x
სადღაც სინათლე დაიკარგა

ყოველთვის მინდოდა ამაზე დამეწერა მაგრამ გამბედაობა არ მყოფნიდა.მინდოდა ეს გამეკეთებინა მაგრამ აქაც გამბედაობამ დამაყენა კუთხეში დასჯილი ბავშვივით.მინდოდა და ვერ შევძელი, კი არ მეშინოდა მაგრამ მაინც ვგრძნობდი შფოთვას. საკუთარი მე ასე განიცდიდა ირგვლივ მიმდინარე ყველა პრობლემას.ყველას ტკივილი მტკიოდა, სხვისი განსაცდელი ჩემი განსაცდელი იყო.სხვისი სევდა ჩემი, ბედნიერების გაზიარებაც ვიცოდი მაგრამ უბედურებას უფრო ვიზიარებდი რადგან ყველა მეცოდებოდა.არ მინდოდა მე ბედნიერი ვყოფილიყავი გვერდზე მდგომი ადამიანი კი უბედური.რამხელა დანაშაულია, გვერდით მდგომი იცინოდეს, ერთობოდეს შენ კი ამ დროს საერთოდ არ გქონდეს ცეკვა-თამაშის სურვილი.ჩემი მეგობარი როცა მოწყენილი იყო, მეც ცუდ განწყობაზე ვდგებოდი არც მჭირდებოდა მისი თქმა ცუდად ვარ-ო, შევხედავდი თუ არა თვალებში ვხვდებოდი და მეც სევდასთან ურთიერთობას ვიწყებდი.ვისაც უჭირდა ვეხმარებოდი, ეს სიკეთეა დიახ, ასეთი ვიყავი, ვარ და ვიქნები.ქუჩაში მჯდარი ბავშვები, ბებიები, მოხუცებულები მოწყალებას, რომ ითხოვენ არ შემიძლია, ცუდად ვხდები სხეულზე ეკალივით მესობა რაღაც არარსებული.რატომ უნდა იტანჯოს ადამიანმა, ეს რისთვის დაიმსახურა ან რამე ცუდი გააკეთა? მუდამ ეს კითხვა დამტრიალებდა ხოლმე თავს და პასუხი ამ კითხვაზე არ მქონდა.ზედმეტად ლმობიერი ვიყავი, ყველა მეცოდებოდა ჩემი ბოროტისმსურველნიც კი.ჩემები სულ მეჩხუბებოდნენ, ყველას ნუ ენდობი ისინი შენ გიყენებენ, გამოადგები ერთხელ და მეორედ მიგაგდებენ აღარ დასჭირდები.ერთჯერად ხელსახოცს გამოიყენებენ შემდეგ კი ურნისკენ ისვრიან.მე არ ვუჯერებდი მათ და ამიტომ მივიღე კიდეც საკადრისი დარტყმა რომელმაც ცხოვრება გააჩერა.რაღაც ეტაპზე არ ვარსებობდი, თითქოს გარდავიცვალე ფერი ვიცვალე, სხვა გავხდი.ჩუმი, ჩაკეტილი ადამიანი დამყოლი, უსუსური არსებასავით ვიყავი.ჩემი აზრები აღარ გამაჩნდა, დიდმა შიშმა შემოაღწია ჩემში, სულ სახლში ვიყავი გარეთ არ გავდიოდი ჰაერი მენატრებოდა, დღის შუქი ვეღარ გამეგო რა ფერის იყო ცის ფერიც დამავიწყდა.მხოლოდ გამოგონილი სამყარო მქონდა სადაც დეტალები შავ-თეთრი იყო მე კი გამჭირვალე, უჩინარი ადამიანი ვისაც არავინ იცნობდა, არავის გაეგო მის შესახებ თუ ვინ იყო, რა იყო, საიდან იყო, სად მუშაობდა, რატომ არსებობდა, რისთვის ცოცხლობდა.ამ კითხვებზე პასუხი თვითონაც არ იცოდა, იბნეოდა ხოლმე როცა დედა სახელს დაუძახებდა.ოთხ კედელში გავატარე დიდი ხანი, არ მახსოვს რამდენი დღე, თვე, წელი, საათი, წუთი და წამი ვიყავი ასეთ მდგომარეობაში.არავინ მაინტერესებდა, არც ჩემები ისინი საერთოდ დავივიწყე.