x
მეტი
  • 18.04.2024
  • სტატია:134362
  • ვიდეო:351974
  • სურათი:508430
ამ სტუდენტს აინშტაინს ეძახდნენ .....

image










ერთხელ ერთმა ჭკვიანმა პროფესორმა უნივერსიტეტში სტუდენტებს საინტერესო კითხვა დაუსვა.


პროფესორი: ღმერთი კეთილია?
სტუდენტი: რათქმაუნდა

პროფესორი: ეშმაკი კეთილია?
...
სტუდენტი: არა!

პროფესორი: სიმართლე მითხარით, დედამიწაზე არსებობს ბოროტება?
სტუდენტი: დიახ.

პროფესორი: სატანა ყველგანაა, არა? და ღმერთმა ყველაფერი სწორად შექმნა, ჰო?
სტუდენტი: დიახ.

პროფესორი: ქვეყნად არის ბოროტება, ქედმაღლობა, დაავადებები, უსამართლობა, შიმშილობა?
ეს ასე არ არის?
სტუდენტი: დიახ, სერ.

პროფესორი: და ვინ შექმნა ის?
სტუდენტი: ...

პროფესორი: მეცნიერება ამტკიცებს, რომ ადამიანს აქვს 5 მგრძნობელობითი ორგანო, რათა შეიცნოს სამყარო. მითხარი, შვილო, როდესმე გინახავთ ღმერთი?
სტუდენტი: არა, სერ.

პროფესორი: ოდესმე ღვთის სიტყვები გაგიგონია?
სტუდენტი: არა, სერ.

პროფესორი: ოდესმე შეხებიხარ, გაგისინჯავს მისი გემო ან მისი სუნი შეგიგრძვნია?
სტუდენტი: ვშიშობ არა, სერ.

პროფესორი: ამ არგუმენტებზე დაყრდნობით შეგიძლიათ დაასკვნათ, რომ ღმერთი არ არსებობს. გაქვს რაიმე ამათ საწინააღმდეგოდ?
სტუდენტი: არა, სერ. მე უბრალოდ რწმენა გამაჩნია.
პროფესორი: აი, ზუსტად რწმენაა მეცნიერების მთავარი პრობლემა.

სტუდენტი: პროფესორო სიცივე არსებობს?
პროფესორი: რა კითხვაა? რათქმა უნდა არსებობს. შენ რა სიცივე არასოდეს გიგრძვნია?
(ახალგაზრის კითხვაზე სტუდენტებმა გულიანად გაიცინიეს)

სტუდენტი: სერ, სინამდვილეში სიცივე არ არსებობს. ფიზიკის კანონების თანახმად, სიცივეს მივიჩნევთ იმ მომენტად, როდესაც რეალურად სითბო არ არსებობს. აბსოლუტური 0 - ეს არის სითბოს არ არსებობა. მთლიანად მატერია ხდება ინერტული და რეაგირების უნარს მოკლებული ამ ტემპერატურაზე. სიცივე არ არსებობს. ჩვენ შევქმენით ეს სიტყვა, რათა აღგვეწერა, თუ რას ვგრძნობთ სითბოს არ არსებობისას.
(აუდიტორიაში სიჩუმე ჩამოვარდა)

სტუდენტი: პროფესორო სიბნელე არსებობს?
პროფესორი: რათქმაუნდა არსებოს.რა არის ღამე თუ არა სიბნელე?

სტუდენტი: თქვენ ისევ არასწორი ხართ, სერ. სიბნელეც არ არსებობს. სიბნელე - ეს ის მომენტია, როდესაც სინათლე რეალურად არ არის. ჩვენ შეგვიძლია სინათლე შევისწავლოთ, მაგრამ არა სიბნელე. ჩვენ შეგვიძლია ნიუტონის პრიზმა გამოვიყენოთ, რათა დავშალოთ თეთრი სინათლე მრავალნაირ ფერად და შეისწავლოთ თითოეული ფერის ტალღის განსხვავებული სიგრძე. თქვენ არ შეგიძლიათ გაზომოთ სიბნელე. სინათლის უბრალო სხივებს შეუძლიათ ჩაბნელებული დედამიწის განათება. როგორ შეგიძლიათ გაიგოთ რამდენად ბნელია ესა თუ ის სივრცე? თქვენ წარმოდგენილი ფერების რაოდენობას ზომავთ. ასე არ არის? სიბნელე ეს არის ტერმინი, რომელსაც ვიყენებთ იმ მოვლენის აღსაწერად, რომელიც სინათლის არ ყოფნისას იქმნება. პროფესორო მითხარით არსებობს ბოროტება?

პროფესორი: რათქმაუნდა არსებოს. ჩვენ მას ყოველდღე ვხედავთ და ვხვდებით. რა ასე არ არის?!
სტუდენტი: არა, სერ, ბოროტება არ არსებობს. ღმერთს არ შეუქმნია ის. ბოროტება არის ღმერთის არარსებობა. ის ჰგავს სიბნელესა და სიცივეს. ეს არის სიტყვა, შექმნილი ადამიანის მიერ ღმერთის არარსებობის აღსაწერად . ბოროტება არ არის რწმენა და სიყვარული, რომლებიც არსებობენ ისევე, როგორც სინათლე და სითბო. ბოროტება ეს არის ადამიანის გულში ღვთაებრივი სიყვარულის არქონის შედეგი. ეს არის მსგავსად სიცივისა, რომელიც დგება მაშინ, როცა არ არის სითბო ან მსგავსად სიბნელისა, რომელიც დგება მაშინ, როცა არ არის სინათლე. თქვენს მეცნიერულ თეორიებში გაჩნდა სერიოზული ბზარები.

