x
image
melody_inside
ბრძოლა ოფლიანობასთან: 5 სასარგებლო რჩევა ექიმებისგან 
image


***



როგორ ვებრძოლოთ ჭარბ - ოფლიანობას






ალბათ, თითოეულ ჩვენგანს ცხოვრებაში ერთხელ მაინც გვიგვრძვნია თავი უხერხულად გაოფლიანებული იღლიების გამო.

ზაფხულის ცხელ დღეს, სპორტულ მოედანზე, ჩახუთულ შენობაში, სტრესის დროს - ეს ნორმალური მოვლენაა. ასე იცავს თავს ორგანიზმი გადახურებისგან.




ზოგ შემთხვევაში მომატებული ოფლიანობა, ან ჰიპერჰიდროზი, შეიძლება გვხვდებოდეს სხვადასხვა დაავადებების დროს. მაგალითად, ნეიროენდოკრინული დარღვევებისას, ნერვული და ზოგიერთი სხვა სისტემის დაავადებისას. რის დროსაც ოფლიანობა შეიძლება დაიწყოს გრილ შენობაში, დასვენების დროს ან უმნიშვნელო მღელვარებისას.




ოფლდენა შეიძლება იყოს ლოკალური, როცა ოფიანდება გარკვეული ადგილები, მაგალითად იღლია ან ფეხი, და ზოგადი, როცა ოფლიანდება სხეული მთლიანად.

ზოგადი ჰიპერჰიდროზი ძირითადად დამახასიათებელია პათოლოგიური მდგომარეობისას.



გაძლიერებული ოფლიანობის მიზეზები




ვნახოთ როგორ უნდა ვებრძოლოთ სხვადასხვა მიზეზებით გამოწვეულ ოფლიანობას



სტრესი




თუ მომატებული ოფლიანობა ძლიერი მღელვარებისას იწყება, მაშინ მიზეზი ნერვული სისტემის მსუბუქი აგზნებადობაა. ამ შემთხვევაში აუცილებელია მიმართოთ ნევროლოგს ან ფსიქოთერაპევტს.





ვეგეტოვასკულური დისტონია





ამ მდგომარეობისთვის დამახასიათებელია ნერვული სისტემის მუშაობის დარღვევა. ეს აისახება გულსისხლძარღვთა სისტემის, სასუნთქი ორგანოების მუშაობაზე. ირღვევა თბოგაცვლის პროცესი. ამ დროს ჰიპერჰიდროზს აქვს არა ლოკალური, არამედ ზოგადი ხასიათი.


მსგავსი ჩივილებით უმჯობესია მიმართოთ ნევროლოგს, რაციონიდან გმოირიცხოს ალკოჰოლი და ყავა და დაკავდეთ სამკურნალო ფიზკულტურით.







მენოპაუზა ან მოზარდის ასაკი




ორგანიზმის ჰორმონალური ფონის ცვლილება ორივე მდგომარეობისთვიასაა დამახასიათებელი. ჰორმონები ღებულობენ უშუალო მონაწილეობას თერმორეგულაციის პროცესში. როცა ორგანიზმში ჰორმონების დონე იცვლება, თავის ტვინი იღებს არასწორ ინფორმაციას გარემოს ტემპერატურის შესახებ და ცივ ამინდშიც კი ტვინი აგზავნის სიგნალებს იმის შესახებ, რომ საჭიროა გაგრილება.

იწყება ოფლის გამოყოფა. კლიმაქსის პერიოდში საჭიროა გინეკოლოგის კონსულტაცია, რომელიც დანიშნავს მსგავსი სიმპტომების შესამცირებელ პრეპარატებს.





სხეულის დიდი წონა




ჭარბწონიანი ადამიანის სხეული უფრო მეტ სითბოს გამოყოფს, ცხიმის ფენა კი ეწინააღმდეგება ნორმალურ თბოგადაცემას. ამიტომ ოფლიანდებიან უფრო მეტად მსუქანი ადამიანები. აუცილებელია სპეციალისტთან ვიზიტი და წონის შემცირებისთვის ზომების მიღება.




