x
მეტი
  • 20.04.2024
  • სტატია:134425
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508502
დიდი ალბათობით აზერბაიჯანმა მსოფლიოში პირველმა საბრძოლო ვითარებაში გამოიყენა ებრაული წარმოების ბალისტიკური რაკეტა " LORA"

image აზერბაიჯანმა მსოფლიოში პირველმა გამოიყენა (თან წარმატებით) საბრძოლო ვითარებაში, საბრძოლო ამოცანის გადასაწყვეტად ოპერატიულ-ტაქტიკური სარაკეტო კომპლექსი, საიდანაც გაშვებულ იქნა ერთაფეხურიანი მყარსაწვავიანი ბალისტიკური რაკეტა, რომლის ამოცანა იყო დაენგრია მთიანი ყარაბაღიდან სომხეთისაკენ მიმავალი ხიდი მდინარე აკარზე, როგორც გამომცემლობა წერს რაკეტამ ამოცანას წარმატებით გაართვა თავი.
აღნიშნული ოპერატიულ-ტაქტიკური სარაკეტო კომპლექსი შემუშავებულ იქნა ისრაელის კომპანიაში "Israel Aircraft Industries (IAI)", კომპლექსი იყენებს, როგორც უკვე დავწერე ერთსაფეხურიან მყარსაწვავიან ბალისტიკურ რაკეტას "LOng-Range Artillery Missile (LORA)"-იტყობინება "The Drive".
გამომცემლობა ეყრდნობა რიგ სხვა გამომცემლობას, რომელმაც გაავრცელა ვიდეო და ფოტო კადრები.
მოგეხსენებათ აღნიშნული კომპლექსი აზერბაიჯანმა ისრაელისგან 2017-2018 წლებში შეიძინა, როგორც ამას შვედეთის მსოფლიო პრობლემების კვლევების ინსტიტუტი წერდა თავის დროზე.
მათი ინფორმაციით აზერბაიჯანს არსენალში გააჩნია აღნიშნული კომპლექსის 50 ერთეული რაკეტა. image

0
428
4-ს მოსწონს
ავტორი:კანონგარეშე
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
Mediator image
428