პროფესორი: რისი თქმა გინდათ ახალგაზრდავ?
სტუდენტი: პროფესორო, თქვენ სტუდენტებს ასწავლით იმას, რომ ისინი მაიმუნებიდან წარმოიშვნენ. თქვენ ევოლუციის ევოლუციის პროცესი საკუთარი თვალით იხილეთ?
(პროფესორმა ღიმილით თავი გააქნია)

სტუდენტი: ეს პროცესი არავის უნახავს. ასე რომ, თქვენ მღვდელი გამოდიხართ და არა მეცნიერი.
(აუდიტორია "სიცილით აფეთქდა")

სტუდენტი: ახლა კი მითხარით, არის აქ ვინმე ისეთი ვისაც პროფესორის ტვინი უნახავს? მოუსმენია მისთვის, გემო გაუსინჯავს ან შეხები მას.
(აუდიტორია სიცილს აგრძელებდა)

სტუდენტი: როგორც ჩანს არავის. ამ სამეცნიერო ფაქტებზე დაყრდნობით შეგვიძლია დავსკვნათ, რომ პროფესორს ტვინი არ გააჩნია. თქვენდამი დიდი პატივისცემით გეუბნებით პროფესორო, როგორ შეიძლება თქვენს ლექციებს დავუჯეროთ?
(აუდიტორიაში ისე სიჩუმე ჩამოვარდა)

პროფესორი: ვფიქრობ, თქვენ ვალდებული ხართ ჩემი სიტყვების ირწმუნოთ
სტუდენტი: აი, ზუსტად ! ადამიანსა და ღმერთს შორის არის ერთადერთი კავშირი - რწმენა!

პროფესორი ჩაფიქრებული და ამავდროულად აფორიაქებული სკამზე დაჯდა.
ამ სტუდენტს ალბერტ აინშტაინს ეძახდნენ.

30
7058
18-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:ლადო_25
ლადო_25
7058
  
2016, 6 ივლისი, 23:59
გემოც შეეძლოთ გაესინჯათ, სუნიც, შეხებაც შეეძლოთ, მოსმენაც და ნახვაც
არ ვიცი საიდან მოიტანეთ რომ აინშტაინი ათეისტი იყო ეს უბრალო ჰიპოთეზაა და არ არავინ იცის რა რელიგიის იყო აინშტაინი სინამდვილეში. მეორე რადგან რენტგენი გამოგონილი იყო ეგ იმას არ ნიშნავს რომ ყველას შეეძლო პროფესირის ტვინის ნახვა.
2013, 3 ივლისი, 19:34
მადლობა ანიკო მარიკო
2013, 3 ივლისი, 3:07
სიცივე მხოლოდ და მხოლოდ სიტბოს ნაკლებობაა :) ვიცოდი ეს და ნერვები მომეშალა, რომ წავიკიტხე იმიტომ, რომ მე მინდოდა ეხლა ამისი დაწერაა:D არაუშავს კიდე მაქვს რაგაცეები ))) არდა მაგრი ამბავიაა, მაგარია ეს რომ დაწერეთ
2013, 28 თებერვალი, 17:02
wow
ვიცოდი რომ აინშტაინი ღვთის მორწმუნე კაცი იყო მაგრამ ამ დიალოგზე არაფერი მსმენია,ძალიანმომეოწნა კარგია.
მადლობა ავტორო
2013, 4 იანვარი, 15:05
არ ვიცი ეს ნაღდი ამბავია თუ არა მარა აინშტაინი მაგარი იყო და ფიზიკოსებს ისეთ პატივს ვცემ, აი ოოოოდნავადაც რომ მქონოდა ფიზიკა მათემატუკის ნიჭი , ალბათ ფიზიკოსი ვიქნებოდიი.მაგარი ხალხია ძაან, რაღაც განსხვავებულად, გლობალური თვალთახედვით განიხილავენ ყველაფერს და ყველას.ასე მგონია სამყაროს ,მის შინაგან პროცესებს ასე ხელისგულზე დადებულს აკვირდებიან და ერთდროულად აქვთ წარმოდგენა ყველა მოვლენაზე. რავი ეს ჩემიო აზრია მხოლოდ
2012, 29 დეკემბერი, 23:28
მეც ბევრი აზრი დამიგროვდა და მეზარება საობარი. ტვინთან დაკავშირებით გემხრობი.
2012, 17 დეკემბერი, 21:35
საინტერესო და დამაფიქრებელი დიალოგია:)
2012, 26 ნოემბერი, 14:58
ეს კარგი ისტორიაა, მაგრამ აინშტაინის ნამდვილად არაა... აინშტაინი დეისტი იყო, მას არ სწამდა პიროვნული ღმერთის... საინტერესო დიალოგია, მაგრამ ბევრი ნაკლის პოვნა შეიძლება... პირველი ნაკლი ისაა, რომ აინშტაინს აბრალებთ ამ დიალოგის წარმოებას... მეორეც, "პროფესორის" ტვინის ნახვა დიდ სირთულეს არ წარმოადგენდა, რენდგენის აპარატი გამოგინილი იყო უკვე... მეტი დრო არ მაქვს, თორემ კიდევ ჩამოვწერდი რაღაცეებს...
2012, 20 ოქტომბერი, 14:34
არა კარგი იყო :)) ძალიან ლოგიკურია ყველაფერი, უბრალოდ დღეს პრაგმატული ვარ ძალიან :))
წინა კომენტარების ნახვა
0 0 10