5 სასარგებლო რჩევა ექიმებისგან








იმისათვის, რომ ოფლიანობასთან ბრძოლა დაიწყოთ, აუცილებელია დადგინდეს მისი ნამდვილი მიზეზი. ამისთვის კი უნდა მიმართოთ ექიმს და ჩააბაროთ აუცილებელი ანალიზები, გაიაროთ გამოკველვები. თუ ოფლიანობა არ ატარებს ლოკალურ ხასიათს (მაგალითად, ოფლიანდება მხოლოდ იღლიები), და საერთოა (ოფლიანდება მთელი სხული ), მაშინ ამის მიზეზი შესაძლოა იყოს სხვადასხვა ენდოკრინული, ნერვული დაავადებები.




თუ ოფლინობა უკავშირდება ფიზიკურ დატვირთვას, სტრესს, ცხელ ამინდს - ეს ნორმალური რეაქციაა ორგანიზმში ან გარემოში არსებულ ცვლილებებზე,




1. კონტრასტული შხაპი და თბილი აბაზანები






წლის ცხელ სეზონზე ოფლიანობასთან საბრძოლველად საჭიროა ხშირად მიიღოთ შხაპი. რეგულარულად გაიპარსოთ თმები იღლიებში, იმდენად, რამდენადაც მათში დიდი რაოდენობით ბაქტერია იყრის თავს.


სასარგებლო იქნება კონტრასტული შხაპი ცივი და ცხელი წყლის მონაცვლეობით. შეიძლება რეგულარულად მიიღოთ წიწვოვანი აბაზანები სალბით, მუხის ქერქით.




2. დიეტა



რაციონიდან აუცილებელია გამოირიცხოს კოფეინის და თეობრომინის შემცველი საკვები. ეს ნივთიერებები ასტიმულირებენ ოფლის გამოყოფას. ასეთ პროდუქტებს განეკუთვნება ყავა, ჩაი, კოკა-კოლა, კაკაო, შოკოლადი. ასევე უნდა შეიზღუდოს მწარე და მჟავე საკვები. უარი ეთქვას ალკოჰოლს, იმდენად, რამდენადაც ის ასტიმულირებს სისხლის მიმოქცევას კანში.



3. სპეციალური ალუმოქლორის მალამო




ალუმინის, თუთიის, ფორმალდეჰიფდის ფუძეზე დამზადებული სპეციალური კრემები კანის ზედაპირზე ქმნიან აფსკს და ებრძვიან ოფლის წარმოქმნას, ეწინააღმდეგებიან ოფლის გამოსვლას.

...თუთია-სალიცინის მალამო. ორივე კომპონენტი შესანიშნავი ანტისეპტიკია. ისინი ებრძვიან ცუდ სუნს და კლავენ ბაქტერიებს.


... თეიმუროვის მალამო. მის შემადგენლობაში ბევრი კომპონენტია. სპეციალისტიბი გვირჩევენ გამოვიყენოთ ღამით და ჩამოიბანოთ დილით, იმდენად, რამდენადაც ის საგრძნობლად აშრობს კანს. ამ პრეპარატს სიფრთხილით უნდა მოვეპყროთ, რადგან მის შემადგენლობაში შედის ტყვია და ფორმალდეჰიდი. ორსულებისთვის ამ მაზის გამოყენება აკრძალულია.

თუმცა, შედეგი შესაძლოა მაშინვე არ დადგეს, მხოლოდ ცოტა ხნის შემდეგ. შედეგი ჩვეულებრივ 2-3 დღიდან ერთ კვირამდე დროში შეიმჩნევა. სხვათა შორის, ამ პრეპარატებმა შეიძლება ყველას არც კი უშველოს.




4. ხალხური საშუალებები


image



ჭარბ ოფლიანობას ხშირად შველიან ხალხური მეთოდებით. ისინი არ საჭიროებენ დამატებით ხარჯებს. მაგალითად, შეგიძლიათ გამოიყენოთ ცივი კომპრესი (15–18 °С). ის ხელს უწყობს ფორების შევიწროებას და ამცირებს ოფლის გამოყოფას. კომპრესს პრობლემურ ადგილზე იდებენ 10 – 15 წუთის განმავლობაში.





