითაც ვანგა მომავლის პროგნოზირებას ახდენდა.

0
404
2-ს მოსწონს
ავტორი:თამილა გურაშვილი
თამილა გურაშვილი
Mediator image
404
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0