ჩემს თავს საერთოდ ვეღარ ვცნობდი სხვა, უცნაური ვინმე მეგონა სისუსტის მეტს არაფერს, რომ არ განასახიერებდა.ხან მეცოდებოდა, მინდოდა მისი დახმარება მაგრამ ამაოდ სულიერადაც დავსუსტდი ბევრჯერ ვცადე ძალის მოკრება მაგრამ ამაოდ არაფერიც არ შეცვლილა ცხოვრება ასე უაზროდ არაფრისმომცემად მიდიოდა.გადიოდა დღები, საათები, წუთები, თვეები, წლები დ ა უსასრულოდ...მოვიდოდა ორშაბათი დადგებოდა პარასკევი...მზე საერთოდ არ ანათებდა.მუდამ წვიმა იყო, ხანაც ქარი სულ ციოდა, ვიყინებოდი კედლები ცივი იყო.რატომ? ოთახში სარკმელი აღარ არსებოდა საიდანაც სინათლე შემოდიოდა ამიტომ მე, ის დავივიწყე რადგან იმედი გაქრა.აღარაფრის მჯეროდა, მხოლოდ უბედურებას ეკავა ჩემში ადგილი.თურმე ასე ხდება როცა სხვის უბედურებას, ცუდ ბედს ავს იზიარებ მხოლოდ სხვებზე დარდობ და საკუთარ თავს ანადგურებ, ფსიქოლოგიას ურყევ და ფსიქიკას უშლი.ასე დამემართა მეც, ამდენი ცუდისგან გადავირიე...პირიქით სიკეთე უარყოფითად შემომიბრუნდა იმ ადამიანებმა რომლებთაგანაც მათ სევდას ვიზიარებდი, მეც იმ განწყობაზე ვიყავი როგორც ისინი მიღალატეს...თურმე არ ვარსებობდი რეალურად მათ ცხოვრებაში.ამას ძალიან გვიან მივხვდი. ჩემები მართლები იყვნენ, მე მათ არ დავუჯერე ჩემი მტკიცე, ჯიუტი ხასიათის გამო.საჭიროა, ზოგჯერ ახლობელი ადამიანის სიტყვაც გაითვალისწინოთ დაუჯეროთ მათ, მოგცენ რჩევები და თვალები აგიხილონ რომელიც დაბინდული გაქვთ.კარგა ხანს მქონდა მეც თვალები დაბინდული სანამ ძალიან არ დავეცი, არ ვიტკინე და უზარმაზარი შეუხორცებელი ჭრილობა სხეულზედ არ ავიკიდე.და სული? სულიც წაიქცა, მანაც დაარტყა ფიზიკურზე მეტად.ადგომა შეუძლებელი იყო, ჯერ ამ ყველაფრის გადახარშვა, შემდეგ გაანალიზება, მიხვედრა და დასკვნების გამოტანა.ფიქრები არ ჩერდება, პირიქით ზღვასავით მოდის და მოდის უამრავ რამეზე გაფიქრებს, სტრესში გაგდებს თავიდან ბოლომდე შოკურ მდგომარეობაში ხარ აზროვნების უნარს კარგავ მხოლოდ მარტო ყოფნა გსურს.იწყებ საკუთარი თავის განსჯას, დარიგებას მაგრამ ამდაგვარი გაკვეთილები უკვე გვიანია, აქამდეც უნდა ჩატარებულიყო და მომხდარიყო სიმართლის დადგენა.შენ, ის ხარ ვინც მუდამ სიმართლის მხარეს იდგა, სამართლიანობის მხარეს მდგომი, ძლიერი და შეუპოვარი.ღირსად გთვლიდნენ სიცოცხლისა, პატივს გცემდნენ არსებობისთვის...დღეს კი უკუღმა შემობრუნდა ყველაფერი, დაკარგე ძალისხმევა, შენგან ფერფლი დარჩა რომელსაც სულის შებერვა უნდა და წამში გაიფანტება.არავინ მოდის, რომ განუგეშოს ამ მდგომარეობიდან გამოგიტვანოს, დაგეხმაროს ხელი ჩაგჭიდოს სიძლიერისკენ მიგითითოს.სწორი გზა დაგანახოს როგორც ოდესღაც შენ აყენებდი ადამიანებს სწორ გზაზე.