ოფლიანობის შემცირებას ხელს უწყობს ამ ადგილების ჩამობანა გვირილის ნაყენით ან სოდიანი წყალით. ასევე კარგი შედეგები აქვს მუხის ქერქის და სალბის ნაყენს.



აბაზანის მიღება კონკრეტულ ადგილებზე საჭიროა 20 -30 წუთის განმავლობაში კვირაში ერთხელ.


ტიბეტელი ბერების რჩევა, როგორ შევაჩეროთ ოფლიანობა 3 წუთში. უყურეთ ვიდეოს:







5. ანტიპერსპირანტები






ანტიპერსპირანტები - ყველაზე პოულარული საშუალებაა ოფლის წინააღმდეგ ბრძოლაში. ისინი მოქმედებენ როგორც ალუმინის ქლორიდის მალამოები, მაგრამ ნაკლებად აგრესიულები არიან.


არსებობს:


... ანტიპერსპირანტები ყოველდღიური გამოყენებისათვის, უფრო მოკლე ხანგრძლივობის მოქმედებით.


... ხანგრძლივი დროით მოქმედების ანტიპერსპირანტები - შვიდი დღის და მეტი ხნის განმავლობაში. ისინი საშუალებას იძლევიან თავდაჯერებული იყოთ ნებისმიერ სიტუაციაში.

image

თუ გაინტერესებთ ექიმ კომაროვსკის რჩევები, უყურეთ ამ ვიდეოს :

იხილეთ ასევე:



ძლიერ ოფლიანდებით? ამის მიზეზს და მისი შეჩერების გზებს ექიმები ასე გვიხსნიან. გულახდილად რომ ვთქვათ, თუ არ ხართ პროფესიონალი სპორტსმენი ან არ ზიხართ საუნაში, ოფლი - თქვენი მტერია. არასასიამო სუნი აქვს და აფუჭებს ტანსაცმელს. მეორეს მხრივ ოფლი - ცხოვრების ნაწილია. ის მნიშვნელოვან ფუნქციას ასრულებს : აგრილებს სხეულს, -...


თრომბოზი (ბერძ. thrombosis - შედედება) არის სისხლძარღვებში თრომბების წარმოქმნის პროცესი, რომლის შედეგადაც სისხლძარღვის სანათური შეიძლება ნაწილობრივ ან მთლიანად დაიხშოს. ეს ძალიან საშიშ დაავადებად ითვლება იმიტომ, რომ მისი სწრაფად აღმოჩენა ვერ ხერხდება, რასაც მოჰყვება გართულებები - ნეკროტიკული ხასიათის შეუქცევადი


პირველ რიგში, ამ საოცრება-ელექსირისთვის მნიშვნელოვანია სწორედ ასპირინი. ამიტომ ის არ უნდა ჩაანაცვლოთ სხვა რამით, თუნდაც იბუპროფენით. ასპირინის ძალა იმაში მდგომარეობს, რომ ის შეიცავს სალიცილის მჟავას, რომელიც არაჩვეულებრივად სასარგებლოა კანისთვის, წერს Acne Skin Site. რა დაგვჭირდება ამ ნიღაბისთვის: _1...



ჩასახვის საწინააღმდეგო აბებს გვერდითი მოვლენებიც ახლავს -ეს ცნობილი ფაქტია. მაგრამ, როგორ განვსაზღვროთ, სერიოზულია თუ არა ეს უკუჩვენებები? რა გადის დროთა განმავლობაში და რა საჭიროებს პრეპარატის შეცვლას? ექიმები მოგვითხრობენ ყველა ნიუანსის შესახებ! 1. გამონა...

1. ერექციის დროს ასრიალების და დაცემის აბა დაფიქრდით: ადამიანები ეცემიან და კვდებიან მაშინ, როდესაც მხოლოდ დასაბანად შედიან აბაზანაში-ასე ვთქვათ, იყენებთ აბაზანას დანიშნულებისამებრ და შესაძლოა დაშავდეთ. ამას დაუმატეთ მეორე ადამიანი, სექსუალური ტანმოვარჯიშე _ და ყველაფერი უფრო ცუდად გამოიყურება. ზედაპირები ხომ შიგნით სველი და ...

0
483
6-ს მოსწონს
ავტორი:melody_inside
melody_inside
483
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0