მათ სურთ მორევში უფრო და უფრო ჩაიძირო, დაკარგო საკუთარი თავი.ირგვლივ ყველაფერს კარგავ განა შენსას? არა მხოლოდ ყალბ ურთიერთობებს, ცუდ მოგონებებს, ცრუ ქმედებებს, მატყუარა არსებებს ის რაც სიყალბეში გაცხოვრებდა აქამდე და ის რაც რეალურად არ იყო შენი.რაც შენია ის ისევ რჩება სიცოცხლეში იმედის ჩამჭიდებელ ხელად.ხავსივით წარმოქმნილი სიცოხლე.რომელიც გთხოვს ხელის მოჭიდებას, რომ ოკეანიდან ამოყვინთო სუნთქვა ახლიდან დაიწყო, ღიმილი ისწავლო.შეიცნო ახალი ფიგურები, ადამიანები და დაიწყო სიცოცხლე სუფთა ფურცლიდან.იცი რატომ მოხდა ეს გარდამტეხი, საოცრად რთული პერიოდი ცხოვრებაში? რადგან მიმხვდარიყავი, კარგი და ცუდი გაგერჩია რეალობა დაგენახა, რადგან ასეთი გულუბრყვილო, კეთილი იყავი და გატყუებდნენ ეს ტყუილი გამოაშკარავებულიყო.დიდი შეცდომა იქნებოდა სუფთა გულის ადამიანს, ჭუჭყიან სამყაროში რომ გეცხოვრა და არაჯანსაღი ურთიერთობები გქონოდა.ყველაფერს თავისი მიზეზი აქვს.უმიზეზოდ არაფერი არ ხდება, მიზეზგარეშე ვერ მოიწყენ ან ვერ იქნები ბედნიერი.მიზეზებშია ყველა დეტალი, დეტალებში კი სიმართლე რომელსაც ამ ხნის მანძილზე მალავდნენ ნიღბით შემოსილი ცრუ არსებები.გზა სწორია, გზა დიდი და გრძელია.ადექი, ნუღარ ტირი არაადამიანების გამო, მათ გამო ნუ ყრი ფარ-ხმალს ნუ სტანჯავ საკუთარ თავს, არ განიცადო ის რაც არაა ნამდვილი.შენ მართალი ხარ, მართალი ადამიანი კი მტყუანს თავს არასდროს უხრის.ვისაც ურთიერთობის შენარჩუნება სურს თუ აქვს ამის სურვილი შეინარჩუნებს კიდეც მაგრამ თუ არ უნდა ძალას ნუ ატან დაივიწყე ის ადამიანი რომელმაც ბოღმითა და შურით გამოიჩინა თავი.დაანგრიე კედელი, აღადგინე სარკმელი გაიხედე, შეხედე წინ მდგომ სურათს და მიხვდები იმას, რომ ეს ყველაფერი ამად ღირდა.შენ შეძელი და გადალახე ურთულესი პერიოდი, აჯობე საკუთარ თავს და დაამარცხე ბოროტება.შენი სიკეთე კი უკან დაგიბრუნდა.უცაბედად იწყებ სიცილს რომელიც ძალზედ მონატრებია.გახსენდება ისიც, რომ ღიმილი გცოდნია და მოგნატრებია.ეს შეგრძნება კი იმ ადამიანებმა წარგართვეს ახლა კუთვნილი ხასიათი, ჩვევები დაიბრუნე თავიდან ბოლომდე ნამდვილი არსება ხარ რომელსაც ბნელი, ცივი, შავი ოთახის განათება შეუძლია და ოთხი კედლიდან თავის დაღწევა.გამოგივიდა, აღმოცენება სუნთქვის შესწავლა.გაბედაობა ისეთი ჩვევაა რომელიც სანატრელია ყველას ჰქპნოდეს.გაშალე ხელი, დაინახე ცისფერი ცა შეისუნთქე სამყაროს ფერი და დაუბრუნდი ნორმანულ ცხოვრების რიტმს.imageimage


0
37
2-ს მოსწონს
ავტორი:სალომე ბეჟიტაშვილი
სალომე ბეჟიტაშვილი
37
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0